„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეების ფიზიკური ნორმატივებისა და მათი ჩაბარების წესის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 9 იანვრის №02 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 18
დოკუმენტის მიმღები საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 10/02/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/02/2020
სარეგისტრაციო კოდი 120170050.22.026.016760
18
10/02/2020
ვებგვერდი, 10/02/2020
120170050.22.026.016760
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეების ფიზიკური ნორმატივებისა და მათი ჩაბარების წესის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 9 იანვრის №02 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
 
საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №18

2020 წლის 10 თებერვალი

ქ. თბილისი

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეების ფიზიკური ნორმატივებისა და მათი ჩაბარების წესის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 9 იანვრის №02 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეების ფიზიკური ნორმატივებისა და მათი ჩაბარების წესის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 9 იანვრის №02 ბრძანებით (ვებგვერდი, 11/01/2017, სარეგისტრაციო კოდი: 120170050.22.026.016454) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-3 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს „გ“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

„გ) სამინისტროს სამოქალაქო ოფისის სტრუქტურულ ქვედანაყოფებში – საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური.’’.

2. მე-5 მუხლის:

ა) მე-6 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) საკარიერო სამხედრო საგანმანათლებლო პროგრამის, გარდა კაპიტნის საკარიერო მომზადების პროგრამის მსმენელი, თუ აღნიშნული პროგრამა ითვალისწინებს ფიზიკურ მომზადებას, თითოეულ ნორმატივში მიიღებს – არანაკლებ 70 ქულას, ხოლო სამივე ნორმატივში – არანაკლებ 210 ქულას, ხოლო თუ საგანმანათლებლო პროგრამა არ ითვალისწინებს ფიზიკურ მომზადებას, თითოეულ ნორმატივში მიიღებს  არანაკლებ 60 ქულას, ხოლო სამივე ნორმატივში ჯამურად – არანაკლებ 180 ქულას;’’;

ბ)  მე-6 პუნქტს დაემატოს „დ2“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

„დ2) კაპიტნის საკარიერო მომზადების პროგრამის მსმენელი, თითოეულ ნორმატივში მიიღებს – არანაკლებ 60 ქულას, ხოლო სამივე ნორმატივში – არანაკლებ 180 ქულას.“.

3. მე-6 მუხლს დაემატოს მე-7 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„7. ჰოსპიტლის მიერ გაცემული რეკომენდაციის/ცნობის საფუძველზე, ფიზიკური ნორმატივების ჩაბარებისაგან სრულად თავისუფლდება და ამ ბრძანებით განსაზღვრული ნორმატივები არ ვრცელდება იმ სამხედრო მოსამსახურეზე, რომელმაც საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებისა და აღდგენის, ან სხვა სახის სამშვიდობო ოპერაციებში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის შედეგად, ასევე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიიღო სხეულის მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანება და მათგან გამოწვეული ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შეუძლებელია/დაუშვებელია მისთვის ფიზიკური ნორმატივების, მათ შორის, ალტერნატიული ნორმატივების შესრულება.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს თავდაცვის მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი