დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრთა რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2016 წლის 2 თებერვლის №2-16 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2-142 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 19/02/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 20/02/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 340170000.22.023.016621 |
|
„სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრთა რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2016 წლის 2 თებერვლის №2-16 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის №1620-რს კანონის მე-2 მუხლის მე-3 და მე-7 პუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ
: |
| მუხლი 1 |
„სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრთა რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2016 წლის 2 თებერვლის №2-16 ბრძანებაში (ვებგვერდი, 03/02/2016, სარეგისტრაციო კოდი 340170000.22.032.016201) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრთა რეესტრის წარმოების წესის“:
1. მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის რეესტრის გადაცემას უზრუნველყოფს ა(ა)იპ „სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო).“. 2. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის: ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) პაის რაოდენობა (გრაფა 2) – თითოეული მეპაიისათვის მისი ეკონომიკური მონაწილეობის პროპორციულად განსაზღვრული პაის რაოდენობა, რომელიც გამოხატულია ერთეულებში (მაგ., პაის რაოდენობა: 1 პაი, 1,1 პაი, 1,2 პაი და ა.შ.);“; ბ) „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ზ) დამატებითი შენატანის სახე (ლარი) (გრაფა 6) – კოოპერატივის საჭიროების შემთხვევაში საერთო კრების მიერ დადგენილი მეპაიისათვის განსაზღვრული დამატებით განსახორციელებელი შენატანის სახე, რომელიც შეიძლება იყოს როგორც ფულით, ასევე ფულად ღირებულებაში გამოხატული ქონებით; თ) შეტანის თარიღი/ხელმოწერა (გრაფა 7) – მეექვსე გრაფაში მითითებული დამატებითი შენატანის შეტანის თარიღი, რომელიც დასტურდება მეპაიის ხელმოწერით;“. 3. დანართის №1 „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრთა რეესტრი“ ცხრილი №1 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
ცხრილი №1
მეპაიის სახელი და გვარი (იურიდიული პირის შემთხვევაში – დასახელება) პირადი ნომერი (საიდენტიფიკაციო კოდი) მისამართი:_______ ტელეფონი: _______ ელ. ფოსტა:
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები