„ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის 2020 წლის პროგრამა და სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 27 დეკემბრის №25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 1
დოკუმენტის მიმღები ბაღდათის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 31/01/2020
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/02/2020
ძალის დაკარგვის თარიღი 28/12/2020
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.124.016385
1
31/01/2020
ვებგვერდი, 04/02/2020
010250020.35.124.016385
„ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის 2020 წლის პროგრამა და სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 27 დეკემბრის №25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ბაღდათის მუნიციპალიტეტი
 
ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №1

2020 წლის 31 იანვარი

ქ. ბაღდათი

„ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის 2020 წლის პროგრამა და სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 27 დეკემბრის №25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის  შესაბამისად, ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის 2020 წლის პროგრამა და სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 27 დეკემბრის №25 დადგენილებაში (საკანონმდებლო მაცნე, ვებგვერდი www.matsne.gov.ge, 30.12.2019წ., სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.124.016381) დადგენილებით დამტკიცებული წესის:

1. მე-3 მუხლის „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ მებრძოლთა ოჯახის წევრებზე (მშობელს, მეუღლეს ან შვილს) ერთჯერადი დახმარება. პროგრამული კოდი 0602033.1 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3.1 საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებში გარდაცვლილ მებრძოლთა ოჯახები (მშობელი, მეუღლე ან შვილი) – ერთჯერადად 250 ლარის ოდენობით.“.

2. მე-7 მუხლის თანადგომის საჭიროების მქონე ოჯახთა მხარდაჭერა“ 7.1 პუნქტის 7.1.3 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7.1.3. დახმარება გაიცემა წელიწადში ერთჯერადად, არაუმეტეს 300 ლარისა;“.

3. მე-19 მუხლის „შინ მოვლა“ 19.1 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„19.1. პროგრამით ისარგებლებენ ბაღდათის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ხანდაზმულები, შეზღუდული შესაძლებლობის და ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პირები, რომლებიც აკმაყოფილებენ შემდეგ კრიტერიუმებს: 

ა) მარტოხელა ან მზრუნველობამოკლებული ხანდაზმული, რომელიც არის საწოლს ან სახლს მიჯაჭვული და მისი ოჯახის სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100000-ს;

ბ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სრულწლოვანი პირი, რომელიც არის საწოლს ან სახლს მიჯაჭვული და მისი ოჯახის სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100000-ს;“.

გ) ქრონიკული ან დროებითი ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პირი, რომელიც არის საწოლს ან სახლს მიჯაჭვული და მისი ოჯახის სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100000-ს.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2020 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეშალვა მშვილდაძე