დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 დეკემბრის №44 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 8 |
| დოკუმენტის მიმღები | ზესტაფონის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 07/02/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 11/02/2020 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 27/12/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260010.35.127.016350 |
|
„ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 დეკემბრის №44 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 დეკემბრის №44 დადგენილების (სსმ, ვებგვერდი, 08/01/2018წ., სარეგისტრაციო კოდი: 010260010.35.127.016267) დანართ №1-ში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 6. სამსახურის სტრუქტურაში არსებული თანამდებობები ამ დებულების შესაბამისად სამსახურის საშტატო ნუსხით სამსახურის შემადგენლობაში დგინდება შემდეგი თანამდებობები: ა) პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი, სამსახურის უფროსი – I რანგი (მაღალი მართველობითი დონე); ბ) პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი – III რანგი, I კატეგორია; გ) მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი – III რანგი, III კატეგორია; დ) პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი – IV რანგი, I კატეგორია; ე) პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი – IV რანგი, I კატეგორია; ვ) პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი – IV რანგი, I კატეგორია; ზ) პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი – IV რანგი, I კატეგორია; თ) პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი – IV რანგი, I კატეგორია.”. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები