„ტექნიკური რეგლამენტის – ღვინის წარმოების ზოგადი წესისა და ნებადართული პროცესების, მასალებისა და ნივთიერებების ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 6 ნოემბრის №524 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 89
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 07/02/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/02/2020
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.021798
89
07/02/2020
ვებგვერდი, 10/02/2020
300160070.10.003.021798
„ტექნიკური რეგლამენტის – ღვინის წარმოების ზოგადი წესისა და ნებადართული პროცესების, მასალებისა და ნივთიერებების ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 6 ნოემბრის №524 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №89

2020 წლის 7 თებერვალი

ქ. თბილისი

„ტექნიკური რეგლამენტის – ღვინის წარმოების ზოგადი წესისა და ნებადართული პროცესების, მასალებისა და ნივთიერებების ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 6 ნოემბრის №524 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტექნიკური რეგლამენტის – ღვინის წარმოების ზოგადი წესისა და ნებადართული პროცესების, მასალებისა და ნივთიერებების ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 6 ნოემბრის №524 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 08/11/2018, 300160070.10.003.020839) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „ტექნიკური რეგლამენტის − ღვინის წარმოების ზოგადი წესისა და ნებადართული პროცესების, მასალებისა და ნივთიერებების ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ“ მე-3 მუხლის  მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „მ“, „ნ“, „ო“ და „პ“  ქვეპუნქტები:

„მ) ბუნებრივად ნახევრად ტკბილ ღვინოში ფრუქტოზის მაჩვენებელი გლუკოზის მაჩვენებელს უნდა აღემატებოდეს მინიმუმ 2-ჯერ;

ნ) ყველა კატეგორიის ღვინოში ნახშირბადის C13/C12 იზოტოპის თანაფარდობა  უნდა შეადგენდეს არანაკლებ –30-ს და არა უმეტეს –24-ს;

ო) ყველა კატეგორიის ღვინოში ციკლური დიგლიცერინები არ უნდა იყოს 0,2  მგ/ლ-ზე მეტი;

პ) ნახევრად მშრალ, ნახევრად ტკბილ და ტკბილ ღვინოში საქაროზა არ  უნდა იყოს 1  გ/ლ-ზე მეტი.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია