,,ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ’’ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2018 წლის 20 ივლისის №ნ-22 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ’’ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2018 წლის 20 ივლისის №ნ-22 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი ნ-1
დოკუმენტის მიმღები ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი
მიღების თარიღი 14/02/2020
დოკუმენტის ტიპი ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/02/2020
სარეგისტრაციო კოდი 010240080.64.076.016073
ნ-1
14/02/2020
ვებგვერდი, 17/02/2020
010240080.64.076.016073
,,ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ’’ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2018 წლის 20 ივლისის №ნ-22 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი
 
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის
ბრძანება №ნ-1
2020 წლის 14 თებერვალი
ქ. თბილისი

 

„ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2018 წლის 20 ივლისის №ნ-22 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“  საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
 

მუხლი 1
„ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2018 წლის 20 ივლისის №ნ-22 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, 24/07/2018წ., 010240080.64.076.016052) დამტკიცებულ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მოხელეთა დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებში შეტანილ იქნეს შემდეგი შინაარსის ცვლილებები:

1. მე-7 მუხლის ,,გ“ და ,,დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს კანონი „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“, საქართველოს კანონი „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ”, საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“, საქართველოს კანონი „მეწარმეთა შესახებ“, ეთიკის კოდექსის სახელმძღვანელო პროფესიონალი ბუღალტრისთვის, ხარისხის კონტროლის საერთაშორისო სტანდარტები (ISQC1), აუდიტის საერთაშორისო სტანდარტები (ISA), ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტები (IFRS), შეფასების საერთაშორისო სტანდარტები (IVS); საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2016 წლის 14 სექტემბრის №223 ბრძანება „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“;

დ) სასურველია პროფესიონალ ბუღალტერთა ასოციაციის (ACCA) ან სერტიფიცირებულ საჯარო ბუღალტერთა ამერიკის ინსტიტუტის (AICPA) სერტიფიკატის, საქართველოში აკრედიტებული მასერტიფიცირებელი ორგანოს მიერ გაცემული შემფასებლის სერტიფიკატის ფლობა;’’.

 2. მე-8 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 81 მუხლი

,,მუხლი 81. მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი (იურისტი)

ა) უმაღლესი იურიდიული განათლება;

ბ) იურისტად მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება;

გ) საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს კანონი „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, საქართველოს კანონი „ნორმატიული აქტების შესახებ“, საქართველოს კანონი „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“, საქართველოს კანონი „მეწარმეთა შესახებ“, საქართველოს კანონი „დაზღვევის შესახებ“ (I და II თავები), საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“, საქართველოს კანონი „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” I თავიდან VIII თავის ჩათვლით, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2016 წლის 14 სექტემბრის №223 ბრძანება „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2016 წლის 28 ოქტომბრის №17 ბრძანება „ვებგვერდისა და რეესტრის ელექტრონული ფორმით წარმოების, მისი სტრუქტურის, ფორმის, მასში ასახული ინფორმაციის ნუსხისა და მომხმარებელთა იდენტიფიცირების წესის განსაზღვრის თაობაზე“;

დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft office word, Microsoft office Excel, Microsoft Office Outlook) კარგი ცოდნა;

ე) ინგლისური ენის B1 დონეზე ცოდნა.“.

3. მე-12 მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) საქართველოს კონსტიტუცია (I თავი), საქართველოს კანონი „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“, საქართველოს კანონი „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ”, საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“ (I და IV თავები), საქართველოს კანონი „მეწარმეთა შესახებ“, ხარისხის კონტროლის საერთაშორისო სტანდარტები (ISQC1), ეთიკის კოდექსის სახელმძღვანელო პროფესიონალი ბუღალტრისთვის, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2019 წლის 21 მაისის №ნ-6 ბრძანება „ანგარიშგების ვებგვერდზე მომხმარებელთა რეგისტრაციის, სუბიექტების მიერ ანგარიშგების წარდგენისა და წარდგენილი ინფორმაციის გასაჯაროების წესის დამტკიცების თაობაზე“, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2016 წლის 14 სექტემბრის №223 ბრძანება „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2016 წლის 28 ოქტომბრის №17 ბრძანება „ვებგვერდისა და რეესტრის ელექტრონული ფორმით წარმოების, მისი სტრუქტურის, ფორმის, მასში ასახული ინფორმაციის ნუსხისა და მომხმარებელთა იდენტიფიცირების წესის განსაზღვრის თაობაზე“;’’.

 4. მე-14 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 141 მუხლი:

„მუხლი 141. პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი (იურისტი)

ა) უმაღლესი იურიდიული განათლება;

ბ) იურისტად მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება;

გ) საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს კანონი „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, საქართველოს კანონი „ნორმატიული აქტების შესახებ“, საქართველოს კანონი „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“, საქართველოს კანონი „მეწარმეთა შესახებ“, საქართველოს კანონი „დაზღვევის შესახებ“, საქართველოს კანონი „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“, საქართველოს კანონი ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” I თავიდან VIII თავის ჩათვლით, საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2016 წლის 14 სექტემბრის №223 ბრძანება „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2019 წლის 21 მაისის №ნ-6 ბრძანება „ანგარიშგების ვებგვერდზე მომხმარებელთა რეგისტრაციის, სუბიექტების მიერ ანგარიშგების წარდგენისა და წარდგენილი ინფორმაციის გასაჯაროების წესის დამტკიცების თაობაზე“ ცოდნა;

დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft office word, Microsoft office Excel, Microsoft Office Outlook) კარგი ცოდნა;

ე) ინგლისური ენის B1 დონეზე ცოდნა.“.

5. მე-16 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 161 მუხლი:

,,მუხლი 161. პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი (ანგარიშგების წარდგენა/ ადმინისტრირების საკითხებში კონსულტაციების მიმართულება)

ა) უმაღლესი განათლება ეკონომიკის, ბიზნესის ადმინისტრირების ან იურიდიული მიმართულებით;

ბ) რეესტრების მართვასთან/წარმოებასთან ან/და კონსულტაციების გაწევის მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება;

გ) საქართველოს კონსტიტუცია I თავი, საქართველოს კანონი „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“, საქართველოს კანონი „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ”, საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“ (I და IV თავები), საქართველოს კანონი „მეწარმეთა შესახებ“, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2016 წლის 14 სექტემბრის №223 ბრძანება „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2016 წლის 28 ოქტომბრის №17 ბრძანება „ვებგვერდისა და რეესტრის ელექტრონული ფორმით წარმოების, მისი სტრუქტურის, ფორმის, მასში ასახული ინფორმაციის ნუსხისა და მომხმარებელთა იდენტიფიცირების წესის განსაზღვრის თაობაზე“, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2019 წლის 21 მაისის №ნ-6 ბრძანება „ანგარიშგების ვებგვერდზე მომხმარებელთა რეგისტრაციის, სუბიექტების მიერ ანგარიშგების წარდგენისა და წარდგენილი ინფორმაციის გასაჯაროების წესის დამტკიცების თაობაზე“ ცოდნა;

დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft office word, Microsoft office Excel, Microsoft Office Outlook) კარგი ცოდნა;

ე) ინგლისური ენის B1 დონეზე ცოდნა.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2020 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსიიური დოლიძე