„ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმების გაანგარიშების ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №408 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმების გაანგარიშების ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №408 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 72
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 04/02/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/02/2020
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.021781
72
04/02/2020
ვებგვერდი, 06/02/2020
300160070.10.003.021781
„ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმების გაანგარიშების ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №408 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №72

2020 წლის 4 თებერვალი

ქ. თბილისი

 

„ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმების გაანგარიშების ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №408 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმების გაანგარიშების ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №408 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 10/01/2014, 300160070.10.003.017622) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის:

1. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:

მუხლი 1. ტექნიკური რეგლამენტის რეგულირების საგანი

ეს ტექნიკური რეგლამენტი არეგულირებს სამართლებრივ ურთიერთობებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამის სამსახურებსა და ფიზიკურ და იურიდიულ (საკუთრებისა და სამართლებრივი ფორმის მიუხედავად) პირებს შორის.“.

2. მე-4 მუხლის:

) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ზდგ-ის ნორმები დგინდება ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების, გარემოზე ზემოქმედების შეფასებას დაქვემდებარებული საქმიანობის ყველა სტაციონარული წყაროსთვის (ობიექტისთვის). ზდგ-ის ნორმები დგინდება 5 წლის ვადით ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების თითოეული წყაროსა და თითოეული მავნე ნივთიერებისთვის.“;

) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. საწარმოში ორი ან ორზე მეტი დაბინძურების წყაროს არსებობის შემთხვევაში რეკომენდებულია მავნე ნივთიერებათა გაბნევის ანგარიშის კომპიუტერული დამუშავება, რომლისთვისაც გამოყენებული პროგრამა შესაბამისობაში უნდა იყოს ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან. განსხვავებული პროგრამის გამოყენების შემთხვევაში იგი შეთანხმებული უნდა იყოს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან.“;  

) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. ზდგ-ის ნორმების პროექტი უნდა შეთანხმდეს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიების ფარგლებში განთავსებული საწარმოებისთვის ზდგ-ის ნორმების პროექტი ჯერ უნდა შეთანხმდეს აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამის სამსახურებთან, ხოლო შემდეგ − საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან. ამ შეთანხმებული დოკუმენტის გარეშე აკრძალულია დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევა.“;

) მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული ობიექტის სიმძლავრის ან/და პროფილის შეცვლის, მოხმარებული საწვავის რაოდენობის გაზრდის, არსებული საწვავის სახეობის შეცვლის ან/და დამატებით საწვავის ახალი სახეობის გამოყენების, რეკონსტრუქციის განხორციელებისას, ტექნოლოგიურ პროცესში მავნე ნივთიერებათა გამოყოფისა და გაფრქვევის ახალი წყაროების, აგრეთვე აირმტვერდამჭერი მოწყობილობების ჩართვის ან/და არსებულის სხვა პარამეტრებით შეცვლის შემთხვევებში, უკვე შეთანხმებული ზდგ-ის ნორმების პროექტი გაუქმებულად  ჩაითვლება და უნდა მოხდეს მათი ხელახალი შემუშავება და შეთანხმება ახალი პირობების გათვალისწინებით. იმ შემთხვევაში, თუ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ ინსპექტირების საფუძველზე დადგინდება, რომ საქმიანობის განხორციელების ადგილზე არსებული მდგომარეობა არ შეესაბამება ზდგ-ის ნორმების პროექტში ან/და გზშ-ის ანგარიშში ასახულ გარემოებებს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო უფლებამოსილია, არსებული პირობების  გათვალისწინებით,  შეითანხმოს  ზდგ-ის  ნორმების პროექტი  გზშ-ის სფეროში გაცემულ შესაბამის აღმჭურველ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ცვლილებების განხორციელებამდე.“.

3. მე-5 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. ფონური კონცენტრაციის მნიშვნელობები დგინდება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ ატმოსფეროს დაბინძურების დაკვირვების პოსტებზე რეგულარული დაკვირვებების მონაცემების საფუძველზე. ამ მონაცემების არარსებობის შემთხვევაში ფონური კონცენტრაციის სავარაუდო მნიშვნელობები აიღება ქვემოთ მოყვანილი ცხრილის მიხედვით.

 

მოსახლეობის რაოდენობა,

ათ. კაცი

ფონური კონცენტრაციის მნიშვნელობა, მგ/3

აზოტის დიოქსიდი

გოგირდის დიოქსიდი

ნახშირჟანგი

მტვერი

250-125

0,03

0,05

1,5

0,2

125-50

0,015

0,05

0,8

0,15

50-10

0,008

0,02

0,4

0,1

<10

0

0

0

0

“.

4.  მე-11 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. საწარმო ადგენს ზდგ-ის ნორმების პროექტის ორ ეგზემპლარს. პირველი ეგზემპლარი რჩება საწარმოში, ხოლო მეორე ეგზემპლარი და მისი ელექტრონული ვერსია − საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიების ფარგლებში განთავსებული საწარმოებისთვის დგინდება ზდგ-ის ნორმების პროექტის სამი ეგზემპლარი. პირველი ეგზემპლარი რჩება საწარმოში, მეორე ეგზემპლარი  − აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამის სამსახურებში, ხოლო მესამე ეგზემპლარი და მისი ელექტრონული ვერსია − საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია