„სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2020 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 დეკემბრის №670 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2020 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 დეკემბრის №670 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 102
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 10/02/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/02/2020
ძალაში შესვლის თარიღი 01/02/2020
სარეგისტრაციო კოდი 280120000.10.003.021811
102
10/02/2020
ვებგვერდი, 12/02/2020
280120000.10.003.021811
„სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2020 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 დეკემბრის №670 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №102

2020 წლის 10 თებერვალი

ქ. თბილისი

 

„სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2020 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 დეკემბრის №670 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2020 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 დეკემბრის №670 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31/12/2019, 280120000.10.003.021690) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2020 წლის სახელმწიფო პროგრამის“:

1. დანართ №1-ის:

ა) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „პ“ ქვეპუნქტი:

„პ) მზრუნველობამოკლებული ბავშვების რეინტეგრაციის ქვეპროგრამა.“;

ბ) დანართ 1.9-ის (მინდობით აღზრდის ქვეპროგრამა) მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 6. ქვეპროგრამის განმახორციელებელი

ქვეპროგრამას განახორციელებს მეურვეობა-მზრუნველობის ორგანო, რომელიც ამ დანართით გათვალისწინებული ფუნქციების შესასრულებლად და პროგრამის (მათ შორის, მონაცემთა ბაზების) ადმინისტრირების მიზნებისთვის განახორციელებს შტატგარეშე მოსამსახურეების აყვანას საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი ლიმიტის ფარგლებში სამინისტროსთან შეთანხმებული რაოდენობითა და შრომის ანაზღაურების განაკვეთით.“;

) დანართ 1.10-ის (მცირე საოჯახო ტიპის სახლებში მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა) მე-2 მუხლის „ნ“ ქვეპუნქტის პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ნ) საქართველოს კურორტებზე ან/და დიდი ქალაქებიდან მოშორებულ სარეკრეაციო ზონაში მდებარე დასახლებებში წელიწადში არანაკლებ ერთდროულად 3 დღისა და ჯამურად არანაკლებ 12 დღის განმავლობაში 10 ბავშვზე არანაკლებ 2 მომვლელის თანხლებით ჯგუფური დასვენების უზრუნველყოფა, რომელიც მოიცავს:“.

2. დანართ №1-ს  დაემატოს შემდეგი შინაარსის დანართი 1.15:

 

 „დანართი 1.15

მზრუნველობამოკლებული ბავშვების რეინტეგრაციის ქვეპროგრამა

უხლი 1. ქვეპროგრამა ბავშვის უფლებათა კოდექსით განსაზღვრული ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით ბავშვის ბიოლოგიურ ოჯახში დაბრუნებისა და ოჯახურ გარემოში აღზრდის ხელშემწყობი ღონისძიებაა, რომლის მიზანია 24-საათიანი ზრუნვის სხვადასხვა ლიცენზირებული მომსახურებიდან არასრულწლოვნების ბიოლოგიურ ოჯახში დაბრუნება და ოჯახის გაძლიერება.

მუხლი 2. ქვეპროგრამის ღონისძიებები

ქვეპროგრამის ღონისძიებებია:

ა) ოჯახურ მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა ბიოლოგიურ ოჯახში აღზრდის ხელშეწყობა;

ბ) ბიოლოგიური ოჯახის მხარდაჭერა, შესაძლო მეურვის/მზრუნველის მიერ ბავშვის ძირითადი საჭიროებების დაკმაყოფილებისა და ძალადობისაგან დაცვის უზრუნველყოფის გათვალისწინებით.

მუხლი 3. ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფი

1. ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფია 24-საათიანი ლიცენზირებული ზრუნვის სხვადასხვა მომსახურებაში განთავსებული ბავშვი, რომელთანაც რეინტეგრაციის მიზნით დაწყებულია მუშაობა.

2. რეინტეგრაციის შემწეობის დანიშვნის, შეჩერების, განახლებისა და გაცემის საკითხები რეგულირდება მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესითა და პირობებით.

მუხლი 4. ქვეპროგრამის ბიუჯეტი და დაფინანსება

1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება  496 100 ლარით.

2. რეინტეგრაციის შემწეობის ოდენობა და პრინციპები განისაზღვრება „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილების შესაბამისად.

მუხლი 5. ქვეპროგრამის განმახორციელებელი

ქვეპროგრამას განახორციელებს მეურვეობა-მზრუნველობის ორგანო.“.

მუხლი 2
ქვეპროგრამების ფარგლებში მიმწოდებლების მიერ შესრულებული სამუშაოს ანაზღაურება, მიუხედავად ვალდებულების წარმოშობის  პერიოდისა, 2020 წლის 1 თებერვლიდან შემდგომ პერიოდში განხორციელდება სსიპ – სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს მიერ, გარდა იმ ქვეპროგრამებისა, რომლის ფარგლებშიც სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს გაფორმებული აქვს ხელშეკრულებები პროგრამის მიმწოდებლებთან  „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.  
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს 2020 წლის 1 თებერვლიდან.

პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია