დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 15 მარტის №135 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 70 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 04/02/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/02/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 340170000.10.003.021779 |
|
„სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 15 მარტის №135 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 15 მარტის №135 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 19/03/2019, 340170000.10.003.021150) შეტანილ იქნეს ცვლილება და:
1. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 2. ამ დადგენილების პირველ მუხლში აღნიშნული „სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის“ დაფინანსება განხორციელდეს შესაბამისი წლის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი პროგრამული კოდის ასიგნებებიდან.“. 2. დადგენილებით დამტკიცებული „სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის“: ა) პირველი მუხლის: ა.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის (შემდგომში − პროგრამა) მიზანია მოსავლის ამღებ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაზე (შემდგომში − სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა) (ნებისმიერი ტიპის მოსავლის ამღები ტექნიკა, როგორც თვითმავალი, ასევე მისაბმელი, გარდა ყურძნის მოსავლის ამღები ტექნიკისა) ხელმისაწვდომობის გაზრდა.“; ა.ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. პროგრამის განმახორციელებელია ა(ა)იპ − სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო (შემდგომში − სააგენტო).“; ა.გ) მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს; ბ) მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა წარმოებული უნდა იყოს პროგრამაში მონაწილეობის მიღების მიზნით განაცხადის წარდგენამდე არაუმეტეს 2 (ორი) კალენდარული წლით ადრე; ბ) სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაზე საგარანტიო პირობები უნდა ვრცელდებოდეს პროგრამაში მონაწილეობის მიღების მიზნით სააგენტოში განაცხადის წარდგენიდან არანაკლებ 6 თვის ვადით.“; გ) მე-3 მუხლის: გ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სააგენტოს თანადაფინანსების გაცემის აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს ბენეფიციარის თანამონაწილეობა, რომელიც უნდა შეადგენდეს დასაფინანსებელი პროექტის ჯამური ღირებულების არანაკლებ 50%-ს, ხოლო მარცვლეულის მოსავლის ასაღებად განკუთვნილი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის (კომბაინის) მოთხოვნის შემთხვევაში − არანაკლებ 70%-ს.“; გ.ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი: „11. პროგრამის ფარგლებში სააგენტოს თანადაფინანსება არ გაიცემა ყურძნის მოსავლის ამღებ ტექნიკაზე.“; დ) მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 4. ფინანსური დახმარება 1. სააგენტოს თანადაფინანსების მოცულობა ერთ ბენეფიციარზე მარცვლეულის მოსავლის ასაღებად განკუთვნილი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის (კომბაინის) შემთხვევაში შეადგენს ღირებულების არაუმეტეს 30%-ს, მაგრამ არაუმეტეს 150,000 ლარისა, ხოლო სხვა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შემთხვევაში − არაუმეტეს 50%-ს, მაგრამ არაუმეტეს 150,000 ლარისა. 2. პროგრამის ბიუჯეტიდან არაუმეტეს 1 მილიონი ლარისა მოხმარდება მარცვლეულის მოსავლის ასაღებად განკუთვნილი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის (კომბაინის) თანადაფინანსებას, ხოლო დარჩენილი თანხა სხვა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსებას.“; ე) მე-5 მუხლის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ი) სსიპ − ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან/და სსიპ − აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს − აკრედიტაციის ცენტრის მიერ აკრედიტებული პირების ან/და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ წარმოებულ რეესტრში არსებული პირის საექსპერტო/აუდიტორული დასკვნა, წარდგენილი პროექტის საინვესტიციო ღირებულების საბაზრო ფასებთან შესაბამისობის შესახებ;“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები