დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ერედვის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 10 დეკემბრის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 3 |
| დოკუმენტის მიმღები | ერედვის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 03/02/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/02/2020 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2021 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.147.016228 |
|
„ერედვის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 10 დეკემბრის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების და საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„ერედვის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 10 დეკემბრის №18 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 12/12/2019; 010250020.35.147.016224) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-6 მუხლი ამოღებულ იქნეს. ბ) დადგენილებით დამტკიცებულ წესს დაემატოს შემდეგი შინაარსის 121 მუხლი.: „მუხლი 12 1. სოფელ საქაშეთის და სოფელ მეტეხის დევნილთა დასახლებებში მცხოვრებ დევნილთა ოჯახების სამშენებლო მასალებით დახმარება 1. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ საქაშეთის დევნილთა დასახლებაში მცხოვრებ ერედვის მუნიციპალიტეტის ტერიტორიიდან დევნილ 44 (ორმოცდაოთხი) ოჯახს გაეწიოს სამშენებლო მასალებით (იატაკის ლამინატი) დახმარება. 2. კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მეტეხის დევნილთა დასახლებაში მცხოვრებ ერედვის მუნიციპალიტეტის ტერიტორიიდან დევნილ 15 (თხუთმეტი) ოჯახს გაეწიოს სამშენებლო მასალებით (იატაკის ლამინატი) დახმარება. 3. სამშენებლო მასალა დახმარების მიმღებს გადაეცემა საცხოვრებელი კოტეჯების იატაკის შესაცვლელად. 4. დახმარების მისაღებად მოქალაქემ მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია: ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; გ) იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის ასლი; დ) ამონაწერი სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან; ე) ინფორმაცია თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელისაგან – თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულისაგან, დახმარების მიმღების ერედვის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მუდმივი მაცხოვრებლობის შესახებ (ასეთის მოთხოვნის შემთხვევაში). 5. დახმარების გადაცემა მოხდება მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებით“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები