დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აწარმოე საქართველოში დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2017 წლის 29 მაისის N1-1/217 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1-1/69 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 11/02/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 11/02/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.024.016624 |
|
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აწარმოე საქართველოში დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2017 წლის 29 მაისის №1-1/217 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აწარმოე საქართველოში დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2017 წლის 29 მაისის №1-1/217 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 29/05/2017, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.024.016489) დამტკიცებულ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აწარმოე საქართველოში დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ზ) სტრატეგიული განვითარებისა და კომუნიკაციის დეპარტამენტი.“. 2. დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტიდან ამოღებულ იქნას „თ“ ქვეპუნქტი. 3. დებულების მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი: „3. სტრატეგიული განვითარებისა და კომუნიკაციის დეპარტამენტში შემავალი სამსახურებია: საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის სამსახური და მომსახურების ცენტრი (სამსახური).“. 4. დებულების მე-5 მუხლის 53 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „53. სტრატეგიული განვითარებისა და კომუნიკაციის დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციებია: ა) სააგენტოს მეწარმეობის, ექსპორტისა და ინვესტიციების მიმართულებებს შორის ურთიერთკავშირების ჩამოყალიბება და მათ შორის ურთიერთქმედების ხელშეწყობა; ბ) სააგენტოს სტრატეგიული განვითარების დოკუმენტების და სამოქმედო გეგმების შემუშავებაში ჩართულობა; გ) სააგენტოს ფარგლებში არსებული პროგრამების, პროექტების და აქტივობების განხორციელების და გაუმჯობესების/დახვეწის პროცესში ჩართულობა; დ) სააგენტოს მიმართულებების შესაბამისად ახალი პროგრამების შემუშავების, დანერგვის და განხორციელების პროცესის ხელშეწყობა; ე) თემატურ ასოციაციებთან, ორგანიზაციებთან და გაერთიანებებთან კომუნიკაციის დამყარება და თანამშრომლობის მექანიზმის ჩამოყალიბება; ვ) მედიასაშუალებებისა და სამაუწყებლო არხებისათვის სააგენტოს სახელით ინფორმაციის წარდგენა; ზ) სააგენტოს ბენეფიციარებთან კომუნიკაციის დამყარება/შენარჩუნება და სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებში მათი განვითარების ხელშეწყობა; თ) სააგენტოს ბენეფიციარებს შორის ურთიერთთანამშრომლობის ჩამოყალიბების ხელშეწყობა; ი) სხვადასხვა სექტორულ კლასტერებსა და კომპანიებს შორის თანამშრომლობის მექანიზმების განვითარების ხელშეწყობა; კ) ადგილობრივ კომპანიებსა და უცხოელ ინვესტორებს შორის თანამშრომლობის დამყარების ხელშეწყობა; ლ) უცხოელ ინვესტორებთან კომუნიკაციისა და თანამშრომლობის პროცესში ჩართულობა; მ) დაინტერესებული პირებისთვის სახელმწიფოს ხელშემწყობი პროგრამების შესახებ ადგილზე და დისტანციური არხების საშუალებით (სატელეფონო ცენტრი და სხვ.) კონსულტაციის გაწევა.“. 5. დებულების მე-5 მუხლიდან ამოღებულ იქნეს 54 პუნქტი. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები