შპს „კონსალტინგ გრუპსის“ საჯარო შეტყობინება აუქციონის დანიშვნის შესახებ (მესაკუთრე - გულიკო ზაქარაძე, მერი ზაქარაძე N811)

შპს „კონსალტინგ გრუპსის“ საჯარო შეტყობინება აუქციონის დანიშვნის შესახებ (მესაკუთრე - გულიკო ზაქარაძე, მერი ზაქარაძე N811)
დოკუმენტის ნომერი 0
დოკუმენტის მიმღები შპს „კონსალტინგ გრუპს“
მიღების თარიღი 13/02/2020
დოკუმენტის ტიპი განცხადება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/02/2020
სარეგისტრაციო კოდი
0
13/02/2020
ვებგვერდი, 14/02/2020
შპს „კონსალტინგ გრუპსის“ საჯარო შეტყობინება აუქციონის დანიშვნის შესახებ (მესაკუთრე - გულიკო ზაქარაძე, მერი ზაქარაძე N811)
შპს „კონსალტინგ გრუპს“
 საჯარო შეტყობინება (პუბლიკაცია) აუქციონის დანიშვნის შესახებ
საჯარო აუქციონის საიდენტიფიკაციო ნომერი: 811

სპეციალისტი: შპს „კონსალტინგ გრუპსი“  ს/კ 404483536

დირექტორი: ნინო არაბიძე

მისამართი: ქ. თბილისი, უშ. ჩხეიძის ქუჩა №23

ელ ფოსტა: auction@consultinggroups.com.ge

საბანკო ანგარიში: GE44TB7747836020100004

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 3062 მუხლის მე-3 ნაწილის, ასევე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 78-ე მუხლის შესაბამისად, ვინაიდან მესაკუთრეს ორჯერ გაეგზავნა წერილობითი შეტყობინება აუქციონის დანიშვნის შესახებ, რისი ჩაბარებაც მესაკუთრეზე ვერ მოხერხდა, სპეციალისტი იყენებს შესაძლებლობას შეტყობინების საჯაროდ გავრცელების (პუბლიკაციის) შესახებ. საჯარო შეტყობინების საშუალებად გამოყენებულია „საკანონმდებლო მაცნე“. საჯარო შეტყობინება მესაკუთრისათვის ჩაბარებულად ითვლება შეტყობინების „საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნებიდან მე-7 დღეს.

სპეციალისტი აცხადებს პირველ საჯარო აუქციონს მესაკუთრის სახელზე რიცხულ, კრედიტორის, ბანკის სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთულ უძრავ ქონებაზე.

კრედიტორი: სს „თიბისი ბანკი“ (ს/კ 204854595)

მესაკუთრე: 1. გულიკო ზაქარაძე 2. მერი ზაქარაძე , პირადი № 1. 61006017123 2. 61006028460

მოვალე (მსესხებელი): 1. გულიკო ზაქარაძე 2. მერი ზაქარაძე , პირადი № 1. 61006017123 2. 61006028460

იპოთეკის ხელშეკრულება: 1231231277323 , თარიღი 26/12/2016

ვალდებულების წარმოშობა: 26/12/2016, №0011.4054098.001 საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების ხელშეკრულება; 27/12/2016, №4054098-8703072 საკრედიტო ხელშეკრულება;

იპოთეკის რეკვიზიტები: რაიონი ხელვაჩაური, სოფელი ზანაქიძეები , საკადასტრო კოდი: 22.26.04.046

სასესხო დავალიანების ჯამური ოდენობა: ჯამში: 4 215,27 აშშ დოლარი, მათ შორის: ძირი - 3 545,89 პროცენტი - 202.97 ჯარიმა - 466.41 სხვა ხარჯები: სპეციალისტის ავანსი 490 ლარი

აუქციონის ჩატარების დრო: 24/02/2020 წლის 16:00 საათიდან 26/02/2020 წლის 13:00 საათამდე

აუქციონის ჩატარების ადგილი: ვებსაიტი www.eAuction.ge

უძრავი ნივთის საწყისი ფასი: 12940.26 ლარი

უძრავი ნივთის აღწერა: სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი დაზუსტებული ფართობი 1451 კვ.მ მდებარე რაიონი ხელვაჩაური, სოფელი ზანაქიძეები

გარდამავალი უფლებები: არა

აუქციონის პირობები:

ა) აუქციონში მონაწილეობის უფლება აქვს ყველა პირს, მათ შორის კრედიტორს, მოვალეს ან/და უძრავი ქონების მესაკუთრეს;

ბ) eAuction.ge აუქციონში მონაწილეობის ყველა მსურველმა უნდა გაიაროს რეგისტრაცია და გადაიხადოს საგარანტიო თანხა შემდეგი ფორმით :

1. ნაღდი ანგარიშსწორებით ლიბერთი ბანკში განაცხადის ნომრითა და პირადობის დამადასტურებელი საბუთით;

2. უნაღდო ანგარიშსწორებით eAuction.ge-ს ვებგვერდზე მითითებული დანიშნულებით მითითებულ ანგარიშზე;

3. eAuction.ge-ს ვებგვერდიდან პლასტიკური ბარათით;

4. ელექტრონული საბანკო გარანტიის აქტივაციით. გაცემული კრედიტორს (ბენეფიციარის) სასარგებლოდ, უძრავი ნივთის საწყისი ფასის არანაკლებ ერთი მეათედის ოდენობით და გარანტიის მინიმალური ვადით არანაკლებ აუქციონის დასრულების თარიღიდან 15 საბანკო დღე. პირს, რომელიც ვერ წარმოადგენს შესაბამის საბანკო გარანტიას აუქციონის მითითებული ფორმით, ეკრძალება აუქციონში მონაწილეობა.

გ) იმ შემთხევაში, თუ აუქციონზე საწყისი ფასი არის 100 000 ლარამდე, ბიჯის ოდენობა განისაზღვრება - 100 ლარის ოდენობით; 100 000 ლარიდან 500 000 ლარის ჩათვლით - 500 ლარის ოდენობით; ხოლო, 500 000 ლარზე მეტის შემთხვევაში - 1000 ლარის ოდენობით; აუქციონი გრძელდება ბოლო შემოთავაზებამდე. აუქციონზე გამარჯვებულია ის პირი, ვინც უფრო მაღალ ფასს შესთავაზებს.

დ) აუქციონში გამარჯვებულმა აუქციონის თანხა სრულად უნდა შეიტანოს სპეციალისტის სადეპოზიტო ანგარიშზე აუქციონის დასრულების დღიდან 2 საბანკო დღის მანძილზე. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს მის მიერ საბანკო გარანტიის სახით წარმოდგენილ თანხას და უქმდება მისი, როგორც აუქციონზე გამარჯვებულის სტატუსი.

ე) აუქციონში გამარჯვებულის მიერ შესაბამის ვადაში აუქციონის თანხის სრულად გადახდის შემთხვევაში შპს ”კონსალტინგ გრუპს” მასზე გადასცემს განკარგულებას ქონებაზე საკუთრების უფლების მოპოვების შესახებ.

ვ) იმ შემთხვევაში თუ მიწის ნაკვეთის (ქონების) სტატუსი რეალიზაციის მომენტისათვის წარმოადგენს სასოფლო-სამეურნეოს, მონაწილე პირი უნდა აკმაყოფილებდეს „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილ მოთხოვნებს; ასეთ შემთხვევაში აუქციონში მონაწილეობის მსურველმა უნდა წარადგინოს იმის დამადასტურებელი ინფორმაცია, რომ იგი აკმაყოფილებს „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილ მოთხოვნებს.

ყურადღება: ქონების რეალიზაცია შესაძლებელია თავიდან იქნეს აცილებული, თუ ნებისმიერი პირი (მათ შორის, მსესხებელი, უძრავი ქონების მესაკუთრე ან/და სხვა დაინტერესებული პირი) აუქციონის დაწყებამდე განახორციელებს მსესხებლის მიერ კრედიტორის მიმართ არსებული სასესხო და მასთან დაკავშირებული ხარჯების დავალიანების სრულად დაფარვას.

ყველა პირი, რომელსაც აქვს რაიმე სახის უფლებები უძრავ ქონებაზე, ვალდებულია ამ უფლებათა დამადასტურებელი მტკიცებულებანი წარმოადგინოს აუქციონის დაწყებამდე წერილობითი ფორმით, სპეციალისტთან.

კრედიტორს მოთხოვნა უცხოურ ვალუტაში აუნაზღაურდება აუქციონის დასრულების დღის კურსით.

აუქციონის შეწყვეტის შემთხვევაში შეწყვეტის საკომისიო შეადგენს აუქციონის საწყისის ფასის 0.59 პროცენტს.

 

სპეციალისტი: შპს „კონსალტინგ გრუპსი“, ს/კ 404483536

დირექტორი                                                                                                           ნინო არაბიძე.