„პროფესიული საჯარო მოხელის სამსახურებრივი მივლინებით გაგზავნის წესის, მისი სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურებისა და კომპენსაციის ოდენობისა და პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 25 აპრილის №211 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 91
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 10/02/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/02/2020
სარეგისტრაციო კოდი 010320000.10.003.021800
91
10/02/2020
ვებგვერდი, 12/02/2020
010320000.10.003.021800
„პროფესიული საჯარო მოხელის სამსახურებრივი მივლინებით გაგზავნის წესის, მისი სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურებისა და კომპენსაციის ოდენობისა და პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 25 აპრილის №211 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №91

2020 წლის 10 თებერვალი

ქ. თბილისი

„პროფესიული საჯარო მოხელის სამსახურებრივი მივლინებით გაგზავნის წესის, მისი სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურებისა და კომპენსაციის ოდენობისა და პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 25 აპრილის №211 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1

ნორმატიული აქტების შესახებსაქართველოს ორგანული კანონის მე -20 მუხლის მე -4 პუნქტის შესაბამისად , „პროფესიული საჯარო მოხელის სამსახურებრივი მივლინებით გაგზავნის წესის , მისი სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურებისა და კომპენსაციის ოდენობისა და   პირობების განსაზღვრის შესახებსაქართველოს მთავრობის 2017 წლის 25 აპრილის №211 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 27/04/2017, 010320000.10.003.019920) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული წესის :

1. მე -3 მუხლის მე -8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

„8. სამივლინებო ხარჯები შედგება სადღეღამისო , მგზავრობის , საცხოვრებელი ფართობის დაქირავებისა და , საჭიროების შემთხვევაში , საზღვარგარეთის შესაბამისი ქვეყნის ვიზის მიღებისათვის გაწეული ხარჯებისა და საზღვარგარეთის ქვეყნებში მოკლევადიანი მივლინებისას სავალდებულო სამედიცინო ვაქცინაციის ხარჯებისაგან , ხოლო 30 კმ -მდე მანძილზე მივლინებისას , როდესაც შესაძლებელია სამუშაო (საცხოვრებელ ) ადგილზე იმავე დღეს დაბრუნება , ანაზღაურდება მხოლოდ მგზავრობის ხარჯები . შესაბამის თანამდებობის პირს ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამსახურებრივი მივლინებისას ყოველდღიურად აგრეთვე მიეცემა ამ წესის №2 დანართით გათვალისწინებული სადღეღამისო ნორმის დანამატი . ამასთან , №2 დანართის შენიშვნის მე -5 პუნქტით განსაზღვრულ შესაბამის თანამდებობის პირებს აუნაზღაურდებათ ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამსახურებრივ მივლინებასთან დაკავშირებული კავშირგაბმულობის , ტრანსპორტის დაქირავებისა და წარმომადგენლობითი ხარჯები . სამთავრობო და საპრეზიდენტო დელეგაციის ვიზიტის მოსამზადებლად ქვეყნის ფარგლებს გარეთ მივლინებისას მოხელეს ასევე აუნაზღაურდება მივლინებასთან დაკავშირებული კავშირგაბმულობისა და ტრანსპორტის      დაქირავების ხარჯები , ხოლო სამთავრობო და საპრეზიდენტო დელეგაციის წევრებსმივლინებასთან დაკავშირებული კავშირგაბმულობის ხარჯები .“.

2. დანართ №1-ის სტრიქონები

ლიტვის რესპუბლიკა

ევრო

27

23

110 ვილნიუსში ,

80 დანარჩენ ტერიტორიაზე

სვაზილენდი

აშშ დოლარი

27

-

83

ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

ლიეტუვას რესპუბლიკა

ევრო

27

23

110 ვილნიუსში ,

80 დანარჩენ ტერიტორიაზე

.“.                 

ესვატინის სამეფო

აშშ დოლარი

27

19

83

3. დანართ №1- დაემატოს შემდეგი შინაარსის სტრიქონები :

ბჰუტანის სამეფო

აშშ დოლარი

30

21

72

ბურუნდის რესპუბლიკა

აშშ დოლარი

40

28

63

კამერუნის რესპუბლიკა

ევრო

37

26

63

ჯიბუტის რესპუბლიკა

ევრო

43

30

45

ერითრეა

ევრო

43

30

45

ნაურუს რესპუბლიკა

აშშ დოლარი

50

35

115

სენტ -ვინსენტი და გრენადინები

აშშ დოლარი

32

22

95

ტიმორ ლესტეს დემოკრატიული რესპუბლიკა

აშშ დოლარი

34

23

95

ტუვალუ

აშშ დოლარი

45

31

95

.“.                     

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2020 წლის 15 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია