დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური პროგრამის ქვეპროგრამების დამტკიცების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 25 დეკემბრის №20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1 |
| დოკუმენტის მიმღები | გარდაბნის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 31/01/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/02/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.161.016454 |
|
,,გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური პროგრამის ქვეპროგრამების დამტკიცების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 25 დეკემბრის №20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის საფუძველზე, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება „გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური პროგრამის ქვეპროგრამების დამტკიცების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 25 დეკემბრის №20 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge; 30/12/2019; სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.161.016453) და
ა). დადგენილებას დაემატოს 21 მუხლი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 21 „გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური პროგრამის ქვეპროგრამების დამტკიცების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 4 თებერვლის №5 დადგენილებით დამტკიცებული ქვეპროგრამების ფარგლებში გაცემული ადმინისტრაციული დაპირების საფუძველზე, შესრულებული სამუშაოს დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის შემდეგ, საბოლოო გადაწყვეტილება თანხის გამოყოფის შესახებ გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის მიერ მიღებულ იქნეს „გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური პროგრამის შესაბამისი ქვეპროგრამებიდან;”; ბ) დადგენილებით დამტკიცებული დანართი 20-ის „ზამთრის სეზონის დადგომასთან დაკავშირებით გათბობის უზრუნველყოფის პროგრამა“ (პროგრამული კოდი - 06 02 23) მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 5 პროგრამა ითვალისწინებს ზამთრის დადგომასთან დაკავშირებით (იანვარი, თებერვალი, ნოემბერი, დეკემბერი) გათბობის უზრუნველსაყოფად ფინანსურ დახმარებას, თვეში 50 ლარის ოდენობით.“ გ) დადგენილებით დამტკიცებული დანართი 12-ის „სტუდენტების მატერიალური დახმარების პროგრამა“ (ქვეპროგრამის კოდი 06 02 15) მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 5 პროგრამით მოსარგეებლეების დაფინანსება: პროგრამა ითვალისწინებს იმ სტუდენტების სოციალურ დახმარებას, რომლებიც სწავლობენ აკრედიტირებულ უმაღლეს სასწავლებლებში. სტუდენტებზე დახმარება გაიცემა 100 (ასი) ლარის ოდენობით, ყოველთვიურად აკადემიური სასწავლო წლის განმავლობაში.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები