დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „გორის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 13 დეკემბრის №51 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 8 |
| დოკუმენტის მიმღები | გორის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 14/02/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 18/02/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.148.016598 |
|
„გორის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 13 დეკემბრის №51 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„გორის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 13 დეკემბრის №51 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 17/12/2019, 010250050.35.148.016586) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ცერებრალური დამბლით, დაუნის სინდრომით, გლუტენის დაავადება (ცელიაკია ICD K90.0), ფენილკეტონურიით, ჰიდროცეფალიით და ოჯახური ხმელთაშუაზღვის ცხელებით დაავადებული ადამიანების სოციალური დახმარება განისაზღვროს ერთჯერადად 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით“; ბ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-6 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 6. დიალიზზე მყოფი ადამიანების ერთჯერადი სოციალური და სამედიცინო დახმარება“; გ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს; დ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-8 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტები: „ვ) გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფილ პირთა გარდაცვალების სარიტუალო მომსახურება“; „ზ) გორის მუნიციპალიტეტში უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში მყოფი, მიუსაფარი, უსახლკაროდ დარჩენილი მოსახლეობის, რომლებიც მერიის მიერ უზრუნველყოფილნი არიან ქირით გარდაცვალების სარიტუალო მომსახურება. ე) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი“ და „კ“ ქვეპუნქტები: „ი) „ცნობა მუნიციპალიტეტის მერიიდან პირის დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის შესახებ; კ) „საჯარო რეესტრის ან/და ნოტარიუსის მიერ დამოწმებული ქირავნობის ხელშეკრულება, დადებული ბენეფიციარსა და გამქირავებელს შორის“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები