„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 3585
დოკუმენტის მიმღები შემოსავლების სამსახური
მიღების თარიღი 14/02/2020
დოკუმენტის ტიპი შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/02/2020
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.016550
  • Word
3585
14/02/2020
ვებგვერდი, 18/02/2020
000000000.00.00.016550
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
შემოსავლების სამსახური

შემოსავლების სამსახურის უფროსის

ბრძანება №3585

2020 წლის 14 თებერვალი

ქ. თბილისი

�საჯარო სამართლის იურიდიული პირის � შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე� შემოსავლების სამსახურის უფროსის 011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

�საჯარო სამართლის იურიდიული პირის � შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ� საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის �უ� ქვეპუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1. �საჯარო სამართლის იურიდიული პირის � შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე� შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში შეტანილ იქნე შემდეგი ცვლილება:

1. �საჯარო სამართლის იურიდიული პირის � შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე� შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებით დამტკიცებული �საჯარო სამართლის იურიდიული პირის � შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის დებულების� (დანართი №8):

ა) მე-5 მუხლის პირველი პუნქტის �ე3� ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

�ე3) ბიუჯეტიდან თანხის დაბრუნების მიზნით წარმოდგენილ განაცხადზე/�გადასახადის გადამხდელის მოთხოვნაზე� (გარდა ელექტრონულად წარმოდგენილი მოთხოვნისა, რომელიც აკმაყოფილებს შემოსავლების სამსახურის მიერ განსაზღვრულ მოთხოვნებს) კანონმდებლობით დადგენილი წესით შესაბამის რეაგირებას. თანხის გადასახადის გადამხდელისათვის დაბრუნების მიზნით შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადებასა და მის წარდგენას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურისთვის;�;

ბ) 93 მუხლის �ბ� ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

�ბ) ბიუჯეტიდან თანხის დაბრუნების მიზნით წარმოდგენილ განაცხადზე/�გადასახადის გადამხდელის მოთხოვნაზე� (გარდა ელექტრონულად წარმოდგენილი მოთხოვნისა, რომელიც აკმაყოფილებს შემოსავლების სამსახურის მიერ განსაზღვრულ მოთხოვნებს) კანონმდებლობით დადგენილი წესით შესაბამის რეაგირებას. თანხის გადასახადის გადამხდელისათვის დაბრუნების მიზნით შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადებასა და მის წარდგენას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურისთვის;�.

2. �საჯარო სამართლის იურიდიული პირის � შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე� შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებით დამტკიცებული �საჯარო სამართლის იურიდიული პირის � შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის დებულების� (დანართი №9):

ა) მე-5 მუხლის პირველი პუნქტის �ლ� ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის �ლ1� ქვეპუნქტი :

1 ) საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული და ძალაში შესული საერთაშორისო ხელშეკრულების შესაბამისად საგადასახადო შეღავათებით მოსარგებლე პირთა, გრანტის ხელშეკრულების საფუძველზე გრანტის მიმღებ პირთა, აგრეთვე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 189-ე მუხლის მე-8 ნაწილითა და 198-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ შემთხვევებში, გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე შესაბამისი გადასახადის თანხის ასახვის მიზნით წარმოდგენილი განცხადების განხილვა და კანონმდებლობის შესაბამისად რეაგირება ;�;

ბ) მე-11 მუხლის �ე� ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის �ე1� ქვეპუნტი:

�ე1) საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული და ძალაში შესული საერთაშორისო ხელშეკრულების შესაბამისად საგადასახადო შეღავათებით მოსარგებლე პირთა და გრანტის ხელშეკრულების საფუძველზე გრანტის მიმღებ პირთა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე შესაბამისი გადასახადის თანხის ასახვის მიზნით წარმოდგენილი განცხადების განხილვა და კანონმდებლობის შესაბამისად რეაგირება;�;

გ) მე-12 მუხლის �ვ� ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

�ვ) გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე შესაბამისი გადასახადის თანხის ასახვის მიზნით, თანხის დარიცხვის/შემცირების თაობაზე სათანადო წესით გაფორმებული დასკვნების მომზადება, მათ შორის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 189-ე მუხლის მე-8 ნაწილითა და 198-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ შემთხვევებში, აგრეთვე, სავარაუდო დარიცხვების განხორციელება, დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში;�.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

 

სამსახურის უფროსი���� ლევან კაკავა