დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების სამხედრო მოსამსახურეების, მოსწავლეების (კადეტების) და იუნკრების/მსმენელების სანივთე ქონებით უზრუნველყოფის ნორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 15 დეკემბრის №94 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 20 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს თავდაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 10/02/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 11/02/2020 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 120260010.22.026.016762 |
|
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების სამხედრო მოსამსახურეების, მოსწავლეების (კადეტების) და იუნკრების/მსმენელების სანივთე ქონებით უზრუნველყოფის ნორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 15 დეკემბრის №94 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების სამხედრო მოსამსახურეების, მოსწავლეების (კადეტების) და იუნკრების/მსმენელების სანივთე ქონებით უზრუნველყოფის ნორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 15 დეკემბრის №94 ბრძანებაში (ვებგვერდი, 18/12/2017, სარეგისტრციო კოდი: 120260010.22.026.016544) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული №1 დანართის:
1. №1/1 ნორმა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ოფიცერთა შემადგენლობის ნორმა N1/1
შენიშვნა: 1. სამხედრო ფორმის ტანსაცმლის გაცემასთან ერთად გაიცემა შესაბამისი ატრიბუტიკა (ინსიგნიები). 2. სამედიცინო პერსონალზე (ოფიცერთა შემადგენლობა) დამატებით გაიცემა N5/1 ნორმით გათვალისწინებული სანივთე ქონება. 3. საჭიროებიდან გამომდინარე, საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის გადაწყვეტილებით, დამატებით გაიცემა: ა) ინდივიდუალური კარავი – 1 ცალი 5 წლით; ბ) საველე საწოლი – 1 ცალი 5 წლით; გ) მათარა შალითით – 1 ცალი 5 წლით; დ) ტაქტიკური ქვიშის სათვალე – 1 ცალი 5 წლით; ე) ტაქტიკური მაისური – 2 ცალი 2,5 წლით; ვ) დამკვირვებელ-მაკონტროლებელთა და ინსტრუქტორთა შემადგენლობაზე: ვ.ა) დამკვირვებელ-მაკონტროლებელის და ინსტრუქტორის კეპი - 1 ცალი 2,5 წლით; ვ.ბ) დათბილული ქუდი – 1 ცალი 2,5 წლით; ვ.გ) სამკლავური – 1 ცალი 2,5 წლით; ზ) ტაქტიკური სათვალე – 1 ცალი 5 წლით; თ) სამუხლე – 1 წყვილი – 5 წლით; ი) საიდაყვე – 1 წყვილი 5 წლით; კ) ფორმა კომუფლირებული (პიჯაკი, შარვალი და კეპი) – 1 კომპლექტი 10 თვით. 4. უმაღლესი ოფიცრების შემადგენლობაზე დამატებით გაიცემა სააღლუმე ფორმა (პიჯაკი, შარვალი და წინაფრიანი ქუდი) – 4 წლით.“. 2. №2/1 ნორმა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურის რიგითთა, კაპრალთა, სერჟანტთა შემადგენლობის ნორმა N2/1
შენიშვნა: 1. ფორმის გაცემასთან ერთად გაიცემა შესაბამისი ატრიბუტიკა (ინსიგნიები). 2. სამედიცინო პერსონალზე (რიგითთა, კაპრალთა, სერჟანტთა შემადგენლობა) დამატებით გაიცემა N5/1 ნორმით გათვალისწინებული სანივთე ქონება. 3. საჭიროებიდან გამომდინარე, საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის გადაწყვეტილებით, დამატებით გაიცემა: ა) ინდივიდუალური კარავი – 1 ცალი 4 წლით; ბ) საველე საწოლი – 1 ცალი 4 წლით; გ) მათარა შალითით – 1 ცალი 4 წლით; დ) ტაქტიკური ქვიშის სათვალე – 1 ცალი 4 წლით; ე) ტაქტიკური მაისური – 2 ცალი 2 წლით; ვ) სერჟანტთა შემადგენლობის დამკვირვებელ-მაკონტროლებლებზე და ინსტრუქტორებზე: ვ.ა) დამკვირვებელ-მაკონტროლებელის და ინსტრუქტორის კეპი – 1 ცალი 2 წლით; ვ.ბ) დათბილული ქუდი – 1 ცალი 2 წლით; ვ.გ) სამკლავური – 1 ცალი 2 წლით; ზ) წვრთნის სერჟანტის ქუდი – 1 ცალი 4 წლით; თ) ტაქტიკური სათვალე – 1 ცალი 4 წლით; ი) სამუხლე – 1 წყვილი 4 წლით; კ) საიდაყვე – 1 წყვილი 4 წლით; ლ) ფორმა კომუფლირებული (პიჯაკი, შარვალი და კეპი) – 1 კომპლექტი 8 თვით. 4. სამხედრო ნაწილები, რომლებიც განლაგებულია განსაკუთრებულ ცივ კლიმატურ რაიონებში საყარაულო სამსახურის დროს თითოეულ საგუშაგოზე დამატებით გაიცემა 1 ცალი ტყაპუჭი 6 წელი და ქეჩის ჩექმა რეზინის ძირზე 2 წყვილი 3 წელი. 5. საჭიროებიდან გამომდინარე დამატებით გაიცემა რეზინის ბოტი 1 წყვილი 4 წელი. 6. საბრძოლო ტექნიკაზე მომსახურე სამხედრო მოსამსახურეებზე დამატებით გაიცემა ცეცხლდამცავი კომბინიზონი 1 ცალი 4 წლით.“. 3. №2/2 ნორმის მე-13 გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
4. №2/2 ნორმის შემდეგ დაემატოს ნორმა №2/3 შემდეგი რედაქციით: „საერთაშორისო მისიებში მონაწილე ოფიცერთა და საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურის რიგითთა, კაპრალთა, სერჟანტთა შემადგენლობის დამატებითი ნორმა N2/3
ფორმის გაცემასთან ერთად გაიცემა შესაბამისი ატრიბუტიკა (ინსიგნიები).“. 5. №3/1 ნორმის: ა) სამხედრო ფორმის ტანსაცმლის ნორმებს დაემატოს მე-18 გრაფა შემდეგი რედაქციით:
ბ) საველე აღჭურვილობის ნორმების მე-6 გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
გ) შენიშვნის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. საბრძოლო ქვედანაყოფების ვადიან სამხედრო მოსამსახურეებზე, საჭიროებიდან გამომდინარე, დამატებით გაიცემა: ა) ჯავშანჟილეტის ფილა – 1 წყვილი მწარმოებელი კომპანიის მიერ განსაზღვრული ექსპლუატაციის ვადით, ხოლო ასეთის არარსებობისას 8 წლით; ბ) ჯავშანჟილეტის შალითა – 1 ცალი 2 წლით.“; დ) შენიშვნის მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს. 6. №4/1 ნორმა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის მსმენელთა/იუნკერთა ნორმა N4/1
შენიშვნა: 1. დამატებით გაიცემა ფეხსაცმლის საცხი 100 გრ. 1 თვეზე და ფეხსაცმლის ჯაგრისი 1 ცალი 2 წლით. 2. სამხედრო ფორმის ტანსაცმლის გაცემასთან ერთად გაიცემა შესაბამისი ატრიბუტიკა (ინსიგნიები).“. 7. №5/1 ნორმის: ა) სამედიცინო პერსონალის ფორმის ნორმების პირველი გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ბ) სამედიცინო პერსონალის ფორმის ნორმების მე-5 და მე-6 გრაფები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
8. №6/1 ნორმა ამოღებულ იქნეს. 9. №7/1 ნორმის საველე აღჭურვილობის ნორმების მე-7 გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
10. №8/1 ნორმა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „საჯარო სამართლის იურიდიული პირი - კადეტთა სამხედრო ლიცეუმის კადეტების ნორმა N8/1
შენიშვნა: სამხედრო ფორმის ტანსაცმლის გაცემასთან ერთად გაიცემა შესაბამისი ატრიბუტიკა (ინსიგნიები).“.
„სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა ნორმა N9/1
1. ამ ნორმით გათვალისწინებული სანივთე ქონებით, გარდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ქონებისა, უზრუნველყოფა გავრცელდეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირებზე, რომელთა ნუსხას ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი. 2. ამ შენიშვნის პირველ პუნქტში აღნიშნულ პირთათვის სანივთე ქონების უზრუნველყოფის პირობებს, პროცედურებსა და უზრუნველყოფაზე უფლებამოსილ თანამდებობის პირებს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრავს საქართველოს თავდაცვის მინისტრი. 3. ფორმის გაცემასთან ერთად გაიცემა შესაბამისი ატრიბუტიკა (ინსიგნიები). 4. საჭიროებიდან გამომდინარე, საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამატებით გაიცემა: ა) ტაქტიკური სათვალე – 1 ცალი 4 წლით; ბ) ტაქტიკური ქვიშის სათვალე – 1 ცალი 4 წლით; გ) წყლის ზურგჩანთა – 1 ცალი 4 წლით; დ) ტომარა საყოფაცხოვრებო (სარეცხის) – 1ცალი 4 წლით; ე) საპატრულო ჩანთა – 1 ცალი 4 წლით; ვ) სამუხლე – 1 წყვილი 4 წლით; ზ) საიდაყვე – 1 წყვილი 4 წლით; თ) ხელთათმანი ტაქტიკური – 1 წყვილი 4 წლით.“. 12. №10/1 ნორმის: ა) სამხედრო ფორმის ტანსაცმლის ნორმების მე-16 გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ბ) სამხედრო ფორმის ტანსაცმლის ნორმების მე-20 გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
გ) სამხედრო ფორმის ტანსაცმელს ნორმებს დაემატოს 29-ე გრაფა შემდეგი რედაქციით:
დ) საველე აღჭურვილობას ნორმებს დაემატოს მე-10 და მე-11 გრაფები შემდეგი რედაქციით:
13. №11/1 ნორმის: ა) ფორმა გამოსასვლელის ნორმების მე-10 გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ბ) სამხედრო ფორმის ტანსაცმლის ნორმების მე-17 გრაფა ამოღებულ იქნეს. გ) სამხედრო ფორმის ტანსაცმლის ნორმების 23-ე გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
დ) სამხედრო ფორმის ტანსაცმელის ნორმებს დაემატოს 27-ე გრაფა შემდეგი რედაქციით:
14. №12/1 ნორმა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „საპატიო ყარაულის შემდგენლობა ნორმა N12/1
შენიშვნა: 1. სამხედრო ფორმის ტანსაცმლის გაცემასთან ერთად გაიცემა შესაბამისი ატრიბუტიკა (ინსიგნიები). 2. საჭიროებიდან გამომდინარე დამატებით გაიცემა: ა) ფეხსაცმლის საცხი 100 გრ – 1 თვე; ბ) ფეხსაცმლის ჯაგრისი 1 ცალი – 1 წელი; გ) ტანსაცმლის ჯაგრისი 1 ცალი – 1 წელი.“. 15. №14/1 ნორმის მე-4 გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
16. №15/4 ნორმა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „სამუშაო აღჭურვილობისა და სანივთე ქონების ჩამონათვალი, რომელიც გაიცემა საჭიროების შემთხვევაში ნორმა №15/4
1. ვადის გრაფაში მითითებული განმარტება ,,არ განისაზღვრება“ ნიშნავს – გაცემის მომენტიდან ჩაითვალოს ჩამოწერილად. 2. სანივთე ქონების რაოდენობრივი ჩამოწერა ხდება ნორმით გათვალისწინებული ვადის პროპორციულად, მაგალითად: ა) თუ სანივთე ქონების ნორმით გათვალისწინებული რაოდენობაა 4 ცალი 4 წლის ვადით – ჩამოწერა ხდება წელიწადში ერთხელ 1 ცალის; ბ) თუ სანივთე ქონების ნორმით გათვალისწინებული რაოდენობაა 2 ცალი 3 წლის ვადით – ჩამოწერა ხდება 1.5 წელიწადში ერთხელ 1 ცალის; გ) თუ სანივთე ქონების ნორმით გათვალისწინებული რაოდენობაა 2 ცალი 1 წლის ვადით – ჩამოწერა ხდება წელიწადში ერთხელ 2 ცალის და ა.შ.“. | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები