სააქციო საზოგადოება „ლელოს“ აქციონერთა კრების მოწვევის შესახებ

სააქციო საზოგადოება „ლელოს“ აქციონერთა კრების მოწვევის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 0
დოკუმენტის მიმღები სს"ლელო"
მიღების თარიღი 17/02/2020
დოკუმენტის ტიპი განცხადება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/02/2020
სარეგისტრაციო კოდი
0
17/02/2020
ვებგვერდი, 21/02/2020
სააქციო საზოგადოება „ლელოს“ აქციონერთა კრების მოწვევის შესახებ
სს"ლელო"
 

 

განცხადება

სააქციო საზოგადოება ,,ლელოს“

(აქციონერთა კრების მოწვევის შესახებ)


სააქციო საზოგადოება „ლელოს“ (შემდგომში – კომპანია) დირექტორატი საზოგადოების აქციონერებს გიწვევთ „კომპანიის“ აქციონერთა საერთო კრებაზე, რომელიც გაიმართება 2020 წლის 18 მარტს, 14:00 საათზე შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ქსნის ქ. №36, სს „ლელო“.

კომპანიის აქციონერთა საერთო კრების სააღრიცხვო დღედ დადგენილია 2020 წლის 12 თებერვალი.

კრების დღის წესრიგი განისაზღვრება შემდეგნაირად:

1. 2019 წლის ფინანსური შეჯამება.

2. „კომპანიის“ მიერ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, შვილობილი კომპანიის დაფუძნება, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების იურიდიულ-სამართლებრივი ფორმით (შემდგომში – შვილობილი კომპანია);

3.  „შვილობილი კომპანიის“ კაპიტალში კომპანიის კუთვნილი უძრავი ქონების, კერძოდ, ქ. მცხეთაში, სამხედრო ქუჩა №15-ში მდებარე, 404 კვ.მ. ფართობის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის და მასზე დამაგრებული შენობა-ნაგებობა №1, №2 და №3-ის (მიწის საკადასტრო კოდი: 72.07.03.101) შეტანა, შემდგომში მითითბული უძრავი ქონების შვილობილი კომპანიის მიერ მართვის მიზნით

4. სხვადასხვა.

საერთო კრების დღის წესრიგის საკითხების შესახებ დაწვრილებითი ინფორმაციის მიღება აქციონერებს შეუძლიათ სს „ლელო“-ს დირექტორატში, ხოლო განმარტებებისა და წინადადებების მისაღებად, მოთხოვნა წერილობით უნდა იქნეს დაყენებული დირექტორატის წინაშე, კრებამდე 10 (ათი) კალენდარული დღით ადრე.

კრებაში მონაწილეობის უფლება და თქვენს განკარგულებაში არსებული ხმების რაოდენობა სააღრიცხვო დღის მდგომარეობით შეგიძლიათ შეამოწმოთ სს „საქართველოს რეგისტრატორი“-ში, ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. 74ა, ტელ: 2 25-15-60; 2 22-53-51.

დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ სს „ ლელოში“, მისამართზე: ქ. თბილისი, ქსნის ქ. №36.

აქციონერთა კრების მუშაობაში აქციონერი მონაწილეობას იღებს პირადობის მოწმობის და აქციათა რეესტრის საფუძველზე.

 სს „ლელოს“ დირექტორი  ბესიკ ახალაძე