“ერედვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ“ ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 10 დეკემბრის №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

“ერედვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ“ ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 10 დეკემბრის №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 5
დოკუმენტის მიმღები ერედვის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 03/02/2020
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/02/2020
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.147.016230
5
03/02/2020
ვებგვერდი, 05/02/2020
010250050.35.147.016230
“ერედვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ“ ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 10 დეკემბრის №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ერედვის მუნიციპალიტეტი
 

ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №5

2020 წლის 3 თებერვალი

ქ. თბილისი

 

„ერედვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ“ ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 10 დეკემბრის №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების და საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20  მუხლი მე-4 პუნქტის საფუძველზე, ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ერედვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ“ ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 10 დეკემბრის №19 დადგენილებით (www.matsne.gov.ge, 13/12/2019; 010250050.35.147.016225) დამტკიცებული წესის  მე-2 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს  შემდეგი შინაარსის „ა1“ ქვეპუნქტი:

1) იმ ტერიტორიის ფარგლებში, სადაც ჩასახლებულია ერედვის მუნიციპალიტეტიდან დევნილი მოსახლეობა, კატასტროფისაგან, სტიქიური მოვლენებისაგან (ხანძარი, მიწისძვრა, მეწყერი, ჩამოცვენა, ჩამოშლა, ქვათა ცვენა, კასტრული ჩამოქცევა, ღვარცოფი, წყალდიდობა, წვიმის (თოვლის) წყალმოვარდნა, ქარიშხალი, გრიგალი, ძლიერი ქარბუქი, დიდთოვლობა, ძლიერი გაყინვა, მსხვილი სეტყვა, ძლიერი წვიმები, ხანგრძლივი წვიმები, კოკისპირული წვიმები, გვალვა, ზვავი და სხვა ბუნებრივი ან/და ტექნოგენური ან/და საგანგებო ხასიათის მოვლენები) გამოწვეული შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებებისა და დაზარალებულთა ფინანსური დახმარების ხარჯები, გადაუდებელი სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური ვითარების შედეგების ლიკვიდაციასთან დაკავშირებული ხარჯები; საგანგებო და საომარი მოქმედების დროს შექმნილი საფრთხეებისაგან მშვიდობიანი მოსახლეობის საევაკუაციო და დაცვითი (მათ შორის, ჯანმრთელობის დაცვითი) ღონისძიებების ხარჯები”.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეემზარ ბერუაშვილი