„ჭიათურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 26 იანვრის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 2
დოკუმენტის მიმღები ჭიათურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 07/02/2020
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/02/2020
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.129.016342
2
07/02/2020
ვებგვერდი, 11/02/2020
010250020.35.129.016342
„ჭიათურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 26 იანვრის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ჭიათურის მუნიციპალიტეტი
 
ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №2

2020 წლის 7 თებერვალი

ქ. ჭიათურა

„ჭიათურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 26 იანვრის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტების საფუძველზე, ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ჭიათურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 26 იანვრის №18 დადგენილებაში (სსმ, 02/02/2018, სარეგისტრაციო კოდი-010250020.35.129.016269) შევიდეს შემდეგი ცვლილება:

ა) დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართის „ჭიათურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის“ მე-2 მუხლის მე-13 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) ბოლო ექვსი თვის  პერიოდის  ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №IV-100/ა; ეს ცნობა არ სჭირდებათ მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებს 18 წლიდან), მუნიციპალიტეტის მერიის მოთხოვნის შესაბამისად;“;

ბ) დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართის „ჭიათურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის“ მე-2 მუხლის მე-14 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) ბოლო ექვსი თვის  პერიოდის  ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №IV-100/ა; ეს ცნობა არ სჭირდებათ მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებს 18 წლიდან, გარდა ამ მუხლის მე-10 პუნქტის „გ“  და “დ” ქვეპუნქტებით განსაზღვრული პირებისა), მუნიციპალიტეტის მერიის მოთხოვნის შესაბამისად;“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეალექსანდრე ციცქიშვილი