დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ყვარლის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 27 დეკემბრის N29 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 2 |
დოკუმენტის მიმღები | ყვარლის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 03/02/2020 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/02/2020 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2021 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.164.016371 |
|
„ყვარლის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 27 დეკემბრის №29 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება „ყვარლის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 27 დეკემბრის №29 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 30.12.2019, სარეგისტრაციო კოდი: 190020020.35.164.016369), კერძოდ, შეიცვალოს დადგენილების დანართი და ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
(დანართი დადგენილებას თან ერთვის) |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი
|
თავი I. ყვარლის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ძირითადი მაჩვენებლები
მუხლი 1. ბიუჯეტის ბალანსი ბიუჯეტის ბალანსი განისაზღვროს შემდეგი რედაქციით: ათას ლარში
მუხლი 2. ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება განისაზღვროს შემდეგი რედაქციით: ათას ლარში
მუხლი 3. ბიუჯეტის შემოსავლები ბიუჯეტის შემოსავლები განისაზღვროს 14 141,7 ათასი ლარით: ათას ლარში
მუხლი 4. ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები ბიუჯეტის გადასახადები განისაზღვროს 8,920.3 ათასი ლარით: ათას ლარში
მუხლი 5. ბიუჯეტის გრანტები ბიუჯეტის გრანტები განისაზღვროს 4 736,4 ათასი ლარით: ათას ლარში
მუხლი 6. ბიუჯეტის სხვა შემოსავლები ბიუჯეტის სხვა შემოსავლები განისაზღვროს 485.0 ათასი ლარით: ათას ლარში
მუხლი 7. ბიუჯეტის ხარჯები ეკონომიკური კლასიფიკაციით ბიუჯეტის ხარჯები განისაზღვროს 8 574,2 ათასი ლარით: ათას ლარში
მუხლი 8. ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვოროს 8 180,7 ათასი ლარით. მათ შორის, არაფინანსური აქტივების ზრდა 8 330,7 ათასი ლარით, ხოლო არაფინანსური აქტივების კლება 150.0 ათასი ლარით: ათას ლარში
ათას ლარში
მუხლი 9. ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ფუნქციონალური კლასიფიკაცია განისაზღვროს ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში შემდეგი რეადაქციით:
მუხლი 10. ბიუჯეტის საოპერაციო და მთლიანი სალდო ბიუჯეტის მთლიანი სალდო განისაზღვროს -2 613.2 ათასი ლარით, ხოლო საოპერაციო სალდო 5 567.5 ათასი ლარით: ათას ლარში
მუხლი 11. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს -2 690.2 ათასი ლარით: ათას ლარში
მუხლი 12. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება განისაზღვროს 77.0 ათასი ლარი ოდენობით. აღნიშნული წარმოადგენს მუნიციპალური განვითარების ფონდიდან 2019 წელს მიღებული სესხის ძირითადი თანხის დაფარვას.
თავი II. ყვარლის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები, პროგრამები, ქვეპროგრამები
მუხლი 13. ინფრასტრუქტურის განვითარება ინფრასტრუქტურის განვითარების პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს 6217,6 ათასი ლარი. ინფრასტრუქტურის განვითარების პიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რედაქციით: ათას ლარში
მუხლი 14. დასუფთავება და გარემოს დაცვა დასუფთავება და გარემოს დაცვის პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს 607,1 ათასი ლარი. დასუფთავება და გარემოს დაცვის პიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რედაქციით: ათას ლარში
მუხლი 15. განათლება განათლების პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს 3 529,4 ათასი ლარი. განათლების პიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რედაქციით: ათას ლარში
მუხლი 16. კულტურა, ახალგაზრდობა და სპორტი კულტურის, ახალგაზრდობისა და სპორტის პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს 3 128,8 ათასი ლარი. კულტურის, ახალგაზრდობისა და სპორტის პრიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რედაქციით: ათას ლარში
მუხლი 17. ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფის პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს 949,6 ათასი ლარი. ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფის პიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რედაქციით: ათას ლარში
თავი III. ყვარლის ბიუჯეტის ასიგნებები მუხლი 19. ბიუჯეტის ასიგნებები ყვარლის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:
თავი IV. მარეგულირებელი ნორმები მუხლი 20. ასიგნებების დაფინანსება ყვარლის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის ასიგნებების დაფინანსება გაგრძელდეს სახელმწიფო ხაზინის ერთიანი ანგარიშიდან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფინანსების მართვის საინფორმაციო (ელექტრონული) სისტემის მეშვეობით. მუხლი 21. ასიგნებების გადანაწილება ყვარლის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებების გადანაწილება და ცვლილებები პროგრამულ კლასიფიკაციაში განხორციელდეს დამტკიცებული წლიური ასიგნებების ფარგლებში საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის დადგენილი წესის თანახმად. მუხლი 22. კანომდებლობით განსაზღვრული ფულადი ჯილდო, დანამატი და სხვა გასაცემლების ანაზღაურება 2020 წლის განმავლობაში ყვარლის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულებებისა და ორგანიზაციების მოსამსახურეებზე საქართველოს კანომდებლობით განსაზღვრული ფულადი ჯილდო, დანამატი და სხვა ანაზღაურება გაიცეს მათთვის შესაბამისი ბიუჯეტებით დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში. მუხლი 23. სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებებზე ზედამხედველობა ყვარლის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით განსაზღვრული პროგრამებისა და ქვეპროგრამების განხორციელება, ამ პროგრამებისა და ქვეპროგრამების ფარგლებში გაფორმებულ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების შესრულებაზე კონტროლი (ინსპექტირება), დაევალოთ მერიის სამსახურებს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 24. პროგრამებისა და ქვეპროგრამების განმახორციელებელი ორგანიზაციები პროგრამებისა და ქვეპროგრამების განმახორციელებელი ორგანიზაციების ნუსხა დამტკიცდეს მუნიციპალიტეტის მერის მიერ და მასვე მიენიჭოს ცვლილებების შეტანის უფლებამოსილება. მუხლი 25. დავალიანებების ანაზღაურება მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამული კოდი 01 02 02-დან დაფინანსდება წინა წლების დავალიანებები, სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხები, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით იძულებით ჩამოჭრილი თანხები და მუნიციპალიტეტის მიერ აღიარებული ვალდებულებები. წინა წლებში წარმოქმნილი ფაქტობრივი დავალიანებების დასაფარავად ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფმა საბიუჯეტო ორგანიზაციებმა და დაწესებულებებმა შესაძლებელია გამოიყენონ 2020 წელს მათთვის გამოყოფილი ასიგნებები იმ პირობით, რომ არ დაიშვება ახალი დავალიანების დაგროვება, რისთვისაც მთელი პასუხისმგებლობა ეკისრებათ აღნიშნულ ორგანიზაციებს. მუხლი 26. მიზნობრივი ტრანსფერი დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 1. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერი 160 000 ლარი მიიმართოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დელეგირებული უფლებამოსილების განსახორციელებლად. ა) „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 82 000 ლარი; ბ) „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ და „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 78 000 ლარი. 2. საქართველოს კანონის „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“ 69-ე მუხლის საფუძველზე წლის განმავლობაში შესაძლებელია დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ღონისძიებებს შორის ურთიერთგადანაწილება. მუხლი 27. სარეზერვო ფონდი 2020 წლის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის მოცულობა განისაზღვროს 50,0 ათასი ლარის ოდენობით, სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე. |
დოკუმენტის კომენტარები