„სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღის და გაზის (აირის) იარაღის ბრუნვის წესების ცოდნაში გამოცდის ჩატარების ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 30 სექტემბრის №729 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 9
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 13/02/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/02/2020
სარეგისტრაციო კოდი 140130000.22.034.016943
9
13/02/2020
ვებგვერდი, 13/02/2020
140130000.22.034.016943
„სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღის და გაზის (აირის) იარაღის ბრუნვის წესების ცოდნაში გამოცდის ჩატარების ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 30 სექტემბრის №729 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
 
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №9

2020 წლის 13 თებერვალი

ქ. თბილისი

„სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღის და გაზის (აირის) იარაღის ბრუნვის წესების ცოდნაში გამოცდის ჩატარების ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 30 სექტემბრის №729 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების  საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღის და გაზის (აირის) იარაღის ბრუნვის წესების ცოდნაში გამოცდის ჩატარების ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 30 სექტემბრის №729 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 30.09.2015, სარეგისტრაციო კოდი: 140130000.22.034.016466) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 7. გამოცდაზე პასუხგასაცემი ბილეთის რაოდენობა, ელექტრონული ტესტირების დრო და გამოცდაზე დადგენილი შეფასების მისაღებად საჭირო გამსვლელი ქულების მინიმალური რაოდენობა

კანდიდატის მიერ პასუხგასაცემი ბილეთის რაოდენობა, ელექტრონული ტესტირების დრო და გამოცდაზე დადგენილი შეფასების მისაღებად საჭირო გამსვლელი ქულების მინიმალური რაოდენობა განისაზღვრება შემდეგი წესით:

თავდაცვის მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღის და გაზის (აირის) იარაღის ბრუნვის, სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის ბრუნვის, სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის ბრუნვის წესების  ცოდნაში გამოცდაზე კანდიდატმა უნდა უპასუხოს 15 ბილეთს. კანდიდატმა ელექტრონული ტესტირებისათვის განსაზღვრული 20 წუთის განმავლობაში უნდა დააგროვოს მინიმუმ 13  ქულა.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრივახტანგ გომელაური