დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 25 დეკემბრის №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 4 |
დოკუმენტის მიმღები | გარდაბნის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 07/02/2020 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/02/2020 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2021 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.161.016457 |
|
„გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 25 დეკემბრის №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის საფუძველზე, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება „გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 25 დეკემბრის №19 დადგენილებით (www.matsne.gov.ge, 27/12/2019, სარეგისტრაციო კოდი:190020020.35.161.016452) დამტკიცებულ დანართში და ა) დანართის პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1. გარდაბნის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი (ათას ლარებში)
„მუხლი 2. გარდაბნის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება: განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით.
გ) დანართის მესამე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 3. გარდაბნის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები(ათას ლარებში)
დ) დანართის მეხუთე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 5. გარდაბნის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები(ათას ლარებში)
ე) დანართის მეშვიდე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 7. გარდაბნის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები(ათას ლარებში)
ვ) დანართის მერვე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 8. გარდაბნის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილებაგანისაზღვროს გარდაბნის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 26,129.1 ათასი ლარის ოდენობით მათ შორის: (ათას ლარებში)
(ათას ლარებში)
“; ზ) დანართის მეცხრე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 9. გარდაბნის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსურ აქტივებზე ოპერაციების ფუნქციონალური კლასიფიკაციაგანისაზღვროს გარდაბნის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალური ჭრილში თანდართული რედაქციით. (ათას ლარებში)
„მუხლი 10. გარდაბნის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდოგარდაბნის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო განისაზღვროს -9,125.7 ათასი ლარის ოდენობით.“; ი) დანართის მეთერთმეტე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 11. გარდაბნის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილებაგანისაზღვროს გარდაბნის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება -9,227.7 ათ. ლარის ოდენობით, მათ შორის:
“;კ) დანართის მეთოთხმეტე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 14. სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული ტრანსფერები1. დელეგირებული უფლებამოსილების განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი 260.0 ათ. ლარის ოდენობით; 2. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 18 დეკემბრის №2630 განკარგულებით „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მუნიციპალიტეტებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტს გამოეყო 5,895,456 ლარი შემდეგი ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად: სოფელ კრწანისში შიდა გზების მოასფალტება – 760,000 ლარი; სოფელ ნაზარლოში გზების მოასფალტება – 629,860 ლარი; სოფელ ვახტანგისში გზების მოასფალტება – 704,634 ლარი; სოფელ აღთაკლიაში გზების მოასფალტება – 668,363 ლარი; სოფელ ყარაჯალარში გზების მოასფალტება – 762,690 ლარი; სოფელ ჯანდარაში გზების მოასფალტება – 665,893 ლარი; სოფელ სართიჭალაში შიდა გზების მოასფალტება – 524,926 ლარი. ქ. გარდაბანში (9 აპრილის ქუჩა, ლესელიძის ქუჩა და სამედიცინო ცენტრის წინამდებარე მოედანი) გზების რეაბილიტაცია – 603,990 ლარი; სოფელ კალინინოში გზების მოასფალტება – 575,100 ლარი. 3. „საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 დეკემბრის №2752 განკარგულებით, გარდაბნის მუნიციპალიტეტს გამოეყო – 662,000 ლარი. 4. საქართველოს მთავრობის 2020 წლის 9 იანვრის №27 განკარგულებით, დელეგირებულ უფლებამოსილებათა განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საჯარო სკოლების რეაბილიტაციისთვის 1,290,000 ლარი. 5. დელეგირებულ უფლებამოსილებათა განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოსწავლეთა ტრანსპორტირებისთვის – 261,153 ლარი.“; ლ) დანართის მეთექვსმეტე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: (ათას ლარებში)
|
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დოკუმენტის კომენტარები