„საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 17 თებერვლის №61 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 61
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 30/01/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/01/2020
სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.021770
61
30/01/2020
ვებგვერდი, 31/01/2020
040030000.10.003.021770
„საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 17 თებერვლის №61 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №61

2020 წლის 30 იანვარი

ქ. თბილისი

„საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 17 თებერვლის №61 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 17 თებერვლის №61 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 18/02/2015, 040030000.10.003.018446) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ2“ ქვეპუნქტი:

„ვ2) საქართველოში წარმოებული პლასტიკის პარკების, ბიოდეგრადირებადი ან/და კომპოსტირებადი პარკების დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, რეგულირების ობიექტ(ებ)ის ტერიტორიაზე სინჯების აღებასა (სახელმწიფო კონტროლისთვის) და გაზომვების ჩატარებას;“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია