სს „დიდუბის ავტოვაგზლის“ აქციონერთა საერთო კრების მოწვევის შესახებ

სს „დიდუბის ავტოვაგზლის“ აქციონერთა საერთო კრების მოწვევის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 0
დოკუმენტის მიმღები ს.ს."დიდუბის ავტოვაგზალი"
მიღების თარიღი 04/02/2020
დოკუმენტის ტიპი განცხადება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/02/2020
სარეგისტრაციო კოდი
0
04/02/2020
ვებგვერდი, 10/02/2020
სს „დიდუბის ავტოვაგზლის“ აქციონერთა საერთო კრების მოწვევის შესახებ
ს.ს."დიდუბის ავტოვაგზალი"
 

სს „დიდუბის ავტოვაგზლის“

განცხადება

აქციონერთა საერთო კრების მოწვევის თაობაზე

 

  

სს „დიდუბის ავტოვაგზალი“ (ს/კ 202050699) აცხადებს, რომ 2020 წლის 12 მარტს დღის 12 საათზე ჩატარდება აქციონერთა მორიგი საერთო კრება მისამართზე: ქ. თბილისი, კარალეთის 4.

 

დღის წესრიგი:

1. სააქციო საზოგადოების წესდებაში ცვლილებების შეტანა.

2. სააქციო საზოგადოების დირექტორის გათავისუფლება და ახალი დირექტორის დანიშვნა.

წარმოდგენილი ცვლილებები ითვალისწინებს საოპერაციო მმართველობის ეფექტურობის გაზრდას, ამ პროცესში აქციონერთა და მენეჯმენტის მაქსიმალური ჩართულობით, რაც დადებით როლს ითამაშებს საზოგადოების განვითარებაში. წარმოდგენილი ცვლილებებით საზოგადოების წესდება მოდიფიცირდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

დღის წესრიგთან დაკავშირებით აქციონერებს შეუძლიათ დამატებითი განმარტებები მიიღონ საზოგადოების ადმინისტრაციაში. ის საკითხები, რომლებიც წერილობით იქნება დაყენებული 2020 წლის 25 თებერვლამდე, შეტანილი იქნება დღის წესრიგში და განხილული იქნება კრების მიერ.

 

გენერალური დირექტორი                                                                                       ნატო გელაშვილი