დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საბაჟო საწყობის ტექნიკური და უსაფრთხოების მოთხოვნების განსაზღვრისა და შესაბამისი ნებართვების გაცემის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 20 დეკემბრის №240 დადგენილებაში დამატებების შეტანის შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 24 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 02/02/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 14, 05/02/2010 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 18/02/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №24
2010 წლის 2 თებერვალი
ქ. თბილისი
„საბაჟო საწყობის ტექნიკური და უსაფრთხოების მოთხოვნების განსაზღვრისა და შესაბამისი ნებართვების გაცემის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 20 დეკემბრის №240 დადგენილებაში დამატებების შეტანის შესახებ
მუხლი 1.
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად „საბაჟო საწყობის ტექნიკური და უსაფრთხოების მოთხოვნების განსაზღვრისა და შესაბამისი ნებართვების გაცემის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 20 დეკემბრის №240 დადგენილებით (სსმ III, 2006 წელი, №172, მუხლი 2315) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:
1. მე-5 მუხლის მე-7 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი:
„ვ) იკისრებს ვალდებულებას, რომ საწყობში შეინახება მხოლოდ საქართველოში აკრედიტებული უცხოეთის დიპლომატიური და მათთან გათანაბრებული წარმომადგენლობებისათვის განკუთვნილი საქონელი.“.
2. მე-5 მუხლის მე-8 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:
„დ) იკისრებს ვალდებულებას, რომ საწყობში შეინახება მხოლოდ საქართველოში აკრედიტებული უცხოეთის დიპლომატიური და მათთან გათანაბრებული წარმომადგენლობებისათვის განკუთვნილი საქონელი.“.
მუხლი 2.
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები