თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის №07 დადგენილებაში „თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოების დოკუმენტების ფორმების დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 2
დოკუმენტის მიმღები თელავის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 31/01/2020
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/02/2020
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.163.016494
2
31/01/2020
ვებგვერდი, 04/02/2020
010250050.35.163.016494
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის №07 დადგენილებაში „თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოების დოკუმენტების ფორმების დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე
თელავის მუნიციპალიტეტი
 
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №2

2020 წლის 31 იანვარი

ქ. თელავი

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის №07 დადგენილებაში „თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოების დოკუმენტების ფორმების დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო  ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის №07 დადგენილებაში „თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოების  დოკუმენტების  ფორმების დამტკიცების შესახებ“ (www.matsne.gov.ge, 29/01/2018, 010250050.35.163.016385) და

1. დადგენილებას დაემატოს 71 მუხლი  შემდეგი რედაქცით:

,,მუხლი 71. დამტკიცდეს „საჯარიმო ქვითარი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი“ ფორმა დანართი №8-ის  შესაბამისად.

2. დადგენილების დანართი №8 ჩამოყალიბდეს თანდართული ფორმით.

მუხლი 2
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეარჩილი თხლაშიძე

დანართი

საჯარიმო ქვითარი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი

საჯარიმო ქვითრის (ოქმის) შედგენისას დამრღვევს განემარტა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებული  უფლებები და მოვალეობები:  
 „ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს უფლება აქვს გაეცნოს საქმის მასალებს, მისცეს ახსნა-განმარტებანი, წარადგინოს მტკიცებულებანი, განაცხადოს შუამდგომლობანი; საქმის განხილვისას ისარგებლოს ადვოკატის იურიდიული დახმარებით; გამოვიდეს სახელმწიფო ენაზე და თუ არ იცის მიმდინარე წარმოების ენა, ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით; გაასაჩივროს საქმის გამო მიღებული დადგენილება. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე განიხილება იმ პირის თანდასწრებით, რომელიც მიცემულია ადმინისტრაციულ პასუხისგებაში. ამ პირის დაუსწრებლად საქმე შეიძლება განხილულ იქნეს მხოლოდ ისეთ შემთხვევაში, როცა არის ცნობა მისთვის საქმის განხილვის ადგილისა და დროის დროული შეტყობინების შესახებ და მისგან არ არის შემოსული შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე.“
 
მოქალაქეს მიეცა განმარტება, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 2341 მუხლით დადგენილი წესით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვისას მიღებული დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარისათვის შესაბამისი დადგენილების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში ამავე კოდექსის 273-ე მუხლის შესაბამისად.
ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისთვის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული 30-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ პირს დაერიცხება საურავი ჩადენილი დარღვევისთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისი პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის ოდენობით. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში დამრღვევის მიმართ განხორციელდება ჯარიმისა და საურავის გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
 
სფს-ს რეგისტრაციის №
დამკვეთი: თელავის მუნიციპალიტეტის მერია 
დამამზადებელი: