დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის მინიჭების დამადასტურებელი მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2014 წლის 31 იანვრის N2-30 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2-143 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 19/02/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 20/02/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 240070000.22.023.016622 |
|
„სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის მინიჭების დამადასტურებელი მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2014 წლის 31 იანვრის №2-30 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის №1620-რს კანონის მე-2 მუხლის მე-3 და მე-7 პუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ : |
| მუხლი 1 |
„სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის მინიჭების დამადასტურებელი მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2014 წლის 31 იანვრის №2-30 ბრძანებაში (სსმ ვებგვერდი, 03/02/2014, სარეგისტრაციო კოდი 240070000.22.032.016133) შეტანილ იქნეს ცვლილება: 1. ბრძანების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის მოპოვებისა და შეწყვეტის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 2 ოქტომბრის №254 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლის მე-10 პუნქტისა და „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 6 მარტის №112 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:“. 2. ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის მინიჭების დამადასტურებელი მოწმობის ფორმა“ ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები