„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტის განვითარების სააგენტოს დაფუძნებისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 24 იანვრის №52-1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 53-28
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 18/02/2020
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/02/2020
ძალაში შესვლის თარიღი 01/03/2020
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.101.016696
53-28
18/02/2020
ვებგვერდი, 20/02/2020
010250050.35.101.016696
„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტის განვითარების სააგენტოს დაფუძნებისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 24 იანვრის №52-1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
 
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №53-28

2020 წლის 18 თებერვალი

ქ. თბილისი

„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტის განვითარების სააგენტოს დაფუძნებისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 24 იანვრის №52-1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და  „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შევიდეს ცვლილება „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტის განვითარების სააგენტოს დაფუძნებისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 24 იანვრის №52-1 დადგენილების (ვებგვერდი, www.matsne.gov.ge, 28/01/2020; სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.101.016675) მე-2 მუხლით დამტკიცებულ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტის განვითარების სააგენტოს დებულებაში და დებულების:

1. მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „შ“  ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„შ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 135-ე-1352 მუხლებით, 1353​ მუხლის პირველი ნაწილით, 135და 1355 მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საჯარიმო ქვითრების ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების შედგენა;“.

2. მე-8 მუხლის:

ა) პირველი პუნქტიდან ამოღებულ იქნეს „ი“ და „ს“ ქვეპუნქტები;

ბ) მე-8 პუნქტს „ო“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ო1“ და „ო2“ ქვეპუნქტები:

„ო1) ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის ფასის გადახდის მდგომარეობის აღრიცხვა და მისი გადახდის უზრუნველსაყოფად მოქმედი სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება;

2) საქართველოს დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში მსუბუქი ავტომობილით – ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანაზე დადგენილი წესის შესაბამისად ნებართვის გაცემა და გაუქმება ელექტრონული მისამართის: www.taxi.tbilisi.gov.ge-ს მეშვეობით;“;

გ) მე-8 პუნქტის „პ“ „ჟ“ „რ“ და „ს“ ქვეპუნქტები  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„პ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით საჯარო ინფორმაციის გაცემის უზრუნველყოფა;

ჟ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 135-ე-1352 მუხლებით, 1353 მუხლის პირველი ნაწილით და 135​​4  მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საჯარიმო ქვითრების ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების შედგენაზე უფლებამოსილ თანამშრომლებზე მათი გაცემა და საჯარიმო ქვითრების – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების აღრიცხვის ჟურნალის წარმოება;

რ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის  135-ე-1352 მუხლებით, 1353 მუხლის პირველი ნაწილით და 1354  მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე საურავის დარიცხვის შესახებ დადგენილებების პროექტების მომზადება და სააგენტოს უფროსისთვის წარდგენა;

ს) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის  135-ე-135​​მუხლებით, 135​მუხლის პირველი ნაწილით და 135 მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენიდან საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 270-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრულ ვადაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფისთვის  ინფორმაციის გაგზავნა;“;

დ) მე-10 პუნქტიდან ამოღებულ იქნეს „გ“ ქვეპუნქტი.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2020 წლის პირველი მარტიდან.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ტყემალაძე