დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 ნაწილით და 1252 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში საჯარიმო ქვითრის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შევსების, ჩაბარების, აღრიცხვა-ანგარიშგების, გასაჩივრებისა და ზემდგომ ორგანოში წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 30 მარტის №16-53 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 53-19 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 18/02/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 20/02/2020 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/03/2020 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/08/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 020080000.35.101.016703 |
|
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 ნაწილით და 1252 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში საჯარიმო ქვითრის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შევსების, ჩაბარების, აღრიცხვა-ანგარიშგების, გასაჩივრებისა და ზემდგომ ორგანოში წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 30 მარტის №16-53 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 242-ე მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 ნაწილით და 1252 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შევსების, ჩაბარების, აღრიცხვა-ანგარიშგების, გასაჩივრებისა და ზემდგომ ორგანოში წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 30 მარტის №16-53 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი: www.matsne.gov.ge, 03/04/2018, სარეგისტრაციო კოდი: 020080000.35.101.016500) და:
1. დადგენილების: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8, მე-12-მე-14 ნაწილებით, 1252 მუხლით და 1353 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შევსების, ჩაბარების, აღრიცხვა-ანგარიშგების, გასაჩივრებისა და ზემდგომ ორგანოში წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ“; ბ) პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 64-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის, 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის, საქართველოს კანონის - „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 125-ე მუხლის მე-8, მე-12-მე-14 ნაწილების, 1252 მუხლის, 1353 მუხლის მე-2 ნაწილის, 2093 მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილების, 2341 მუხლის, 239-ე მუხლის 27-ე ნაწილის, 240-ე მუხლის, 2401 მუხლის, 242-ე მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილების და ამავე მუხლის შენიშვნის მე-2 ნაწილის, 243-ე მუხლის 21 ნაწილის, 252-ე მუხლის პირველი და 11 ნაწილების, 268-ე მუხლის მე-3 და მე-7 ნაწილების, 270-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 271-ე მუხლის პირველი ნაწილის, 272-ე მუხლის, 273-ე მუხლის, 275-ე მუხლის პირველი ნაწილის, 282-ე მუხლის, 283-ე მუხლის პირველი, მე-4 და მე-5 ნაწილების, 286-ე მუხლის, 287-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 288-ე მუხლის, 2882 მუხლის, 2883 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 2884 მუხლის, 2886 მუხლის, 2887 მუხლის, 290-ე მუხლის პირველი, 12, 13, 14, მე-3, 31 და მე-6 ნაწილების, საქართველოს კანონის - „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20, 22-ე და 25-ე მუხლების, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანების, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ექსპერტიზა-უტილიზაციის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 30 აგვისტოს №824 ბრძანების, „ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1226 ბრძანების, „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტის განვითარების სააგენტოს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 და მე-12-მე-14 ნაწილებით, 1252 მუხლით, 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 135-ე–1355 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისათვის შეფარდებული ადმინისტრაციული სახდელის (ჯარიმის) ან/და საურავის დარიცხვის შესახებ დადგენილების ზემდგომ ორგანოში (თანამდებობის პირთან) გასაჩივრებისას, საჩივრის განმხილველ და გადაწყვეტილების მიმღებ პირად განსაზღვრის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 18 თებერვლის №53-18 დადგენილების საფუძველზე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:“; გ) პირველი და მე-2 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1 საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8, მე-12-მე-14 ნაწილებით, 1252 მუხლით და 1353 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შევსების უფლებამოსილება მიენიჭოს შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიას“ (ს/კ 202886788). მუხლი 2 დამტკიცდეს შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ მიერ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8, მე-12-მე-14 ნაწილებით, 1252 მუხლით და 1353 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შევსების, ჩაბარების, აღრიცხვა-ანგარიშგების, გასაჩივრებისა და ზემდგომ ორგანოში წარდგენის თანდართული წესი.“. 2. დადგენილების მე-2 მუხლით დამტკიცებული შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ მიერ საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შევსების, ჩაბარების, აღრიცხვა-ანგარიშგების, გასაჩივრებისა და ზემდგომ ორგანოში წარდგენის წესის: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ მიერ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8, მე-12-მე-14 ნაწილებით,1252 მუხლით და 1353 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შევსების, ჩაბარების, აღრიცხვა-ანგარიშგების, გასაჩივრებისა და ზემდგომ ორგანოში წარდგენის წესი.“; ბ) პირველი მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ეს წესი, მოქმედი სამართლებრივი აქტების გათვალისწინებით, განსაზღვრავს შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ (ს/კ 202886788) (შემდგომში – სამართალსუბიექტი) მიერ შესავსები, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8, მე-12-მე-14 ნაწილებით, 1252 მუხლით და 1353 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შევსების, ჩაბარების, აღრიცხვა-ანგარიშგების, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვისას ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილების ან/და საურავის დარიცხვის შესახებ დადგენილების გასაჩივრებისა და ზემდგომ ორგანოში წარდგენის სამართლებრივ მექანიზმებს. 2. სამართალსუბიექტი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვას, საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის აღრიცხვა-ანგარიშგებას და შევსებას ახორციელებს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ” საქართველოს კანონის, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის, წინამდებარე წესისა და სხვა მოქმედი სამართლებრივი აქტების საფუძველზე.“; გ) მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 2. საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შევსებაზე უფლებამოსილი თანამშრომელი საჯარიმო ქვითარს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს ბურთულიანი კალმით (შემდგომში - საჯარიმო ქვითარი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი) ან ელექტრონული ფორმით (შემდგომში - ელექტრონული საჯარიმო ქვითარი) ავსებს სამართალსუბიექტის მიერ სათანადოდ უფლებამოსილი თანამშრომელი (შემდგომში - თანამშრომელი).“; დ) ამოღებულ იქნას მე-3 მუხლი; ე) დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 და 32 მუხლები: „მუხლი 31. საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შინაარსი და მისი შევსება 1. საჯარიმო ქვითარი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ივსება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8, მე-12-მე-14 ნაწილებით, 1252 მუხლით და 1353 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში, რა დროსაც თანამშრომელი ადგილზე განიხილავს სამართალდარღვევის საქმეს და დამრღვევს ან სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს ადგილზე შეუფარდებს ადმინისტრაციულ სახდელს (ჯარიმას), მიუხედავად იმისა, დამრღვევი ეთანხმება თუ არა მის მიმართ გამოყენებულ პასუხისმგებლობის ზომას. სამართალდარღვევის ფაქტზე სამართალდამრღვევის არყოფნის შემთხვევაში პასუხისმგებლობა ეკისრება სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს. 2. სამართალსუბიექტი უფლებამოსილია თანამშრომელი აღჭურვოს შესაბამისი ელექტრონული მოწყობილობით, რომლის მეშვეობით თანამშრომელი უფლებამოსილია დააფიქსიროს ადმინისტრაციული სამართლადარღვევის ფაქტი (მათ შორის საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შევსების პროცესი). ელექტრონული მოწყობილობით დაფიქსირებული ინფორმაცია (პერსონალური მონაცემები) დაცული უნდა იქნეს მოქმედი სამართლებრივი აქტების შესაბამისად. 3. თანამშრომელი საჯარიმო ქვითარს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს ავსებს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული 125-ე მუხლის მე-8, მე-12-მე-14 ნაწილებით,1252 მუხლით და 1353 მუხლის მე-2 ნაწილით. თუ სამართალდამრღვევს არ აქვს პიროვნების დამადასტურებელი საბუთები და არ არიან მოწმეები, რომლებსაც შეუძლიათ მიაწოდონ საჭირო ცნობები მის შესახებ, საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შემვსებმა თანამშრომელმა, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 243-ე მუხლის 21 ნაწილის შესაბამისად, შეიძლება სამართალდამრღვევი მიიყვანოს პოლიციაში სახელის, გვარისა და საცხოვრებელი მისამართის დადგენის მიზნით. აღნიშნული მონაცემების დადგენის შემდეგ თანამშრომელი ავსებს საჯარიმო ქვითარს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს. აღნიშნული პროცესი თანამშრომელმა შეიძლება დააფიქსიროს ელექტრონული მოწყობილობით და ამის თაობაზე ვალდებულია აცნობოს სამართალდამრღვევს. 4. საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმა (დანართი 5) შედგება ორი ნაწილისაგან: ა) ნაწილი I. საჯარიმო ქვითარი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი; ბ) ნაწილი II. საჯარიმო ქვითრის ყუა. 5. საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმა შეიცავს ბეჭდის ადგილებს. იმ ადგილზე, რომელიც თანაბრად ფარავს საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ორივე ნაწილს, ბეჭედი დაისმება სამართალსუბიექტის იმ უფლებამოსილი თანამშრომლების მიერ, რომლებიც აწარმოებენ მკაცრი აღრიცხვის ფორმების გაცემას, ხოლო დანარჩენ ადგილებზე ბეჭედი დაისმება საბანკო დაწესებულების მიერ. 6. საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შევსებისას ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს განემარტება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებები და მოვალეობები. 7. საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის პირველ ნაწილზე მისი შემვსები თანამშრომლის მიერ დაიტანება: ა) საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შევსების თარიღი (მიეთითება საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შევსების რიცხვი, თვე და წელი); ბ) შევსების ადგილი (მიეთითება საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შევსების ადგილი); გ) შემვსების თანამდებობა, სახელი და გვარი (მიეთითება საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შემვსები თანამშრომლის თანამდებობა, სახელი და გვარი); დ) სამართალდამრღვევის პირადი ნომერი, სახელი და გვარი, მისამართი (რეგისტრაციის და სხვა) (ივსება სამართალდამრღვევის ადგილზე ყოფნის შემთხვევაში და მიეთითება სამართალდამრღვევის პირადი ნომერი, სახელი და გვარი, მისამართი (რეგისტრაციის და სხვა); ე) სატრანსპორტო საშუალების მარკა და ნომერი (მიეთითება სატრანსპორტო საშუალების მარკა და რეგისტრაციის ნომერი (სახელმწიფო სანომრე ნიშანი და ნიშნები), შიდა ტრანზიტი, ტრანზიტული ნომერი ან „TEST“ ნომერი, რომელზეც დგება საჯარიმო ქვითარი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი); ვ) სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი (მიეთითება სატრანსპორტო საშუალების მდებარეობა, სადაც მოხდა სამართალდარღვევა), დრო (მიეთითება საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შევსების დრო), არსი (მიეთითება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსიდან გამომდინარე სამართალდარღვევის ფაქტობრივი გარემოება), სატრანსპორტო საშუალების მდებარეობა (მიეთითება სატრანსპორტო საშუალების განთავსება სამართალდარღვევის ჩადენის ადგილთან მიმართებაში); ზ) სასკ-ის (მიეთითება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისი მუხლი და ნაწილი, რომლის დარღვევასაც შედეგად მოჰყვა საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შევსება); თ) ჯარიმის ოდენობა (მიეთითება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისი მუხლის ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის ოდენობა); ი) სახაზინო კოდი (საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე მიეთითება სახაზინო კოდი 300773239; საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-12 ნაწილით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე მიეთითება სახაზინო კოდი 300773552; საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-13 და მე-14 ნაწილებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე მიეთითება სახაზინო კოდი 300773553; საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1252 მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე მიეთითება სახაზინო კოდი 300773250; საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1353 მუხლის მე-2 ნაწილით სამართალდარღვევებზე მიეთითება სახაზინო კოდი 300773240); კ) მოწმე ან სხვა მონაწილე პირი (ივსება მოწმის ან სხვა მონაწილის არსებობის შემთხვევაში და მიეთითება მოწმის ან სხვა მონაწილის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის რეკვიზიტები (პირადი ნომერი, სახელი და გვარი), მისამართი (რეგისტრაციის და სხვა); ლ) სამართალდამრღვევის ახსნა-განმარტება (ივსება სამართალდამრღვევის ადგილზე ყოფნის და მის მიერ ახსნა-განმარტების მიცემის შემთხვევაში და მიეთითება ახსნა-განმარტების (დანართი 2) რეკვიზიტები, ფურცლების რაოდენობა და იმ პირის თანამდებობა, სახელი და გვარი, რომელმაც ჩამოართვა ახსნა-განმარტება). 8. საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის პირველ ნაწილში დატანილ ინფორმაციას „სამართალდამრღვევის ხელმოწერა“ სამართალდამრღვევის ადგილზე ყოფნის შემთხვევაში ხელს აწერს სამართალდამრღვევი, ინფორმაციას „საჯარიმო ქვითრის შემვსების ხელმოწერა“ - საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შემვსები თანამშრომელი, ხოლო ინფორმაციას „მოწმის ან სხვა მონაწილე პირის ხელმოწერა“ მოწმის ან სხვა მონაწილე პირის არსებობის შემთხვევაში – მოწმე ან სხვა მონაწილე პირი. 9. საჯარიმო ქვითრის მე-2 ნაწილი – საჯარიმო ქვითრის ყუა ივსება საბანკო დაწესებულების ან საჯარიმო თანხის შემტანის მიერ პირველი ნაწილის შესაბამისად. 10. საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის მეორე გვერდზე დატანილია შემდეგი ტექსტი: „ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლის მიხედვით აქვს შემდეგი უფლებები და მოვალეობები: გაეცნოს საქმის მასალებს, მისცეს ახსნა-განმარტებანი, წარადგინოს მტკიცებულებანი, განაცხადოს შუამდგომლობანი; საქმის განხილვისას ისარგებლოს ადვოკატის იურიდიული დახმარებით; გამოვიდეს მშობლიურ ენაზე და თუ არ იცის მიმდინარე წარმოების ენა, ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით; გაასაჩივროს საქმის გამო მიღებული დადგენილება. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 273-ე მუხლის მიხედვით მოქალაქეს უფლება აქვს, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილება 10 დღის ვადაში გაასაჩივროს ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი N6). ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში გასაჩივრების შემთხვევაში საჩივარი წარედგინება სამართალსუბიექტს - შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიას“ (მისამართი: ქ. თბილისი, ვაგზლის მოედანი №2). საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული 30-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ პირს დაერიცხება საურავი - საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 ნაწილით და 1252 მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისათვის 150 ლარის ოდენობით, ხოლო 125-ე მუხლის მე-12-მე-14 ნაწილებით და 1353 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისათვის - ჯარიმის ორმაგი ოდენობით. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმის ან/და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში ჯარიმისა და საურავის გადახდის უზრუნველყოფა განხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ამსახველი ფოტომასალის ნახვა შესაძლებელია შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: www.ttc.com.ge. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 ნაწილის საფუძველზე შედგენილი საჯარიმო ქვითრით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმით განსაზღვრული ჯარიმის გადახდა უნდა განხორციელდეს სახაზინო კოდზე: 300773239. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-12 ნაწილის საფუძველზე შედგენილი საჯარიმო ქვითრით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმით განსაზღვრული ჯარიმის გადახდა უნდა განხორციელდეს სახაზინო კოდზე: 300773552. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-13 და მე-14 ნაწილების საფუძველზე შედგენილი საჯარიმო ქვითრით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმით განსაზღვრული ჯარიმის გადახდა უნდა განხორციელდეს სახაზინო კოდზე: 300773553. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1252 მუხლის საფუძველზე შედგენილი საჯარიმო ქვითრით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმით განსაზღვრული ჯარიმის გადახდა უნდა განხორციელდეს სახაზინო კოდზე: 300773250. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1353 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე შედგენილი საჯარიმო ქვითრით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმით განსაზღვრული ჯარიმის გადახდა უნდა განხორციელდეს სახაზინო კოდზე: 300773240. ცხელი ხაზი: (+995 32) 2 93-44-44 დამკვეთი: დამამზადებელი: მისამართი: სფს-ს რეგისტრაციის N“. 11. საჯარიმო ქვითარი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ივსება ლურჯი ან შავი ბურთულიანი კალმით. საჯარიმო ქვითარში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმში ყველა ჩანაწერი კეთდება გარკვევით. დაუშვებელია გადახაზვა, გადაფხეკა, გადაშლა და ა.შ. საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის დაზიანების ან მასში არასწორი მონაცემების შეტანის შემთხვევაში ივსება ახალი საჯარიმო ქვითარი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. ძველი გადაიხაზება ჯვარედინად, რომელსაც საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შემვსები თანამშრომელი მოხსენებითი ბარათით, გაუქმების მიზეზების მითითებით, აბარებს საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის გაცემაზე პასუხისმგებელ თანამშრომელს. 12. თუ სამართალდამრღვევი უარს აცხადებს საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ხელმოწერაზე ან ჩაბარებაზე, ამის შესახებ საჯარიმო ქვითარში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი თანამშრომლის მიერ, რის შემდეგაც საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის მეორე ეგზემპლარი ითვლება ჩაბარებულად. დამრღვევი უფლებამოსილია წარადგინოს საჯარიმო ქვითარზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმზე დასართავი ახსნა-განმარტება (დანართი 2) სამართალდარღვევასთან დაკავშირებით, რომელიც დაერთვება საჯარიმო ქვითარს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს და ჩაბარდება ამ წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საჯარიმო ქვითრების ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ოქმების გაცემაზე პასუხისმგებელ პირს. 13. სამართალდამრღვევის ადგილზე არყოფნის შემთხვევაში თანამშრომელი ვალდებულია საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შევსებისას სამართალდარღვევა დააფიქსიროს ფოტოფირებით, რომლითაც შესაძლებელი იქნება დაჯარიმებული სატრანსპორტო საშუალებისა და დაჯარიმების ადგილის იდენტიფიცირება. აღნიშნული მტკიცებულება უნდა განთავსდეს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: www.ttc.com.ge, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 14. სამართალდამრღვევის ადგილზე ყოფნის შემთხვევაში საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის (მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტი) ერთი ეგზემპლარი გადაეცემა დამრღვევს. თუ სამართალდამრღვევი ან სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე ადგილზე არ იმყოფება, საჯარიმო ქვითარი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი განთავსდება სატრანსპორტო საშუალების საქარე მინაზე, ხოლო საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ერთი ეგზემპლარი ან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დამოწმებული ასლი ეგზავნება სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს. 15. სამართალსუბიექტი, საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შევსებიდან 10 დღის ვადაში, ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე აცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს. 16. სამართალსუბიექტი ვალდებულია უზრუნველყოს პერსონალური მონაცემების დაცვა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 32. ელექტრონული საჯარიმო ქვითრის შინაარსი და მისი შევსება 1. ელექტრონული საჯარიმო ქვითარი წარმოადგენს საჯარიმო ქვითრის ფორმას, რომელიც იმავდროულად არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. 2. ელექტრონული საჯარიმო ქვითარი არ არის მკაცრი აღრიცხვის ფორმა. 3. სამართალსუბიექტი უფლებამოსილია თანამშრომელი აღჭურვოს შესაბამისი ელექტრონული მოწყობილობით, რომლის მეშვეობით ელექტრონული საჯარიმო ქვითრის შემვსები დააფიქსირებს აღნიშნულ პროცესს. ელექტრონული მოწყობილობით დაფიქსირებული ინფორმაცია (პერსონალური მონაცემები) დაცული უნდა იქნეს მოქმედი სამართლებრივი აქტების შესაბამისად. 4. თანამშრომელი ელექტრონულ საჯარიმო ქვითარს ავსებს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული 125-ე მუხლის მე-8, მე-12-მე-14 ნაწილებით, 1252 მუხლით და 1353 მუხლის მე-2 ნაწილით. თუ სამართალდამრღვევს არ აქვს პიროვნების დამადასტურებელი საბუთები და არ არიან მოწმეები, რომლებსაც შეუძლიათ მიაწოდონ საჭირო ცნობები მის შესახებ, თანამშრომელმა, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 243-ე მუხლის 21 ნაწილის შესაბამისად, შეიძლება სამართალდამრღვევი მიიყვანოს პოლიციაში სახელის, გვარისა და საცხოვრებელი მისამართის დადგენის მიზნით. აღნიშნული მონაცემების დადგენის შემდეგ თანამშრომელი ავსებს ელექტრონულ საჯარიმო ქვითარს. აღნიშნული პროცესი თანამშრომელმა შეიძლება დააფიქსიროს ელექტრონული მოწყობილობით და ამის თაობაზე ვალდებულია აცნობოს სამართალდამრღვევს. 5. ელექტრონულ საჯარიმო ქვითარს ავსებს თანამშრომელი ელექტრონულად და იგი ფიქსირდება სამართალსუბიექტის ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში. ელექტრონულად დაფიქსირებული პერსონალური მონაცემები დაცული უნდა იქნეს მოქმედი სამართლებრივი აქტების შესაბამისად. სამართალდამრღვევს გამოეწერება და ბარდება ამობეჭდილი ელექტრონული საჯარიმო ქვითარი. ელექტრონულ საჯარიმო ქვითარსა და მის ამონაბეჭდს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორც მატერიალურ საჯარიმო ქვითარს. 6. ელექტრონული საჯარიმო ქვითრის შევსებისას ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს განემარტება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებები და მოვალეობები. 7. ელექტრონულ საჯარიმო ქვითარში (დანართი 6) შეიტანება: ა) ელექტრონული საჯარიმო ქვითრის ნომერი (ენიჭება ელექტრონული პროგრამის მიერ ავტომატურად); ბ) შევსების თარიღი, დრო (მიეთითება ელექტრონული საჯარიმო ქვითრის შევსების რიცხვი, თვე, წელი და დრო) გ) სამართალდარღვევის თარიღი, დრო (მიეთითება სამართალდარღვევის ჩადენის რიცხვი, თვე, წელი და დრო); დ) სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი (მიეთითება სატრანსპორტო საშუალების მდებარეობა, სადაც მოხდა სამართალდარღვევა); ე) შემვსების თანამდებობა, სახელი და გვარი (მიეთითება ელექტრონული საჯარიმო ქვითრის შემვსები თანამშრომლის თანამდებობა, სახელი და გვარი); ვ) სატრანსპორტო საშუალების მარკა და ნომერი (მიეთითება იმ სატრანსპორტო საშუალების მარკა და რეგისტრაციის ნომერი (სახელმწიფო სანომრე ნიშანი და ნიშნები), შიდა ტრანზიტი, ტრანზიტული ნომერი ან „TEST“ ნომერი, რომელზეც ივსება ელექტრონული საჯარიმო ქვითარი); ზ) სამართალდამრღვევის სახელი, გვარი, პირადი №, მისამართი (მიეთითება სამართალდამრღვევის სახელი და გვარი, პირადი №, მისამართი (რეგისტრაციის და სხვა) და ივსება სამართალდამრღვევის ადგილზე ყოფნის შემთხვევაში); თ) არსი (მიეთითება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსიდან გამომდინარე სამართალდარღვევის ფაქტობრივი გარემოება); ი) პასუხისმგებლობა (მიეთითება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისი მუხლი და ნაწილი, რომლის დარღვევასაც შედეგად მოჰყვა ელექტრონული საჯარიმო ქვითრის შედგენა); კ) სატრანსპორტო საშუალების მდებარეობა (მიეთითება სატრანსპორტო საშუალების განთავსება ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტში მითითებულ მისამართთან); ლ) ჯარიმის ოდენობა (მიეთითება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისი მუხლის ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის ოდენობა); მ) სახაზინო კოდი (საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე მიეთითება სახაზინო კოდი 300773239; საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-12 ნაწილით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე მიეთითება სახაზინო კოდი 300773552; საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-13 და მე-14 ნაწილებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე მიეთითება სახაზინო კოდი 300773553; საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1252 მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე მიეთითება სახაზინო კოდი 300773250; საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1353 მუხლის მე-2 ნაწილით სამართალდარღვევებზე მიეთითება სახაზინო კოდი 300773240); ნ) მოწმე ან სხვა მონაწილე პირი, სტატუსი, სახელი, გვარი და ხელმოწერა (ივსება მოწმის ან სხვა მონაწილე პირის არსებობის შემთხვევაში და მიეთითება მოწმის ან სხვა მონაწილე პირის სტატუსი, სახელი და გვარი); ო) სამართალდამრღვევის ხელმოწერა - ხელს აწერს სამართალდამრღვევი, სამართალდამრღვევის ადგილზე ყოფნის შემთხვევაში. სამართალდამრღვევის მიერ ხელმოწერაზე ან/და ელექტრონული საჯარიმო ქვითრის ჩაბარებაზე უარის შემთხვევაში კეთდება სათანადო ჩანაწერი; პ) შემვსების ხელმოწერა - ელექტრონული საჯარიმო ქვითრის შემვსები თანამშრომლის ელექტრონული ხელმოწერა; ჟ) შენიშვნა (მიეთითება შენიშვნა ასეთის არსებობის შემთხვევაში). 8. ელექტრონული საჯარიმო ქვითრის მეორე გვერდზე დატანილია შემდეგი ტექსტი: „ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლის მიხედვით აქვს შემდეგი უფლებები და მოვალეობები: გაეცნოს საქმის მასალებს, მისცეს ახსნა-განმარტებანი, წარადგინოს მტკიცებულებანი, განაცხადოს შუამდგომლობანი; საქმის განხილვისას ისარგებლოს ადვოკატის იურიდიული დახმარებით; გამოვიდეს მშობლიურ ენაზე და თუ არ იცის მიმდინარე წარმოების ენა, ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით; გაასაჩივროს საქმის გამო მიღებული დადგენილება. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 273-ე მუხლის მიხედვით მოქალაქეს უფლება აქვს, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილება 10 დღის ვადაში გაასაჩივროს ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი N6). ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში გასაჩივრების შემთხვევაში საჩივარი წარედგინება სამართალსუბიექტს - შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიას“ (მისამართი: ქ. თბილისი, ვაგზლის მოედანი №2). ელექტრონული საჯარიმო ქვითრის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული 30-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ პირს დაერიცხება საურავი - საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 ნაწილით და 1252 მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისათვის 150 ლარის ოდენობით, ხოლო 125-ე მუხლის მე-12-მე-14 ნაწილებით და 1353 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის - ჯარიმის ორმაგი ოდენობით. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმის ან/და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში ჯარიმისა და საურავის გადახდის უზრუნველყოფა განხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ამსახველი ფოტომასალის ნახვა შესაძლებელია შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: www.ttc.com.ge. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 ნაწილის საფუძველზე შედგენილი ელექტრონული საჯარიმო ქვითრით განსაზღვრული ჯარიმის გადახდა უნდა განხორციელდეს სახაზინო კოდზე: 300773239. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-12 ნაწილის საფუძველზე შედგენილი ელექტრონული საჯარიმო ქვითრით განსაზღვრული ჯარიმის გადახდა უნდა განხორციელდეს სახაზინო კოდზე: 300773552. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-13 და მე-14 ნაწილების საფუძველზე შედგენილი საჯარიმო ქვითრით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმით განსაზღვრული ჯარიმის გადახდა უნდა განხორციელდეს სახაზინო კოდზე: 300773553. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1252 მუხლის საფუძველზე შედგენილი ელექტრონული საჯარიმო ქვითრით განსაზღვრული ჯარიმის გადახდა უნდა განხორციელდეს სახაზინო კოდზე: 300773250. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1353 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე შედგენილი ელექტრონული საჯარიმო ქვითრით განსაზღვრული ჯარიმის გადახდა უნდა განხორციელდეს სახაზინო კოდზე: 300773240 ცხელი ხაზი: (+995 32) 2 93-44-44“. 9. ელექტრონულ საჯარიმო ქვითარს ხელს აწერს მისი შემვსები, ადგილზე ყოფნის შემთხვევაში - სამართალდამრღვევიც, ხოლო მოწმის ან სხვა მონაწილის შემთხვევაში ელექტრონულ საჯარიმო ქვითარზე შეიძლება ხელი მოაწერონ ამ პირებმაც. ელექტრონული საჯარიმო ქვითრის შევსებისას თანამშრომელმა უნდა იმოქმედოს „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. 10. სამართალდამრღვევის ადგილზე არყოფნის შემთხვევაში თანამშრომელი ვალდებულია ელექტრონული საჯარიმო ქვითრის შევსებისას სამართალდარღვევა დააფიქსიროს ფოტოფირებით, რომლითაც შესაძლებელი იქნება დაჯარიმებული სატრანსპორტო საშუალებისა და დაჯარიმების ადგილის იდენტიფიცირება. აღნიშნული მტკიცებულება უნდა განთავსდეს ელექტრონულ მისამართზე: www.ttc.com.ge, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. ელექტრონული საჯარიმო ქვითარი შესაძლებელია გადამოწმებულ იქნეს ელექტრონულ მისამართზე: www.ttc.com.ge. 11. თუ ადმინისტრაციული სამართალდამრღვევი უარს აცხადებს ელექტრონული საჯარიმო ქვითრის ხელმოწერაზე ან ჩაბარებაზე, ამის შესახებ ელექტრონულ საჯარიმო ქვითარში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი ელექტრონული საჯარიმო ქვითრის შემვსების მიერ. ადმინისტრაციული სამართალდამრღვევი უფლებამოსილია წარადგინოს ელექტრონულ საჯარიმო ქვითარზე თანდასართავად ახსნა-განმარტებები და შენიშვნები ელექტრონული საჯარიმო ქვითრის შინაარსთან დაკავშირებით, ასევე ახსნას ელექტრონულ საჯარიმო ქვითარში ხელმოწერაზე უარის თქმის მოტივები. 12. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სამართალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვისას, თუ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევს სურს ელექტრონულ საჯარიმო ქვითარს დაურთოს ახსნა-განმარტება, ივსება სპეციალური ფორმა (დანართი №2). 13. სამართალდამრღვევის ადგილზე ყოფნის შემთხვევაში ელექტრონული საჯარიმო ქვითრის ამონაბეჭდი გადაეცემა სამართალდამრღვევს. თუ სამართალდამრღვევი ან სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე ადგილზე არ იმყოფება, ელექტრონული საჯარიმო ქვითრის ამონაბეჭდი განთავსდება სატრანსპორტო საშუალების საქარე მინაზე, ხოლო ამონაბეჭდი ასევე ეგზავნება სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს. 14. თუ სამართალდამრღვევი უარს აცხადებს ამობეჭდილი ელექტრონული საჯარიმო ქვითრის მიღებაზე, თანამშრომელი ამას აღნიშნავს საჯარიმო ქვითარში, რის შემდეგაც ამობეჭდილი ელექტრონული საჯარიმო ქვითარი ითვლება ჩაბარებულად. 15. ელექტრონული საჯარიმო ქვითრის შევსებისას არასწორი მონაცემების შეტანის შემთხვევაში ივსება ახალი, ხოლო არასწორად შევსებული საჯარიმო ქვითარი გადაიხაზება ჯვარედინად, რომელსაც თანამშრომელი მოხსენებითი ბარათით, გაუქმების მიზეზების მითითებით, აბარებს სამართალსუბიექტის უფლებამოსილ პირს, რომელიც აისახება ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში. 16. სამართალსუბიექტი, ელექტრონული საჯარიმო ქვითრის შედგენიდან 10 დღის ვადაში, ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე აცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს. 17. სამართალსუბიექტი ვალდებულია უზრუნველყოს პერსონალური მონაცემების დაცვა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“; ვ) მე-6 მუხლის ვ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. თანამშრომლისთვის საჯარიმო ქვითრების ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ოქმების გაცემა ხორციელდება სამართალსუბიექტის პასუხისმგებელი პირის მიერ. საჯარიმო ქვითრების ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ოქმების გაცემა, დაბრუნება და გაუქმება აღირიცხება „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8, მე-12-მე-14 ნაწილებით, 1252 მუხლით და 1353 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე საჯარიმო ქვითრების ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების აღრიცხვის ჟურნალში“ (შემდგომში – ჟურნალი) (დანართი 3).“; ვ.ბ) მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „11. საჯარიმო ქვითარი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, მისი შედგენიდან არაუგვიანეს მეორე სამუშაო დღისა, უნდა წარედგინოს საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმების მიღებაზე და შემდგომ მის განაწილებაზე პასუხისმგებელ პირს, რომელსაც დაუყოვნებლივ შეაქვს მონაცემები ჟურნალში, ხოლო ამ წესის 31 მუხლის მე-12 პუნქტის შესაბამისად, დამრღვევის მიერ საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ჩაუბარებლობის შემთხვევაში აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი ჩანაწერი კეთდება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ჟურნალის მე-18 გრაფაში.“; ზ) მე-8 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საჯარიმო ქვითარი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი მისი ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში, ხოლო საურავის დარიცხვის შესახებ დადგენილება მისი გამოტანიდან 10 დღის ვადაში, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში ან სამართალსუბიექტთან. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საჩივარი, სამართალსუბიექტთან გასაჩივრების შემთხვევაში, სამართალსუბიექტის მიერ 3 დღის ვადაში საქმესთან ერთად განსახილველად გადაეგზავნება ზემდგომ ორგანოს (თანამდებობის პირს) - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტის განვითარების სააგენტოს.“; თ) მე-9 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სამართალდამრღვევმა ჯარიმა უნდა გადაიხადოს საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის მისთვის ჩაბარებიდან, ხოლო ამ წესის 31 მუხლის მე-15 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში (როდესაც საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ერთი ეზემპლარი ან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დამოწმებული ასლი ეგზავნება სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს) და 32 მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში (როდესაც ელექტრონული საჯარიმო ქვითრის ამონაბეჭდი ეგზავნება სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს) – სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრისათვის რეგისტრაციის მისამართზე ან აღნიშნულ მისამართზე სრულწლოვანი პირისათვის ფოსტით ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში. 2. თუ ამ წესის 31 მუხლის მე-15 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში (როდესაც საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ერთი ეზემპლარი ან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დამოწმებული ასლი ეგზავნება სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს) და 32 მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში (როდესაც ელექტრონული საჯარიმო ქვითრის ამონაბეჭდი ეგზავნება სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს) სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე მისთვის საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფოსტით ჩაბარებისას უარს განაცხადებს მის მიღებაზე, საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის მიმტანი პირი სათანადო აღნიშვნას აკეთებს საფოსტო გზავნილზე, რომელიც უბრუნდება ადმინისტრაციული სახდელის (ჯარიმის) შემფარდებელს. ასეთ შემთხვევაში საჯარიმო ქვითარი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ადრესატისათვის ჩაბარებულად ითვლება. 3. საჯარიმო ქვითარი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ადრესატისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის რეგისტრაციის მისამართზე ერთი და იგივე სრულწლოვანი პირი საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფოსტით ჩაბარებისას განმეორებით განაცხადებს უარს მის მიღებაზე.“; ი) მე-10 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ამ წესის შესაბამისად საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ან ელექტრონული საჯარიმო ქვითრის ჩაბარებიდან 30 დღეში დაკისრებული ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში დამრღვევ პირს, ამ ვადის გასვლის შემდეგ, დაერიცხება საურავი - საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 ნაწილით და 1252 მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისათვის 150 ლარის ოდენობით, ხოლო 125-ე მუხლის მე-12-მე-14 ნაწილებით და 1353 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისათვის - ჯარიმის ორმაგი ოდენობით.“; კ) წესის დანართი 3 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. |
| მუხლი 2 |
შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ მიერ ამ დადგენილების ამოქმედებამდე შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისათვის შეფარდებული ადმინისტრაციული სახდელის (ჯარიმის) ან/და საურავის დარიცხვის შესახებ დადგენილების აღსრულება შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ“ უზრუნველყოს ამ დადგენილების ამოქმედებამდე დადგენილი წესის შესაბამისად. |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს 2020 წლის პირველი მარტიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები