თბური ტუმბოებიდან მიღებული ენერგიის აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ

თბური ტუმბოებიდან მიღებული ენერგიის აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 74
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 06/02/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/02/2020
სარეგისტრაციო კოდი 300350000.10.003.021783
74
06/02/2020
ვებგვერდი, 10/02/2020
300350000.10.003.021783
თბური ტუმბოებიდან მიღებული ენერგიის აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №74

2020 წლის 6 თებერვალი

ქ. თბილისი

 

თბური ტუმბოებიდან მიღებული ენერგიის აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ

მუხლი 1
„განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-6 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „თბური ტუმბოებიდან მიღებული ენერგიის აღრიცხვის წესი“.

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია



თბური ტუმბოებიდან მიღებული ენერგიის აღრიცხვის წესი

1. თბური ტუმბოებიდან მიღებული აეროთერმული, გეოთერმული ან ჰიდროთერმული ენერგიის რაოდენობა, რომელიც „განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებისთვის უნდა ჩაითვალოს განახლებადი წყაროებიდან მიღებულ ენერგიად – ERES, გამოითვლება შემდეგი ფორმულის გამოყენებით:

ERES = Qusable *(1 - 1/SPF).

2. ამ წესის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ფორმულაში გამოყენებულ სიმბოლოებს აქვს შემდეგი მნიშვნელობები:

ა) Qusable = თბური ტუმბოების მიერ მიწოდებული სავარაუდო მთლიანი გამოყენებადი სითბო, რომელიც აკმაყოფილებს „განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-10 პუნქტში მოცემულ კრიტერიუმებს. მისი გამოთვლისას გაითვალისწინება მხოლოდ ისეთი თბური ტუმბოები, რომელთათვის SPF > 1.15 * 1/η;

ბ) SPF = სავარაუდო საშუალო სეზონური მარგი ქმედების კოეფიციენტი ამ თბური ტუმბოებისთვის;

გ) η არის თანაფარდობა ელექტროენერგიის მთლიან წარმოებასა და ელექტროენერგიის წარმოებისთვის პირველადი ენერგიის მოხმარებას შორის და გამოითვლება, როგორც ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელი, რაც ეფუძნება ევროსტატის მონაცემებს.