,,ზესტაფონის მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების დაწესების შესახებ“ 2018 წლის 28 თებერვლის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

,,ზესტაფონის მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების დაწესების შესახებ“ 2018 წლის 28 თებერვლის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 18
დოკუმენტის მიმღები ზესტაფონის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 07/02/2020
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/02/2020
სარეგისტრაციო კოდი 210020010.35.127.016360
18
07/02/2020
ვებგვერდი, 11/02/2020
210020010.35.127.016360
,,ზესტაფონის მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების დაწესების შესახებ“ 2018 წლის 28 თებერვლის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ზესტაფონის მუნიციპალიტეტი
 

 ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №18

2020 წლის 7 თებერვალი

ქ. ზესტაფონი 

 

,,ზესტაფონის მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების დაწესების შესახებ“ 2018 წლის 28 თებერვლის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „ზესტაფონის მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების დაწესების შესახებ“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 თებერვალის №7 დადგენილების (სსმ, ვებგვერდი, 06/03/2018, სარეგისტრაციო კოდი: 210020010.35.127.016280) 1-ლი მუხლის მეორე პუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2. მოსაკრებელი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის: 

ა) ზესტაფონის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის განაკვეთი ერთ სულ მოსახლეზე განისაზღვროს 70 თეთრი თვეში, ხოლო იმ ფიზიკური პირებისათვის, რომელთა ოჯახის სარეიტინგო ქულა 70 000 ან 70 000-ზე დაბალია, მოსაკრებლის განაკვეთი ერთ სულ მოსახლეზე განისაზღვროს 50 თეთრით თვეში. ოჯახის წევრთა რაოდენობის მიუხედავად, სულადობის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა განისაზღვროს 4 სულით.“;

ბ) იურიდიული პირების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებებისათვის 25 (ოცდახუთი) ლარი ერთ კუბურ მეტრ ნარჩენზე;

გ) იურიდიული პირები, ორგანიზაციები და დაწესებულებები, რომლებიც საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოფენ ნაგავსაყრელზე საყოფაცხოვრებო, სამშენებლო და სამრეწველო ნარჩენების ტრანსპორტირებასა და უტილიზაციას, გადაიხდიან ერთ კუბურ მეტრზე  15 (თხუთმეტ) ლარს.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელითეიმურაზ საყვარელიძე