„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2015 წლის 1 აგვისტოს №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 21
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი
მიღების თარიღი 04/02/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/02/2020
სარეგისტრაციო კოდი 130000000.63.075.016121
21
04/02/2020
ვებგვერდი, 04/02/2020
130000000.63.075.016121
„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2015 წლის 1 აგვისტოს №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი
 
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის

ბრძანება №21

2020 წლის 4 თებერვალი

ქ. თბილისი

„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2015 წლის 1 აგვისტოს №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივლისის №385 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2015 წლის 1 აგვისტოს №1 ბრძანებით (ვებგვერდი, www.matsne.gov.ge, 03/08/2015, სარეგისტრაციო კოდი – 130000000.63.075.016001) დამტკიცებულ წესში შევიდეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-13 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სამსახურის შტატგარეშე მოსამსახურეს შრომით ხელშეკრულებას უფორმებს  სამსახურის უფროსი ან მის მიერ უფლებამოსილი სამსახურის უფროსის მოადგილე (სტრუქტურული ქვედანაყოფის დებულებით პირდაპირ განსაზღვრულ შემთხვევაში – ასევე აღნიშნული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი), ხოლო თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელი. შტატგარეშე მოსამსახურეს შრომითი ხელშეკრულება, როგორც წესი, უფორმდება 6 თვემდე ვადით.“.

2. 29-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. მოსამსახურის დათხოვნის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სამსახურის უფროსი ან მის მიერ უფლებამოსილი სამსახურის უფროსის მოადგილე (შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე, ასევე ამ წესის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული პირი), აგრეთვე კომპეტენციის ფარგლებში საჯარო სამართლის იურიდიული პირის უფროსი.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსიგრიგოლ ლილუაშვილი