დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 დეკემბრის №38 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 16 |
| დოკუმენტის მიმღები | ზესტაფონის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 07/02/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 11/02/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260010.35.127.016358 |
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
„ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 დეკემბრის №38 (სსმ, ვებგვერდი, 09/01/2018წ., სარეგისტრაციო კოდი: 010260010.35.127.016261) დადგენილების დანართ №1-ში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ მუხლი 8. სამსახურის სტრუქტურაში არსებული თანამდებობები ამ დებულების შესაბამისად სამსახურის საშტატო ნუსხით სამსახურის შემადგენლობაში დგინდება შემდეგი თანამდებობები: ა) პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი – სამსახურის უფროსი – I რანგი (მაღალი მართველობითი დონე); ბ) მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი სოციალური დაცვის საკითხებში – III რანგი II კატეგორია; გ) მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი სოციალური დაცვის საკითხებში – III რანგი II კატეგორია; დ) მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი სოციალური პროგრამის მართვის საკითხებში – III რანგი II კატეგორია; ე) მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი დევნილთა და უსახლკაროთა საკითხებში – III რანგი III კატეგორია; ვ) მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი სოციალური პროგრამების მართვის საკითხებში – III რანგი III კატეგორია; ზ) პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი – სოციალური დაცვის პაკეტების პროგრამული დოკუმენტაციების დამუშავების საკითხებში – IV რანგი I კატეგორია.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები