„საქართველოს სახელმწიფო ტყეებში ტყით არამერქნითი სარგებლობის ინსტრუქციის და ბუნებათსარგებლობისათვის ზღვრული პროცენტული ნიხრითი გაანგარიშების მეთოდიკის დამტკიცების შესახებ“

„საქართველოს სახელმწიფო ტყეებში ტყით არამერქნითი სარგებლობის ინსტრუქციის და ბუნებათსარგებლობისათვის ზღვრული პროცენტული ნიხრითი გაანგარიშების მეთოდიკის დამტკიცების შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 10/141
დოკუმენტის მიმღები სატყეო მეურნეობის დეპარტამენტი
მიღების თარიღი 03/12/1997
დოკუმენტის ტიპი აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა სახელმწიფო უწყების ხელმძღვანელის ბრძანება და ეროვნული კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 08/12/1997
სარეგისტრაციო კოდი 270.013.003.135
10/141
03/12/1997
გამოუქვეყნებელი, 0, 08/12/1997
270.013.003.135
„საქართველოს სახელმწიფო ტყეებში ტყით არამერქნითი სარგებლობის ინსტრუქციის და ბუნებათსარგებლობისათვის ზღვრული პროცენტული ნიხრითი გაანგარიშების მეთოდიკის დამტკიცების შესახებ“
სატყეო მეურნეობის დეპარტამენტი

 

საქართველოს სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტი

ბრძანება №10/141

1997 წლის 3 დეკემბერი

ქ. თბილისი

 საქართველოს სახელმწიფო ტყეებში ტყით არამერქნითი სარგებლობის ინსტრუქციის და ბუნებათსარგებლობისათვის ზღვრული პროცენტული ნიხრითი გაანგარიშების მეთოდიკის დამტკიცების შესახებ

საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტის 1995 წლის 7 მარტის დადგენილების –„საქართველოს რესპუბლიკის ტყის კოდექსში ცვლილებათა და დამატებათა შესახებ" საქართველოს რესპუბლიკის კანონის თაობაზე" შესაბამისად, სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტმა შეიმუშავა "საქართველოს სახელმწიფო ტყეებში ტყით არამერქნითი სარგებლობის ინსტრუქცია" და ბუნებრივი რესურსების ფასიანი სარგებლობისათვის ზღვრული პროცენტული ნიხრითი გაანგარიშების მეთოდიკა, სისტემის დაქვემდებარებული საწარმოებში ასამოქმედებლად.

ზემოთ აღნიშნული ინსტრუქციის და გაანგარიშებების მეთოდიკის საფუძველზე, საბაზრო ეკონომიკის პირობებში ტყის მეურნეობის შემოსავლების გადიდების, ბუნებრივ რესურსარგებლობაზე დამტკიცებული საგადასახადო კოდექსისათვის მდგრადი ეკონომიკური ბაზის შესაქმნელად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს "საქართველოს სახელმწიფო ტყეებში ტყით არამერქნითი სარგებლობის ინსტრუქცია" და მიღებული რეგლამენტის თანახმად სამართლებრივი შეფასების და რეგისტრაციის შემდეგ შემოღებულ იქნეს სახელმძღვანელოდ და შესასრულებლად (დანართი №1/).

2. ამოქმედდეს გაანგარიშების მეთოდიკური ცნობარი ზღვრული პროცენტული ნიხრით მოცულობაზე საბაზრო ფასიდან გამომდინარე იმ ბუნებრივ რესურსებზე, რომელთა რეწვა დაშვებულია დამტკიცებული ქვოტებითა და ლიცენზიებით (დანართი №2).

3. დაევალოს სისტემის დაქვემდებარებულ საწარმოებს და ორგანიზაციებს:

- მიიღონ სამოქმედოდ ნორმატიული აქტები ძალაში შესვლის დღიდანვე და შეიმუშაონ ბიზნესგეგმები რესურსების რაციონალურად და ეფექტიანად გამოყენების საქმეში;

- უზრუნველყონ საგადასახადო პოლიტიკის შესაფერისი ეკონომიკური ბაზის შექმნა და სახელმწიფო ტყის ფართობებზე რიცხული არამერქნითი რესურსარგებლობიდან სატყეო შემოსავლებით /ფულადი/ საკუთარი ფინანსური დამოუკიდებლობის განმტკიცება.

4. ამ ბრძანების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს ბატონ ჯ. ჩარკვიანს.

5. გამოიცეს სტამბური წესით, ხარჯები გაწეულ იქნეს ბიუჯეტის დაფინანსებიდან.

თავმჯდომარე გ. ჯაფარიძე

დაეგზავნოს: სისტემის დაქვემდებარებულ საწარმოებს და ორგანიზაციებს.

დანართი №1

 საქართველოს სახელმწიფო ტყეებში, ტყით არამერქნითი სარგებლობის

ი ნ ს ტ რ უ ქ ც ი ა

რეგისტრირებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს

მიერ 08. 12. 1997 წელს N270. 013. 003. 135

ქ. თბილისი 1997 წ.

1. ზოგადი დებულება

1.1. წინამდებარე ინსტრუქცია შედგენილია საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტის 1995 წლის 7 მარტის "საქართველოს რესპუბლიკის კოდექსში ცვლილებათა და დამატებათა შეტანის შესახებ", საქართველოს რესპუბლიკის კანონის თაობაზე" შესაბამისად, აგრეთვე სხვა კანონქვემდებარე აქტების მოთხოვნების, რომელიც ეხება ტყით არამერქნითი სარგებლობის საქმიანობას საქართველოს სახელმწიფო ტყეებში, ასევე ნაკრძალებში, ქალაქის ტყეებში და სხვა კატეგორიის ტყეებში, სადაც აუცილებელია დაცულ იქნეს სარგებლობის სპეციალური ნებართვა ამ ინსტრუქციით განსაზღვრულ ფარგლებში.

1.2. ტყით არამერქნითი სარგებლობას მიეკუთვნება: თიბვა, ძოვება საკვების და საფუტკრეების განლაგება, ველური ხილკენკრის, კაკლოვანების, სოკოს, სამკურნალო მცენარეების, ტყის თესლების, ლიკვიდური მერქნის არამერქნითი ნაწილების, სამკურნალო, სასურსათო და ტექნიკური ნედლეულის დამზადება;

ტყის იმ ფართობებზე; სადაც ამგვარი სარგებლობის საქმიანობის რეალიზაციას ახდენენ ფიზიკური და იურიდიული პირები ეწოდება კომერციული ტყეები. ამგვარი ტყეების ფართობების მოცულობას, ვადის სარგებლობის რეჟიმს და ნედლეულის საფასურს / გადასახდელების გათვალისწინებით/ სააუქციონო წესით განსაზღვრავს საქართველოს სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტი. /ტექსტში შემდგომ "დეპარტამენტი"/ კანონმდებლობით დადგენილი წესით.

1.3. ტყით არამერქნითი სარგებლობა უნდა ხორციელდებოდეს სატყეო პოლიტიკის ეროვნული სტრატეგიის გათვალისწინებით, მდგრადი რესურსსარგებლობის პრინციპების განუხრელი დაცვით და ამ ინსტრუქციის მოთხოვნილებათა და წესების დაცვით.

1.4. ტყის მოსარგებლეები შეიძლება იყვნენ სამთავრობო და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებები, აგრეთვე იურიდიული და ფიზიკური პირები.

1.5. ტყითმოსარგებლეებს ტყის ფართობები არამერქნითი, სარგებლობისათვის მიემაგრებათ სატყეო მეურნეობების მიერ სეზონურად და განსაზღვრული ვადით. მიმაგრების ფორმას დეპარტამენტთან შეთანხმებით განსაზღვრავს „იჯარის შესახებ" კანონი.

1.6. ტყით არამერქნითი სარგებლობის განხორცილება შეიძლება მხოლოდ სპეციალური ნებართვით -ტყის ბარათებით, რომელსაც გასცემენ სატყეო მეურნეობები დეპარტამენტთან შეთანხმებით.

სხვა ფორმა სიტყვიერი განკარგულებისა ან დავალებისა დაუშვებელია, ტყის ბარათში აღინიშნება ოპერაციის სახე, მოცულობა, ვადები, ადგილი /სატყეო, კვარტალი, ლიტერი/ და საფასური დღგ-ის ჩათვლით.

(დანართი №1).

მოქალაქეებმა ტყეში დასვენების მიზნით შეიძლება ისარგებლონ ბარათების გარეშე ბუნების ყველა ნობათით, მხოლოდ გამოტანის გარეშე, თუკი დაიცავენ ამ ინსტრუქციით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, მოქალაქეების ამგვარი ყოფნა ხორციელდება უფასოდ.

1.7. კომერციულ ტყეებში რეწვითი მიზნით განხორციელებული ყოველგვარი სარგებლობა ხდება სასურსათო, სამკურნალო და ტექნიკური ნედლეულის დამზადებაზე ბარათების გაფორმებით პროცენტული ნიხრებით გაანგარიშებული საფასურით, რომელშიც გათვალისწინებულია რესურსსარგებლობის გადასახდელი და დღგ-ის ფიქსირებული მოცულობა; თვით სატყეო მეურნეობა თავის საქმიანობას ახორციელებს მხოლოდ რესურსსარგებლობაზე გადასახადით განსაზღვრული მოცულობის ფარგლებში.

1.8. ტყით არამერქნითი სარგებლობის სამუშაოს მოცულობა შეიძლება შეიზღუდოს, სახელმწიფოს /ეკოლოგიური და სხვა/ ინტერესების გათვალისწინებით, რესურსარგებლობაზე ზიანის მიუყენებლად.

1.9. ტყით არამერქნითი ხანგრძლივი ვადით სარგებლობაზე მიზნობრივი პროგრამის შედგენისას აუცილებელია ბიზნეს გეგმების წარმოდგენა.

2. ტყით არამერქნითი სარგებლობის აღრიცხვა და განაწილება

2.1. ტყით არამერქნითი სარგებლობის რესურსული და ტერიტორიული გადაადგილება აუცილებლად უნდა ფიქსირდებოდეს ტყეთმოწყობის მასალებში. ტყეების გამოკვლევის და შესაბამისი ინვენტარული მონაცემების შეტანით.

2.2. ტყის ნაკვეთებზე და სახელწიფო ტყის ფონდის ტყით დაუფარავ ფართობებზე თიბვა და ძოვება წარმოებს იმ წესების დაცვით, რომელიც გათვალისწინებულია „საქართველოს ტყის ფართობზე თიბვის და პირუტყვის ძოვების წესებში", რომელსაც ამტკიცებს დეპარტამენტი.

2.3. სახელმწიფო ტყის ფონდის სანექტარო რესურსებით სარგებლობისათვის საფუტკრეების მოსაწყობად დროებითი ადგილების გამოყოფას აწესრიგებს სატყეო მეურნეობა, მას შემდეგ როდესაც მოსარგებლის /სანაშენე საწარმოები და სხვა, რომლებიც სარგებლობენ უფასო მთაბარობით/ განაცხადებს განიხილავს დეპარტამენტი და მიიღებს ამის შესახებ ნებართვას.

განცხადებები, რომელშიც ნაჩვენებია საჭირო ნაკვეთის ფართი და სკების რაოდენობა, შემოდის სატყეო მეურნეობის სახელზე, ხოლო სარაიონთაშორისო მთაბარობაზე დეპარტამენტის სახელზე, ერთი თვით ადრე ღალიანობის დაწყებამდე;

კერძო მეფუტკრეებისათვის სატყეო მეურნეობები გამოყოფენ ფართობებს საფუტკრის მოსაწყობად და გამოწერენ ფასიან ბარათებს ტყით არამერქნითი სარგებლობისათვის იმ ვადით, რომელსაც ბუნებრივი ღალიანობა განსაზღვრავს.

სატყეო მეურნეობებს უფლება ეძლევათ, ასევე მოიქცნენ ყველა იმ საწარმოების მიმართ, რომლებიც დაფუძნებულია "მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონით.

2.4. სატყეო მეურნეობები ეწევიან რეწვას სოჭის გირჩის, ხილკენკრის, კაკლოვნების და სხვა სასურსათო, სამკურნალო და ტექნიკურ ნედლეულზე.

არამერქნით სარგებლობას ეწევიან აგრეთვე იურიდიული და ფიზიკური პირები, რომლებიც წარმოადგენენ ბიზნესგეგმას და მიზნობრივ პროგრამებს. ამის შემდეგ მათ სახელშეკრულებო ვადით მიემაგრებათ მათ მიერ მოთხოვნილი რესურსების ფართობი, სადაც ახორციელებენ სამეწარმეო საქმიანობას. ვადა განისაზღვრება 5-10 წლით, იმისდა მიხედვით, თუ რა საქმიანობასთან და ოპერაციასთან გვაქვს საქმე. რესურსმოსარგებლეებთან დეპარტამენტი ამ ურთიერთობებს ათანხმებს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსთან კომპეტენციის ფარგლებში.

2.5. სატყეო მეურნეობები ერთ სეზონზე მეტი ვადით ტყის მეურნეობის კომერციული მიზნების მიმაგრების დროს აფორმებენ რესურსმოსარგებლეებთან ხელშეკრულებას, სადაც განსაზღვრულია ურთიერთ უფლება-მოვალეობები არამერქნით სარგებლობაზე;

ტყის ბარათები გაიცემა ერთი წლის ვადით და დოკუმენტი უფლებამოსილია მხოლოდ ერთ სეზონის განმავლობაში, რომლის შემდეგ ძალადაკარგულია;

მომდევნო სეზონისათვის მის განახლებისას მხედველობაში მიიღება წინა წელს მომხმარებლის რესურსთან ფაქტობრივი დამოკიდებულება, მდგრადი რესურსარგებლობის პოზიციიდან გამომდინარე.

სატყეო მეურნეობას უფლება აქვს რესურსმოსარგებლეს არ გაუფორმოს ხელშეკრულება ახალი ვადით, სარგებლობის წესების დარღვევის შემთხვევაში, კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2.6 სატყეო მეურნეობა ტყით არამერქნით სარგებლობაზე მარკეტინგულ წინადადებებს ამუშავებს: ტყეთმოწყობის მასალების, მიმდინარე აღრიცხვის, აგრეთვე ფენოლოგიური დაკვირვების შედეგებზე დაყრდნობით და რეკლამირების გზით იზიდავს მომხმარებელს. იხილავს მათ წინადადებებს რესურსის მოპოვების აგროტექნოლოგიურ ოპერაციებზე და კონკურსის გზით სწყვეტს ხელშეკრულების დამდეგ სუბიექტის ბედს. სატყეო მეურნეობა თავის მხრივ სთავაზობს მოსარგებლეს მის მომსახურეობას არსებული შესაძლებლობის ფარგლებში;

ყველა ამ საკითხების შესწავლა, დამუშავება და რეკომენდაციული გადაწყვეტილებების მიღება ხდება „დეპარტამენტის" ხელმძღვანელობასთან შეთანხმების შემდეგ.

3. ტყით არამერქნითი სარგებლობის უფლებამოსილების გაფორმების წესი

3.1. ტყით არამერქნითი სარგებლობის მიღებულ წესებზე დაყრდნობით /პუნქტი 2.2.-2.4./ სატყეო მეურნეობები ან მათი რწმუნებით სატყეოები გასცემენ ტყის ბარათებს. დოკუმენტების გაფორმებას იგივე ტექნოლოგია სჭირდება იმ შემთხვევაშიც, როდესაც სატყეო მეურნეობა თვითონ არის რესურსმოსარგებლე.

3.2. ტყის ბარათები, სადაც ნაჩვენებია რესურსის საფასური არის ფასიანი დოკუმენტი და ექვემდებარება მკაცრ აღრიცხვას, მისი შემოღება შეთანხმებულია ფინანსთა სამინისტროსთან, მის საფუძველზე სატყეო მეურნეობის სალაროს მეშვეობით სახაზინოში სპეცანგარიშზე ხდება დეპოზიტური თანხების აკუმულირება სპეცფონდების სახით.

3.3. ტყის ბარათების გამოწერა ხდება სამ ეგზემპლარად: ერთი რესურსმოსარგებლეს, მეორე სატყეოს, მესამე სატყეო მეურნეობის ბუღალტერიას.

გამოწერა ხდება ასლის ქაღალდის ქვეშ. ბარათს გააჩნია ნომინალური ღირებულება ამ ღირებულებით ხდება მისი ჩამოწერა „არამატერიალურ აქტივებში“ ცვეთის მეშვეობით.

3.4. ტყის ბარათების ან ხელშეკრულების დამდები მოსარგებლეები აუცილებლად ეცნობიან წინამდებარე ინსტრუქციას და ტყის დაცვის წესებს გამომდინარე ტყის კოდექსის ნორმებიდან.

3.5. ყველა ამ ოპერაციების /დოკუმენტგაფორმების ჩათვლით/ დამთავრების შემდეგ რესურსმოსარგებლე იბარებს მისთვის მიკუთვნებულ მასივს და ამ დროიდან პასუხისმგებელია ყველა იმ წესების დაცვაზე, რომელსაც მას უყენებს აღნიშნული ინსტრუქცია.

3.6. უფლებამოსილებას ამ ინსტრუქციით გაფორმებული დოკუმენტის ერთ მოსარგებლიდან მეორეზე გადაცემის მექანიზმს განსაზღვრავს ამ დოკუმენტის გამცემი იურიდიული პირი /სატყეო მეურნეობა/;

3.7. ტყის ბარათების გაუქმება ხდება სატყეო მეურნეობის მიერ შემდეგ შემთხვევაში:

ა). აუცილებლობით გამოწვეული განვადებისას;

ბ). ვადის გასვლისას;

გ). მეორე მხარის ლიკვიდაციისას;

დ). აღნიშნულ ფართობზე სხვა წარმოებითი ურთიერთობის დაშვებისას;

ე). ტყეთსარგებლობა, რომლიც აი შეესაბამება ბარათით განსაზღვრულ წესს;

ვ). ტყის ბარათებში რეკვიზიტების არასწორად შევსების ფაქტების დაფიქსირებისას;

ზ). რესურსმოსარგებლის ნებაყოფლობით უარის თქმისას.

4. ტყით არამერქნითი სარგებლობის წესების მოთხოვნები

4.1. თიბვა და პირუტყვის ძოვება.

4.1.1. სახელმწიფო ტყის ფონდის ფართობებზე ხორციელდება ამ ოპერაციისათვის დამტკიცებულ ნორმატიული აქტის - „ საქართველოს ტყეებში თიბვის და ძოვების წესების შესახებ" შესაბამისად /2.2/.

4.2. სეზონური ან მუდმივი საფუტკრეების მოწყობა;

4.2.1. ეროვნული მეფუტკრეობის დარგის განვითარებისათვის, ტყეში სანექტარო რესურსების რაციონალურად გამოყენების მიზნით ეწყობა საფუტკრეები ტყის პირას, ტყით დაუფარავ ადგილებში, საფუტკრეების დისლოკაციისას მიზანშეწონილია დაცულ იქნეს დაშორების მანძილი არანაკლებ - 3 კმ-ისა.

4.2.2. მეფუტკრეებს უფლება აქვთ მათთვის წინასწარ გამოყოფილ ადგილებზე მოაწყოს დროებითი თავშესაფარი და ნაგებობა ინვენტარის შესანახად, მის მოცულობას, დიზაინს, გამოყენებულ მასალას განსაზღვრავს დეპარტამენტი.

4.2.3. ტყის ფართობებზე საფუტკრეების მოწყობა და მეფუტკრეს დაშვება ტყის ბარათების გარეშე აკრძალულია. ეს ეხება ყველა რესურსმოსარგებლეს. ტყის ბარათის ვადა განისაზღვრება ერთი სეზონით, რომელსაც განსაზღვრავს ღალიანობის პერიოდი, ყოველ მომდევნო წელს ბარათების განახლება ხდება ამ ინსტრუქციის მოთხოვნების დაცვით.

4.3. გირჩების დამზადება:

4.3.1. სახელმწიფო ტყის ფონდის შეზღუდულ ფართობებზე წარმოებს სოჭის გირჩის დამზადება, მათ შორის საექსპორტო დანიშნულებით, რომლის დამზადების ქვოტებს განსაზღვრავს დეპარტამენტი, ხოლო სატყეო მეურნეობა გასცემს არამერქნითი სარგებლობის ბარათებს;

დამზადება უნდა მოხდეს ადგილებზე სატყეო მეურნეობის მეთვალყურეობის ქვეშ. დაუშვებელია მერქანზე რაიმე ზიანის მიყენება.

4.3.2. გირჩის მომცემ ხე-მცენარეს აქვს ინვენტარული ნომერი და განსაზღვრულია ფართობის ერთეულზე რესურსის პროდუქტიულობის საშუალო წლიური მოცულობა.

4.3.3. გამოყოფილ სადედე ნაკვეთებში, სადაც საექსპორტო და სათესლე ნედლეული მზადდება, მთავარი ჭრების დანიშვნა დაუშვებელია.

4.4. ველური ხილკენკროვნებისა და კაკლოვნების დამზადება:

4.4.1. დამზადების ვადებს და წესებს, აგრეთვე კომერციულ მარაგებს /ქვოტები/ ამ სახის ნაყოფებზე განსაზღვრავს დეპარტამენტი, სისტემის საწარმოებიდან მიღებული ინფორმაციის ჰოლდინგურ ცენტრში /ინფორმაციული ბანკი/ მიღების, დამუშავების, შენახვის და გაცემის წესების დაცვით.

4.4.2. ბუნებრივი რესურსების /წაბლის ნაყოფი/ სრულად გამოყენების მიზნით დადგენილი წესის პირობებში გამოიყოფა ზონები ე.წ. კომერციული ტყეები, რომლიც შეიძლება ერთი სატყეო მეურნეობის ტერიტორიის გეოგრაფიულ ფართობს არ დაემთხვეს. აღნიშნულ ტერიტორიაზე სხვა სახის ნედლეულის დამზადებაზე რესურსარგებლობის უფლება ეძლევა თუკი გაწერილია ტყის ბარათები თვითეულ სახეებზე ცალ-ცალკე.

4.4.3. რესურსმოსარგებლეზე მიმაგრებულ ფართობებზე მომხმარებელს შეუძლია დროებითი ნაგებობის გამართვა /საშრობის, საწყობის და სხვა სახის/.

4.4.4. რესურსმოსარგებლეს იმ შემთხვევაში, თუკი ტყის ფართობი მიმაგრებული აქვს ხანგრძლივი ვადით /2.4/ ვალდებულია:

- დაიცვას ტყის სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნები;

- განახორციელოს ბუნებრივი პროდუქტიულობის ამაღლების საჭირო ღონისძიებები;

- გაატაროს ბიოტექნიკური, აგროქიმიური და სხვა ოპერაციები, რომელიც ხელს შეუწყობს აღნიშნულ ფართობებზე პრიორიტეტული რესურსის ბუნებრივი პოპულაციის კვლავწარმოებას;

- დაიცვას ბრაკონიერებისაგან მერქნითი რესურსები.

4.4.5. ფიქსირებულ რესურსმოსარგებლეს არ აქვს უფლება სატყეო მეურნეობის გარეშე თავისი უფლებები გადასცეს სხვას.

სათესლე ნედლეულის დამზადების განკარგულებას იძლევა დეპარტამენტის შესაბამისი სამსახურები.

4 5. კენკრისა და სოკოს დამზადება

4.5.1. სოკოს დამზადება ექვემდებარება იმ მეთოდურ მოთხოვნებს, რომელიც შემუშავებულია მეცნიერებათა აკადემიის ბოტანიკის ინსტიტუტის მიერ და დამზადების პირობებმა ხელი არ უნდა შეუშალოს ამ რესურსების ბუნებრივი კვლავწარმოების პროცესებს.

4.5.2. კენკრის დამზადების ვადებს განსაზღვრავს დეპარტამენტის ადგილობრივი სამსახურები, ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების შეთანხმებით, თუკი კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

4.5.3. სამოქმედო ზონაში დამამზადებელს აქვს უფლება სატყეოს უფროსის მიერ მითითებულ ადგილას გამართოს დროებითი საჭირო ნაგებობა /მხოლოდ ხის/ ეკოლოგიური მოთხოვნების დაცვით.

4.5.4. რესურსმოსარგებლეს იმ შემთხვევაში თუ კი ტყის ფართობი მიმაგრებული აქვს ხანგრძლივი ვადით /2,4/ იგი ვალდებულია გაატაროს ღონისძიებები /4.4.4 / ჩამონათვალის მიხედვით.

4.6. სამკურნალო და ტექნიკური ნედლეულის დამზადება.

4.6.1. სამთავრობო და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებს, იურიდიულ და ფიზიკურ პირებს უფლება აქვთ დაამზადონ ტყეში მცენარეული საფარის ვეგეტატიური ორგანოები /ფოთლები, ფესვები, ყვავილები, ნაყოფები, ქერქი/ რომელსაც აქვს ფარმაკოლოგიური და საკონდიტრო მრეწველობისათვის სანედლეულო დანიშნულება.

სამკურნალო ნედლეულის და ზოგიერთი ენდემური ჯიშების მცენარეთა მოპოვება იზღუდება სპეციალური წესებით, რომელთა მოქმედების არეალი იზღუდება გამოცხადებულ აღკვეთილების სახით. ამ უკანასკნელის მოცულობის, სახეობის დანიშნულების შესახებ პროგრამებს ადგენს დეპარტამენტი, ათანხმებს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსთან და ერთობლივ წინადადებებს წარუდგენენ საქართველოს პრეზიდენტს გადაწყვეტილების მისაღებად.

4.6.2. ფარმაკოლოგიური და ტექნიკური ნედლეულის დამზადების მოცულობას /ქვოტა/ ადგენს დეპარატამენტი, რათა დაცულ იქნეს ბიოლოგიური მასასა და კომერციული /საბაზრო/ მარაგს შორის ოპტიმალური თანაფარდობა, მდგრადი რესურსების შენარჩუნების მიზნით.

წითელ წიგნში შეტანილ სახეობებზე დამზადება იკრძალება. გამონაკლის შემთხვევაში ნებართვა დაიშვება მხოლოდ საქართველოს უმაღლეს სახელმწიფო ორგანოთა გადაწყვეტილებით დეპარტამენტის მიერ წარდგენილი წინადადებების საფუძველზე.

4.6.3. რესურსმოსარგებლეს იმ შემთხვევაში, თუკი ტყის ფართობები მიმაგრებული აქვს ხანგრძლივი ვადით /2.4/ იგი ვალდებულია გაატაროს ღონისძიებები /4.4.4./ ჩამონათვალის მიხედვით.

5. რესურსმოსარგებლის უფლება და მოვალეობა

5.1. რესურსმოსარგებლეს აქვს უფლება ლა მოვალეა შეასრულოს ვალდებულებანი მხოლოდ იმ ფარგლებში, რომელსაც მას ანიჭებს ტყის ბარათი მასზე აღნიშნული ტერიტორიის ფარგლებში.

5.2. რესურსმოსარგებლეს ტყის ბარათის მიღებისთანავე შეუძლია გამართოს დროებითი ნაგებობა, მხოლოდ ხის ტიპის, როგორც ეს აღნიშნულია ამ ინსტრუქციის მოთხოვნებში /პუნქტი 4.2., 4.4.3, 4.5.3 და 4.6.3./

საფუტკრისათვის ადგილი უნდა შეირჩეს მხოლოდ ტყით დაუფარავი და სხვა დანიშნულებით გამოუყენებელ ფართობებზე.

ხე-ტყე შეუძლია შეიძინოს საერთო წესით დადგენილი ნიხრებით გადახდის შემდეგ.

ნაგებობების გადაადგილება უნდა მოხდეს ტყისადმი და მიწისადმი რაიმე ზიანის მიუყენებლად. აკრძალულია რაიმე კაპიტალური ნაგებობების მოწყობა.

5.3. ყოველი ნაგებობა რესურსმოსარგებლის მიერ უნდა იყოს გატანილი ორი თვის ვადაში იმ პერიოდიდან, რომელიც აღნიშნულია ტყის ბარათში საბოლოო ვადით.

დადგენილ ვადაში გაუტანელი ნაგებობის ფაქტიური მეპატრონე ხდება სატყეო მეურნეობა და აღების ხარჯები, აგრეთვე თავდაპირველი ეკოლოგიური წონასწორობიდან გადახრის ზარალი ეწერება რესურსმოსარგებლეს საბოლოო ანგარიშსწორებისას.

5.4. სამთავრობო და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებები, აგრეთვე იურიდიული და ფიზიკური პირები ვალდებული არიან:

- გამოიყენონ მიმაგრებული რესურსები სრულად და რაციონალურად, რომელიც იქნება მყარი საფუძველი არამერქნითი რესურსსარგებლობის მკვეთრი გადიდებისა მერქნითი რესურსსარგებლობასთან შედარებით.

ერთეულ ფართობებზე გადაანგარიშებით;

- განახორციელონ არამერქნითი სარგებლობის აგროტექნოლოგიური პროცესები პროგრამულ მიზნობრივად და დაიცვან ტყის ბარათებით მოთხოვნილი წესები, რომ არ მოხდეს ეკოლოგიური წონასწორობიდან უმნიშვნელო გადახრაც კი. მათი ქმედება ბუნების სხვა ფენომენის /წყარო, მდელო, ბუნებრივი ძეგლები და სხვა, მიმართ უნდა იყოს ნატურალისტური ბუნებიდან გამომდინარე;

- დაიცვას ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებები, მოსპოს მისი წარმოშობის ჰიპოტეზური კერები, იქონიოს ხანძრის საწინააღმდეგო მცირე ინვენტარი;

- გამოიყენოს და დანერგოს სიახლეები /ნოუ-ჰაუ დამზადების აგროტექნოლოგიაში, რომელიც ეკოლოგიურად მისაღებია და ხელს შეუწყობს რესურსების ბუნებრივ პროდუქტიულობის ამაღლებას;

- არ დაუშვას ფლორისა და ფაუნის შემცირების ხელშემწყობი რეჟიმის პირობები, დაიცვას ირგვლივ გაბატონებული ცოცხალ ორგანოთა სამყაროს ბუნებრივი წონასწორობის პირობები, არ ჩაერიოს არანაირი გზით მათი თანაარსებობის ჰარმონიულობაში;

- მკაცრად დაიცვას რესურსის დამზადების ვადები, როგორც ეს მითითებულია ტყის ბარათებში.

5.5. თანამდებობის პირები და მოქალაქეები, როლებიც დაუშვებენ მერქნის უკანონო ჭრებს ან დააზიანებენ ხე-ბუჩქნარებს, გაანადგურებენ ან დააზიანებენ ტყის მასივებს ხანძრით ან ცეცხლთან დაუდევარი დამოკიდებულებით, არ დაიცავენ ხანძარსაწინააღმდეგო მოთხოვნის წესებს და შედეგად მოჰყვება ტყეკულტურების, ბუნებრივი მოზარდ აღმონაცენების მოსპობა ან განადგურება, აგრეთვე უნებართვოდ ჩაატარებენ ამოძირკვის სამუშაოებს, ჩადგამენ რაიმე ნაგებობას, მოაწყობენ საწყობებს და სხვა, დარღვევით ჩაატარებენ ტყით არამერქნითი სარგებლობას, ვალდებული არიან აანაზღაურონ მიყენებული ზიანი და პასუხისგებლობა ეკისრებათ კანონმდებლობით დადგენილი წესით.

6. ინსტრუქციის მოთხოვნილებათა დაცვაზე კონტროლი

6.1. სატყეო მეურნეობები ვალდებულია სისტემატური კონტროლი დააწესონ აღნიშნული ინსტრუქციის წესების და მოთხოვნილების დაცვაზე და ნორმებისაგან გადახრის შემთხვევაში შეადგინონ ოქმი და წარმოადგინონ იგი დეპარტამენტში.

6.2. რესურსმოსარგებლის მიერ ტყით არამერქნითი სარგებლობის სამოქმედო უბნის დატოვებამდე, სატყეო მეურნეობა და მისი რწმუნებით სატყეო ატარებს დათვალიერებას 20 დღით ადრე ბარათში აღნიშნული ბოლო ვადიდან.

დათვალიერების ჩატარებაზე წერილობით ეცნობება რესურსმოსარგებლეს და მისი გამოუცხადებლობის შემთხვევაში ამ ოპერაციას ატარებს მის დაუსწრებლად.

6.3. დათვალიერება-შემოწმების შედეგები შეიტანება ოქმში /დანართი N2/ ოქმი სდგება 4 ეგზემპლარად, 3-ს იგივე მიმართულება აქვს, როგორც ტყის ბარათებს, ხოლო მე-4 იგზავნება დეპარტამენტში.

ოქმში აღინიშნება დარღვევის სახე, მასშტაბები, ხარისხი და თანხობრივი ზარალი გამომდინარე ტყეზე ან მიწაზე მიყენებული ზარალის ღირებულებიდან.

ოქმში აღინიშნება რესურსმოსარგებლის მიერ ფაქტიურად დამზადებული ნედლეულის ოდენობა, რომელსაც სპეციალურად იღებს მომხმარებლისაგან.

ოქმის მტკიცდება სატყეო მეურნეობის ხელმძღვანელობის მიერ და ამის შემდეგ იგი წარმოადგენს იურიდიულ დოკუმენტს საფინანსო ანგარიშსწორებისათვის.

6.4. ოქმის შედგენა ტყის სარგებლობის წესების დარღვევაზე და მოსარგებლის პასუხისმგებლობაზე ეფუძნება ტყის კოდექსით გათვალისწინებულ და სხვა ნორმატიული აქტების მოთხოვნებს.

6.5. სამთავრობო და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებები, აგრეთვე იურიდიული და ფიზიკური პირები, რომელთაც მიმაგრებული აქვთ ხანგრძლივი ვადით /2.4/ ტყის ფონდის ნაკვეთები, მათ მიერ ამ ინსტრუქციის წესების დარღვევისას, გარდა იმისა, რომ დაეკისრებათ მიყენებული ზარალის კომპენსაცია, ტყეში მათი შემდგომი ყოფნა განიხილება ამ უფლების გამცემის მიერ და უარყოფითად შეფასების შემთხვევაში ხელშეკრულება წყდება ვადამდე ადრე და მათ ეკრძალებათ ტყეში მოსარგებლის უფლებით ყოფნა.

დანართი 1

საქართველოს

 

სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტი

 

ტყის არამერქნითი სარგებლობის

 

ბარათი N ................... სერია დ

„ „ 199 წ.

რაიონი .............................................

სატყეო მეურნეობა ....................................................

სატყეო ..........................................

ტექნიკური ნაკვეთი .....................................

კვარტალი, ლიტერი N...............................

დაშვებულია დამამზადებელი ....................................................................................

 /ორგანიზაციის, პირის დასახელება/

რომ მას აქვს უფლება დაამზადოს ................................................................................

 /სახეობის, ჯიშის კულტურის დასახელება/

შემდეგ ფართობზე .............................. ჰა-ზე, რაოდენობით .................................................

                                          /ფართობი/                                                /ციფრები/

ტაქსაზე მისი ღირებულება ................................ლარი.................................თეთრი

განსაკუთრებული პირობები .................................................................................................

.......................................................................................................................................................

........................................................................................................................................................

უბნის, ნაკვეთის სარგებლობის ვადა „ „                          დან 19 წ.

                                                                                             „ „ მდე 19 წ.

დადებულია მომხმარებელთან ხელშეკრულება ....................................................................

...........................................................................................................................................................

/მისი მოკლე აღნიშვნა/

ბ.ა. სატყეო მეურნეობის დირექტორი:

ტყის ინჟინერი:

ტყეში ყოფნის და ქცევის ყველა პირობებს და მოვალეობებს გაცნობილი ვარ.........................................

/დამამზადებლის ხელმოწერა/

დანართი 2

დათვალიერების აქტი

........................................................................................................

/სარგებლობის სახე, დასახელება/

ტყის ბარათი N............................ „ „ 19 წ.

.........................................................................................................................................................

/რესურსარგებლობის სახე, ადგილი და რაოდენობა /მოცულობა/

..........................................................................................................................................................

..........................................................................................................................................................

.........................................................................................................................................................

.........................................................................................................................................................

დათვალიერებისას გამოვლინებულია ....................................................................................

                                                                                                  /ტყის ბარათში აღნიშნული

..........................................................................................................................................................

                                                რესურსარგებლობის ადგილის შესაბამისობა,

...........................................................................................................................................................

                                             სარგებლობის სისწორე, დარღვევების გამოვლინება,

...........................................................................................................................................................

                          რესურსმოსარგებლის მიერ აღებული ვალდებულების შესრულება და სხვა/

............................................................................................................................................................

............................................................................................................................................................

............................................................................................................................................................

                           რესურსმოსარგებლის წარმომადგენლის შენიშვნები გაკეთებული,

                                                            დათვალიერების დროს

............................................................................................................................................................

............................................................................................................................................................

აქტის დანართი .............................................................................................................................

ხელმოწერები: ...............................................................................................................................

                               /თანამდებობა, გვარი, სახელი ვინც ჩაატარა დათვალიერება

............................................................................................................................................................

/თანამდებობა, გვარი, სახელი რესურსმოსარგებლის - წარმომადგენლის

სატყეო მეურნეობის

დირექტორი

დანართი №2

ტყით არამერქნითი რესურსებით სარგებლობის

სანიხრე საფასურის ოდენობა და გაანგარიშებების

მ ე დ ო დ ი კ ა

 

N

 

 

ბუნებრივი რესურსების და ნედლეულის დასახელება

 

 

პროცენტების გადასაანგარიშებელი მყარი მაჩვენებელი

 

 

%-ის რაოდენობა

 

 

შენიშვნა

 

1.

ველური ხილ-კენკროვნების, კაკლოვნებისა

და კვებითი ღირსების მქონე სხვა ნაყოფების დამზადება...............................

ნატურით დამზადებული ნედლეულის ღირებულება კონ-

არაგენტთა სახელშეკრულებო, თავისუფალი ფასებიდან

გაანგარიშებული.........

10-12

 

2.

ველური ხილკენკროვნების, კაკლოვნების და სხვა მცენარეების ვეგეტატიური

ყვავილი, ფოთოლი, ყლორტი, ტოტი/დამზადება

-„-

10-12

 

3.

მ.შ. ენდემური და იშვიათ ჯიშებზე

-„-

10-15

 

4.

სამკურნალო ბალახეული მცენარეები

-„-

10-15

 

5.

სამკურნალო ხე-მცენარეთა ნაყოფების შეგროვება..............................

-„-

10-12

 

6.

ტყის წარმომქნელ ჯიშებზე თესლის შეგროვება დამზადება ...........................

-„-

8-10

 

7.

თაფლის მომცემი ხე-მცენარეების რაყას

სამომთაბარეო მეფუტკრეობის გამოყენებისათვის.................

ფუტკრის ერთ ოჯახზე სეზონში საშუალოდ 5-კგ. თაფლის დაგროვების ნორმატიული მარაგის ღირებულებიდან გაანგარიშებული საბაზრო ფასებით. . .

 

6-8

 

8.

ბუნებრივ საძოვრებზე პირუტყვის ძოვებისათვის .........................

ერთ ჰა-ზე, ერთი პირობითი პირუტყვის დატვირთვით ნორმების და სეზონში მწვანე კონვეირებზე 100 კგ. პროტეინის პროდუქტიულობიდან გამომდინარე . . . .

 

4-5

 

 

9.

თივის, სენაჟის და სხვა უხეში საკვების მოპოვება ტყის ფართობებზე.............

საშუალო ერთ ჰა-ზე ერთი ტონა თივის ნორმატიულ შეფასებით, გაანგა-

რიშებული კონტრაგენტთა

სახელშეკრულებო ფასებიდან გამომდინარე..........

3-4