„საჰაერო ტრანსპორტით სახიფათო ტვირთის გადაზიდვის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 27 დეკემბრის №263 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საჰაერო ტრანსპორტით სახიფათო ტვირთის გადაზიდვის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 27 დეკემბრის №263 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 29
დოკუმენტის მიმღები სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი
მიღების თარიღი 03/02/2020
დოკუმენტის ტიპი სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/02/2020
სარეგისტრაციო კოდი 310150000.54.066.016174
29
03/02/2020
ვებგვერდი, 07/02/2020
310150000.54.066.016174
„საჰაერო ტრანსპორტით სახიფათო ტვირთის გადაზიდვის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 27 დეკემბრის №263 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი
 

სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის

ბრძანება №29

2020 წლის 3 თებერვალი

ქ. თბილისი

„საჰაერო ტრანსპორტით სახიფათო ტვირთის გადაზიდვის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 27 დეკემბრის №263 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საჰაერო ტრანსპორტით სახიფათო ტვირთის გადაზიდვის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 27 დეკემბრის №263 ბრძანებით (ვებგვერდი, 30/12/2013, 310150000.54.066.016060)  დამტკიცებულ „საჰაერო ტრანსპორტით სახიფათო ტვირთის გადაზიდვის წესში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. პირველი მუხლის:

ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) „გათავისუფლება“ (Exemption) – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს (შემდგომში - სააგენტო) ან სხვა შესაბამისი სახელმწიფოს გადაწყვეტილება, რომელიც ითვალისწინებს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (იკაო) პერიოდული ოფიციალური გამოცემის „საჰაერო ტრანსპორტით სახიფათო ტვირთის უსაფრთხოდ გადაზიდვის შესახებ ტექნიკური ინსტრუქციების“ – Doc 9284 (შემდგომ – ტი-ები) დებულებებისგან გათავისუფლებას იმ დასახელების სახიფათო ტვირთებზე, რომლის გადაზიდვა იკრძალება ჩვეულებრივ მდგომარეობაში და მათზე არ ვრცელდება ტი-ების A1 და A2 სპეციალური დებულებები“.

შენიშვნა:გათავისუფლების“ შემთხვევაში შესაბამისი სახელმწიფო შესაძლოა იყოს გამგზავნი, ექსპლუატანტის, ტრანზიტის, გადაფრენისა ან დანიშნულების სახელმწიფო“.

ბ) „ხ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ხ) პერსონალის სერტიფიკატი – დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს შესაბამისი პერსონალის მიერ სახიფათო ტვირთების გადაზიდვასთან დაკავშირებით სათანადო სასწავლო კურსის გავლას“.

2. პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ5“ ქვეპუნქტი:

„ჰ5) ინსტრუქტორი – ფიზიკური პირი, რომელიც სააგენტოს მიერ, ამ წესის შესაბამისად გაცემული მოწმობის საფუძველზე, ახორციელებს საჰაერო ტრანსპორტით სახიფათო ტვირთის გადაზიდვის თაობაზე სასწავლო კურსის ჩატარებას“.

3. მე-3 მუხლის:

ა) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. ექსპლუატანტმა სახიფათო ტვირთის გადაზიდვის ძირითადი საბუთები უნდა შეინახოს არანაკლებ სამი თვის განმავლობაში, იმ შემთხვევაშიც, თუ მას სახიფათო ტვირთის მომსახურების უფლებამოსილება გადაცემული აქვს სატვირთო აგენტისათვის. აღნიშნულ საბუთებს მიეკუთვნება:

ა) სახიფათო ტვირთის გადაზიდვის საბუთი (ტვირთგამგზავნის დეკლარაცია სახიფათო ტვირთზე, ავიასატვირთო ზედდებული);

ბ) სახიფათო ტვირთის მიღების საკონტროლო ფურცელი;

გ) საჰაერო ხომალდის მეთაურის წერილობითი ინფორმაცია (NOTOC)“.

ბ)  მე-13 პუნქტი შემდეგი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„13. ნებისმიერ ფიზიკურ პირს, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე ახორციელებს სამოქალაქო საჰაერო ტრანსპორტით სახიფათო ტვირთების გადაზიდვების მომსახურებას, უნდა გააჩნდეს პერსონალის შესაბამისი სერტიფიკატი.“

4. მე-4 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) აალებადი სითხეები – მე-3 კლასი;  

დ) აალებადი მყარი ნივთიერებები, ნივთიერებები, რომლებსაც გააჩნიათ თვითაალების თვისება, ნივთიერებები, რომლებიც წყალთან ურთიერთმოქმედების შედეგად გამოყოფენ ადვილაალებად აირებს – მე-4 კლასი“;

ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სახიფათო ტვირთების ზოგიერთი კლასი, საშიშროების მიხედვით, იყოფა კატეგორიებად.“;

5. მე-9 მუხლის მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

6. მე-13 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ტვირთგამგზავნი ადგენს, ხელს აწერს და გადამზიდველს გადასცემს სახიფათო ტვირთის გადაზიდვის საბუთს (ტვირთგამგზავნის დეკლარაციას), რომელიც უნდა შეიცავდეს ტი-ებით გათვალისწინებულ ინფორმაციას. სახიფათო ტვირთის საბუთი შეიძლება წარდგენილ იქნეს ნებისმიერი ფორმით (მათ შორის, ელექტრონული ფორმით), იმ პირობით, თუ ის შეიცავს ტი-ებით გათვალისწინებულ ინფორმაციას.“

7. მე-14 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტის „ა“, „ზ“ და „ლ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) სახიფათო ტვირთის მიღებას ახორციელებს სახიფათო ტვირთის მიღების საკონტროლო ფურცლით“; 

„ზ) ტვირთის მიღების ზონაში, ტვირთგამგზავნის  გაფრთხილების მიზნით, განათავსოს  თვალსაჩინოდ ინფორმაცია სახიფათო ტვირთების გადაზიდვების შესახებ“;  

„ლ) საჰაერო ხომალდის მეთაურს აწვდის წერილობით ინფორმაციას (NOTOC-ს) ყველა იმ სახიფათო ტვირთზე, რომელიც საჰაერო ხომალდში უნდა ჩაიტვირთოს. ეს ინფორმაცია უნდა შეესაბამებოდეს ტი-ების მოთხოვნებს“;

ბ)  მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ნ“ ქვეპუნქტი:

„ნ) უზრუნველყოფს სახიფათო ტვირთის გადაზიდვასთან დაკავშირებით პასუხისმგებელი პირის დანიშვნას, მის გადამზადებას კომპეტენციის შესაბამისად და მისი თანამდებობრივი ინსტრუქციის შემუშავებას.“

გ) მე-2 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის „ლ.ა“, -„ლ.კ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს.

დ)  მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საავიაციო სატვირთო ტერმინალს უნდა გააჩნდეს პერსონალის მომზადების პროგრამა, საჰაერო ტრანსპორტით სახიფათო ტვირთის გადაზიდვასთან დაკავშირებით, რომელიც უნდა დამტკიცდეს სატვირთო ტერმინალის მიერ და შეთანხმებული იყოს სააგენტოსთან“.

ე) დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. საავიაციო სატვირთო ტერმინალი ვალდებულია, უზრუნველყოს ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პერსონალის მომზადების პროგრამის მუდმივი განახლება“.

8. მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ა.ა“ და „ი“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა.ა) თუ მას არ ერთვის სახიფათო ტვირთის გადაზიდვის საბუთი (ტვირთგამგზავნის დეკლარაცია)“;

„ი) სხვადასხვა თვისების სახიფათო ტვირთის სხ-ში ჩატვირთვისას, რომლებიც შესაძლებელია სახიფათო ურთიერთქმედებაში შევიდნენ ერთმანეთთან, უზრუნველყოს მათი ცალ-ცალკე განთავსება ტი-ების მოთხოვნების შესაბამისად“.

9. მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 17. პერსონალის მომზადება

1. პერსონალის მომზადებისა და გადამზადების სასწავლო პროგრამები, საჰაერო ხომალდით სახიფათო ტვირთების გადაზიდვებთან დაკავშირებით, უნდა შეიმუშაონ:

ა) ექსპლუატანტებმა (მიუხედავად იმისა, მინიჭებული აქვს თუ არა სახიფათო ტვირთის გადაზიდვის უფლება);

ბ) საავიაციო სატვირთო ტერმინალებმა;

გ) დანიშნულმა საფოსტო ოპერატორებმა;

დ) სასწავლო დაწესებულებებმა (რომლებიც მიზნად ისახავენ, საჰაერო ხომალდით სახიფათო ტვირთების გადაზიდვებთან დაკავშირებით, სასწავლო კურსების მიწოდებას).

შენიშვნა: აღნიშნული პროგრამები უნდა შეესაბამებოდეს იკაოს „საჰაერო  ტრანსპორტით სახიფათო ტვირთის გადაზიდვის ტექნიკური ინსტრუქციების“ (Doc 9284) მოთხოვნებს.

2. პროგრამები უნდა დამტკიცდეს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სუბიექტების მიერ და შეთანხმებული იქნეს სააგენტოსთან.

3. სასწავლო პროგრამებისთვის დადგენილი მოთხოვნები, მოსამზადებელი და გადასამზადებელი პერსონალის კატეგორიები და მათ მიერ შესასწავლი სასწავლო კურსის შინაარსი განისაზღვრება ტი-ებით.

4. პერსონალის მომზადების ან გადამზადების პროგრამების მოცულობა უნდა შეესაბამებოდეს ამ პერსონალის თანამდებობრივ უფლება-მოვალეობებს.

5. პროგრამა უნდა მოიცავდეს:

ა) ზოგადსაგანმანათლებლო მომზადებას, რომლის მიზანია სახიფათო ტვირთების უსაფრთხო გადაზიდვის ზოგადი ნორმების გაცნობა და შესწავლა;

ბ) სპეციალიზირებულ მომზადებას, რომლის მიზანია კონკრეტული თანამდებობრივი უფლება-მოვალეობებით გამოწვეული ფუნქციების შესრულების უზრუნველყოფა;

გ) სახიფათო ტვირთის უსაფრთხოების უზრუნველყოფას, რომლის მიზანია საშიშროების სახეობის შესწავლა, უსაფრთხო დამუშავების მეთოდების გაცნობა და ავარიულ სიტუაციაში მოქმედებათა წესების შესწავლა.

6. პროგრამების შესწავლის შემდეგ პერსონალის ტესტირება სავალდებულოა. მხოლოდ ტესტირების დადებითი შედეგების შემთხვევაში გაიცემა შესაბამისობის სერტიფიკატი.

7. სერტიფიკატში უნდა აისახოს:

ა) სერტიფიკატის მფლობელის სახელი და გვარი;

ბ) მომზადების გავლისა და სერტიფიკატის მოქმედების თარიღი;

გ) სასწავლო პროგრამის შემადგენლობა და მომზადების კატეგორია;

დ) სერტიფიკატის ნომერი.

ე) სერტიფიკატის გამცემი ორგანიზაციის სახელი;

8. პერსონალის მომზადება ხორციელდება ორ წელიწადში ერთხელ.

9. იმ შემთხვევაში, თუ პერსონალის პერიოდული მომზადება/გადამზადება განხორციელდა მომზადების მოქმედების ვადის გასვლამდე ბოლო სამი კალენდარული თვის პერიოდში, მომზადების მოქმედების ვადა გრძელდება მომზადების გავლის ბოლო ვადის გასვლიდან 24 კალენდარული თვის დამთავრებამდე.

10. პერსონალის სწავლებისა და სერტიფიცირებასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის შენახვის მინიმალური ვადაა 3 წელი.

11. პერსონალის მომზადება შესაძლებელია განხორციელდეს როგორც საკლასო, ასევე ელექტრონული სწავლების მეთოდებით. აღნიშნული სასწავლო კურსების სისწორეზე პასუხისმგებლობა ეკისრება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ სუბიექტებს.

12. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სუბიექტები ვალდებულნი არიან:

ა) საჰაერო ტრანსპორტით სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სასწავლო კურსის განხორციელების თაობაზე ინფორმაცია მიაწოდონ სააგენტოს, სწავლებამდე 3 სამუშაო დღით ადრე;

ბ) უზრუნველყონ პერსონალის სწავლებასთან დაკავშირებული  დეტალური ჩანაწერების ან ასლების (მათ შორის, უცხო ქვეყანაში ან უცხო ქვეყნის ინსტრუქტორის მიერ სწავლების მიწოდების დროს) შენახვა ისეთი სახით, რომ შესაძლებელი იყოს მათ მიერ გავლილი სასწავლო კურსის შესაბამისობის დადგენა ამ წესით განსაზღვრულ მოთხოვნებთან;

გ) უზრუნველყოს სასწავლო ბაზის (მსმენელთა თეორიული/პრაქტიკული მომზადებისათვის საჭირო, სასწავლო პროგრამებით განსაზღვრული სწავლების მიზნების შესაბამისი შენობა-ნაგებობების, აუდიტორიის, საგამოცდო ოთახის, ჩანაწერების შენახვის სივრცის, პრაქტიკული სწავლების საშუალებების ერთობლიობა, რომელიც განკუთვნილია სასწავლო პროცესის სათანადო დონეზე ჩასატარებლად) მოწყობა.“

10. 171 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 171. ინსტრუქტორის სერტიფიცირება და ვალდებულებები

1.  საქართველოში რეგისტრირებულმა ექსპლუატანტებმა, საავიაციო სატვირთო ტერმინალებმა, დანიშნულმა საფოსტო ოპერატორებმა და სასწავლო დაწესებულებებმა უნდა უზრუნველყონ პერსონალის მომზადება სააგენტოს მიერ სერტიფიცირებული ინსტრუქტორის მეშვეობით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პერსონალის მომზადება ხორციელდება უცხო ქვეყანის სასწავლო დაწესებულების მიერ ან/და უცხო ქვეყნის ინსტრუქტორის მიერ. 

2. პირმა, ინსტრუქტორის მოწმობის მისაღებად, სააგენტოში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება;

ბ) სასწავლო საგნის მასალები (სახელმძღვანელო(ები), კონსპექტ(ებ)ი, ნაბეჭდი ან ელექტრონული ვერსია);

გ) საჰაერო ტრანსპორტით სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სფეროში მუშაობის არანაკლებ ორწლიანი სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;

დ) სახიფათო ტვირთის გადაზიდვასთან დაკავშირებით მე-6 ან სხვა შესაბამისი კატეგორიის პროგრამის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი.

3. ინსტრუქტორი კარგად უნდა იცნობდეს საჰაერო ტრანსპორტით სახიფათო ტვირთის უსაფრთხო გადაზიდვებთან დაკავშირებით საქართველოს კანონმდებლობით, სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) და/ან საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტის ასოციაციის (IATA) მიერ დადგენილ მოთხოვნებს. აღნიშნული მოთხოვნების ცოდნის შემოწმება ხორციელდება სააგენტოს მიერ ინსტრუქტორთან გასაუბრების საფუძველზე.

4. დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, სააგენტო გასცემს ინსტრუქტორის მოწმობას ამ წესის დანართით განსაზღვრული ფორმით.

5. ინსტრუქტორი ვალდებულია:

ა) კეთილსინდისიერად შეასრულოს ხელშეკრულების შესაბამისად მასზე დაკისრებული მოვალეობები;

ბ) სწორად აღრიცხოს მსმენელთა დასწრება;

გ) უზრუნველყოს სასწავლო პროცესის შესაბამისობა სასწავლო სილაბუსთან;

დ) ტესტების შემოწმებისას იხელმძღვანელოს ობიექტურობის პრინციპით;

ე) უზრუნველყოს სასწავლო მასალის მუდმივი განახლება.

6. ამ წესით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში, სააგენტო უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს ინსტრუქტორის მოწმობა.

7. ამ მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, ინსტრუქტორის მოწმობის გაუქმების შემთხვევაში, იგი უფლებამოსილია, სააგენტოს მიმართოს ახალი მოწმობის მიღების განცხადებით (სახიფათო ტვირთების კუთხით) მოწმობის გაუქმებიდან 6 თვის შემდეგ.

8. ინსტრუქტორმა, რომელიც ახორციელებს სახიფათო ტვირთების გადაზიდვებთან დაკავშირებით პერსონალის სწავლებას პირველადი და განმეორებითი პროგრამით, უნდა ჩაატაროს ასეთი სწავლება სულ მცირე, 24 თვეში ერთხელ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ინსტრუქტორი ვალდებულია გაიაროს გადასწავლება.

9. ინსტრუქტორის მოწმობა გაიცემა 3 წლის ვადით.“.

11. წესს დაემატოს შემდეგი შინაარსის 172 მუხლი:

„მუხლი 172. პერსონალის ინფორმირება

ექსპლუატანტებმა, საავიაციო სატვირთო ტერმინალებმა, ტვირთგამგზავნებმა, დანიშნულმა საფოსტო ოპერატორებმა და სხვა საწარმოებმა, რომლებიც ჩართულნი არიან საქართველოს ტერიტორიაზე საჰაერო ტრანსპორტით სახიფათო ტვირთების გადაზიდვაში, უნდა მიაწოდონ თავის პერსონალს ინფორმაცია იმგვარად, რომ მათ შეძლონ სახიფათო ტვირთებთან დაკავშირებით მათზე დაკისრებული მოვალეობების ჯეროვნად განხორციელება. აღნიშნულ პერსონალს, ასევე, უნდა მიეწოდოს ინსტრუქციები სახიფათო ტვირთთან დაკავშირებული ავარიული ვითარების დროს განსახორციელებელი ქმედებების შესახებ“.

12. წესს დაემატოს დანართი თანდართული რედაქციით.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სსიპ - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორილევან კარანაძე