„ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 20 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 20 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 5
დოკუმენტის მიმღები ბოლნისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 03/02/2020
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/02/2020
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2024
სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.158.016495
5
03/02/2020
ვებგვერდი, 06/02/2020
190020020.35.158.016495
„ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 20 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ბოლნისის მუნიციპალიტეტი
 

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №5

2020 წლის 3 თებერვალი

ქ. ბოლნისი

 

 „ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 20 იანვრის  №2  დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე   

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის  მე-4, მე-6, მე-7, მე-8 პუნქტების, ამავე კანონის 24-ე მუხლის შესაბამისად, ბოლნისის მუნიციპალიტეტის  საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 20 იანვრის №2 დადგენილებით (www.matsne.gov.ge, 23/01/2020, 190020020.35.158.016492 ) დამტკიცებულ  დანართი №1-ის:

1. მე-10 მუხლში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 10.  სამედიცინო  უზრუნველყოფა (რასაც სრულად ან საერთოდ არ აფინანსებს საყოველთაო ჯანდაცვა, რეფერალური პროგრამები და სხვა დაზღვევები)

1. ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბენეფიციარებს კალენდარული წლის განმავლობაში სამედიცინო დამხარება გაეწევათ:

ა) სტაციონარული და ამბულატორიული მკურნალობისათვის – 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით;

ბ) დიაგნოსტიკური მკურნალობისთვის – 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით;

გ) მედიკამენტური მკურნალობისთვის  (მხოლოდ ავთვისებიანი სიმსივნეების შემთხვევაში) – 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.

2.  სოციალურად დაუცველ ბენეფიციარებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150 000-ს და ქულა მიენიჭათ გასული და მიმდინარე წლების პერიოდში, დახმარება გაეწევათ:

ა) სტაციონარული და ამბულატორიული მკურნალობისათვის – 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით;

ბ) დიაგნოსტიკური მკურნალობისთვის – 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით;

გ) მედიკამენტური მკურნალობისთვის – 200 (ორასი) ლარის ოდენობით.

3. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბენეფიციარებს დახმარება გაეწევათ:

ა) სტაციონარული და ამბულატორიული მკურნალობისათვის – 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით;

ბ) დიაგნოსტიკური მკურნალობისთვის – 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით;

გ) მედიკამენტებით მკურნალობისთვის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს – 200 (ორასი) ლარის ოდენობით.

4. სტაციონარული, ამბულატორიული და დიაგნოსტიკური მკურნალობისათვის 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით  დახმარება გაეწევათ:

ა) ლეიშმანიოზით დაავადებულ ბენეფიციარებს;

ბ) დედ-მამით ობოლ 18 წლამდე არასრულწლოვნებს;

გ) ვირუსული ჰეპატიტებით დაავადებულ ბენეფიციარებს.

5. ფარისებრი ჯირკვლით დაავადებულ ბენეფიციარებს სტაციონარული და ამბულატორიული მკურნალობისთვის დახმარება გაეწევათ – 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით.

6. ომისა და სამხედრო ძალის ვეტერანებს სამედიცინო დახმარება გაეწევათ:

ა) სტაციონარული და ამბულატორიული მკურნალობისათვის – 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით;

ბ) დიაგნოსტიკური მკურნალობისთვის – 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით;

7. იძულებით გადაადგილებულ პირებს სამედიცინო დახმარება გაეწევათ:

ა) სტაციონარული და ამბულატორიული მკურნალობისათვის – 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით;

ბ) დიაგნოსტიკური მკურნალობისთვის – 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.

8. ფსორიაზით დაავადების მედიკამენტური მკურნალობისათვის დახმარება 700 (შვიდასი) ლარის ოდენობით გაეწევათ:

ა) სოციალურად დაუცველ ბენეფიციარებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-ს და ქულა მიენიჭათ გასული და მიმდინარე წლების პერიოდში;

ბ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს.

9. ფენილკეტონურიით და ჰიპერფენილალანემიით დაავადებულ ბავშვებს (სპეციალური საკვების შესაძენად) დახმარება გაეწევათ კალენდარული წლის განმავლობაში – 3000 (სამიათასი) ლარის ოდენობით.

10. ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ამ წესით განსაზღვრული პირობების დაცვით რეგისტრირებული იმ გაჭირვებული მოქალაქეების (ოჯახების), რომლებიც განცხადებით მომართვის პერიოდში არ არიან რეგისტრირებული სოციალური მომსახურების სააგენტოს სიღატაკის დაძლევის სახელმწიფო პროგრამის მონაცემთა ერთიან ბაზაში ან/და რეგისტრირებულია და არ აქვს მინიჭებული სარეიტინგო ქულა, მათი მომართვის პერიოდში მძიმეა (ოჯახების) სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობა და არ მიეკუთვნება გაცემის წესის მიხედვით განსაზღვრულ არცერთ კატეგორიას და ესაჭიროება სამედიცინო მომსახურების დაფინანსება ან თანადაფინანსება, აგრეთვე იმ მოქალაქეების, რომელზეც განცხადების განხილვის ეტაპისთვის ვრცელდება წესით დაწესებული შეზღუდვები (მაგ: ათვისებული აქვს პროგრამით გათვალისწინებული გასაცემი დახმარებები), განცხადებას განიხილავს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მიერ შექმნილი სოციალური მდგომარეობის შემსწავლელი სამუშაო ჯგუფი. შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულიდან მერის წარმომადგენლის შუამდგომლობისა და მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის დასკვნის საფუძველზე, შესაძლებელია გამონაკლისის სახით დახმარება გაეწიოს ამ პუნქტით განსაზღვრულ პირს, კალენდარული წლის გამავლობაში ერთჯერადად, არაუმეტეს 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობის თანხით.

11. ამ მუხლით განსაზღვრულმა ბენეფიციარმა, მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ან შესაბამისი უფლების მქონე პირმა დახმარების მიზნით მერიაში უნდა წარადგინოს:

ა) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი;

გ) ბენეფიციარის პირადობის მოწმობის დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი;

დ) დაბადების მოწმობის ქსეროასლი;

ე) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა N IV – 100/ა);

ვ) საექსპერტო-სამედიცინო კომისიის აქტის ამონაწერი ან/და ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის;

ზ) ომისა და სამხედრო ძალების ვეტერნის მოწმობის ქსეროასლი;

თ) იძულებით გადაადგილებული პირის დამადასტურებელი მოწმობის ქსეროასლი;

ი) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან;        

კ) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი შესაბამისი სამედიცინო დაწესებულებიდან.

12. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშწორების ფორმით, შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების საბანკო ანგარიშზე.

13. ამ მუხლით გათვალისწინებული დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით, მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის დასკვნის საფუძველზე.

2. მე-14 მუხლში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 14. სტიქით დაზარალებული ოჯახების დახმარება

1. გასულ და მიმდინარე  წლებში სტიქიის (უპირატესად დამანგრეველი ხასიათის ბუნების მოვლენის – მიწისძვრა, სეტყვა, წყალდიდობა, დიდთოვლიანობა, ქარიშხალი, მეწყერი, ღვარცოფი), ხანძრის, სხვა უბედური და ფორსმაჟორული შემთხვევევის შედეგად საცხოვრებელ სახლებზე მიყენებული ზიანის აღსადგენად, დაზარალებულ ოჯახებს ერთჯერადი მატერიალური დახმარება გაეწევათ ზარალის ოდენობის შესაბამისად, აღნიშნული საკითხების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის დასკვნისა და მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულის გარდა, სხვა შემთხვევაში დაზიანებული (ან დაუსრულებელი) საცხოვრებელი სახლების აღდგენა (დასრულება) მოხდება (მინიმალური საცხოვრებელი პირობების შექმნა) შემდეგი კატეგორიის ოჯახებისათვის:

ა) ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირთა ოჯახებისათვის (რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-ს);

ბ) სტიქიის შედეგად მაღალმთიანი რაიონებიდან ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადმოსახლებული, სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის (სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-ს), რომელთა  სახლებიც არ არის საცხოვრებლად  ვარგისი;

გ) სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახებისათვის (რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-ს და რომლებსაც 65 000-დან 100 000-მდე ქულა მინიჭებული აქვთ გასულ და მიმდინარე წლებში), რომელთაც ჰყავთ სამი ან მეტი შვილი და საცხოვრებელი სახლები  არ არის საცხოვრისად ვარგისი;

დ) სოციალურად დაუცველი მარტოხელა პენსიონერებისათვის (სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-ს), რომელთა საცხოვრებელი სახლებიც არ არის საცხოვრებლად ვარგისი;

ე) ოჯახებისათვის, რომლებიც იმყოფებიან უკიდურეს ეკონომიკურ გასაჭირში და დახმარების გაცემის მომენტში ვერ ხვდებიან ამ მუხლით გათვალისწინებულ კატეგორიებში.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული კატეგორიების ოჯახების საცხოვრებელი სახლების შეკეთება მოხდება ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მიერ შექმნილი შესაბამისი საკითხების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის დასკვნის საფუძველზე. სარემონტო სამუშაოების განხორციელების უზრუნველყოფა მოხდება მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურების მიერ მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით. ჩატარებული სამუშაოების ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 15 000 (თხუთმეტი ათასი) ლარს.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ხანძრის, სხვა უბედური და ფორსმაჟორული შემთხვევების შედეგად საცხოვრებელ სახლზე მიყენებული ზიანის აღსადგენად, დაზარალებულ ოჯახებს 500 (ხუთასი) ლარამდე ზარალი აუნაზღაურდებათ სრულად, ხოლო 500 (ხუთასი) ლარის ზემოთ – მიყენებული ზიანის 70%-ის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 20 000 (ოცი ათასი) ლარისა. ხოლო სტიქიის (უპირატესად დამანგრეველი ხასიათის ბუნების მოვლენის – მიწისძვრა, სეტყვა, წყალდიდობა, დიდთოვლობა, ქარიშხალი, მეწყერი, ღვარცოფი) შედეგად დაზარალებულ ოჯახებს ზარალი აუნაზღაურდებათ სრულად, წარმოდგენილი აუდიტის დასკვნის შესაბამისად.

5. სტიქიის, ხანძრის, სხვა უბედური და ფორსმაჟორული შემთხვევების შედეგად მსხვილფეხა და წვრილფეხა საქონელზე, საქონლის სადგომზე, საქონლის საკვებსა (თივა) და საკვების შესანახ თავლაზე მიყენებული ზიანის აღსადგენად დაზარალებულ ოჯახებს ერთჯერადი მატერიალური დახმარება გაეწევათ ზარალის ოდენობის შესაბამისად, აღნიშნული საკითხების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის დასკვნის და მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე.

6. მსხვილფეხა და მწვრილფეხა საქონელზე, აგრეთვე საქონლის სადგომზე მიყენებული ზარალის შემთხვევაში, დაზარალებულ ოჯახებს ზარალი აუნაზღაურდებათ მიყენებული ზიანის 70%-ის შემთხვევაში,  მაგრამ არაუმეტეს 3 000 (სამი ათასი) ლარისა, ხოლო საქონლის საკვებზე (თივა), აგრეთვე საკვების (თივა) შესანახ თავლაზე მიყენებული ზარალის შემთხვევაში – არაუმეტეს 500 (ხუთასი) ლარისა.

7. ამ მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 პუნქტებით განსაზღვრულმა ბენეფიციარებმა, მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ან შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირმა დახმარების მიღების მიზნით მუნიციპალიტეტში უნდა წარადგინოს:

ა) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ)  პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

გ) შვილების დაბადების მოწმობის ასლები (ამ მუხლის მე-2 პუნქტის  „გ“ ქვეპუნქტებით სარგებლობის შემთხვევაში);

დ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა  ერთიანი ბაზიდან (ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“,  „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით სარგებლობის შემთხვევაში);

ე) იძულებით გადაადგილებული პირის დამადასტურებელი მოწმობის ქსეროასლი (ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით სარგებლობის შემთხვევაში);

ვ) ცნობა საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოდან (ამ მუხლის პირველი და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში);

ზ) აუდიტის დასკვნა ზარალის ოდენობის შესახებ;

თ) სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან განცხადება – ანკეტის (ფორმა №1) ასლი, თუ პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში რეგისტრაციის ადგილის აღმნიშვნელი ჩანაწერი დაფიქსირებული არ არის.

8. ბენეფიციარი ვალდებულია წარმოადგინოს აუდიტის დასკვნა ამ მუხლით გათვალისწინებულ  შემთხვევებში, თუ მიყენებული ზარალის ოდენობა აღემატება 500 (ხუთას) ლარს.

9. იმ შემთხვევაში, თუ სტიქიით მიყენებული ზარალის ოდენობა არ აღემატება 500 (ხუთასი) ლარს, ზარალის ანაზღაურება, ამავე მუხლის პირველი პუნქტის  შესაბამისად, შესაძლებელია მოხდეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის მიერ შედგენილი დეფექტური აქტის საფუძველზე.

10. ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე ფულადი დახმარების გაცემის შემთხვევაში ბენეფიციარი იღებს ვალდებულებას მიზნობრივად გახარჯოს მუნიციპალიტეტისგან მიღებული ფულადი დახმარება, რის შესახებაც ბენეფიციარს, მისი ოჯახის სრულწლოვან წევრს ან შესაბამისი უფლებამისილების მქონე პირს შორის ფორმდება წერილობითი ხელშეკრულება.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2020 წლის პირველი თებერვლიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთამაზ ჟორჟოლიანი