„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 24 დეკემბრის №975 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 6
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 31/01/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/01/2020
ძალის დაკარგვის თარიღი 01/03/2026
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.034.016940
6
31/01/2020
ვებგვერდი, 31/01/2020
040030000.22.034.016940
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 24 დეკემბრის №975 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
 
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №6

2020 წლის 31 იანვარი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 24 დეკემბრის №975 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 24 დეკემბრის №975 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 24/12/2013, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.034.016238) დამტკიცებული წესდების:

1. მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. აკადემიის დამხმარე სტრუქტურული ერთეულებია: საფინანსო სამსახური, სამეურნეო სამსახური, ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება, იურიდიული განყოფილება, საინფორმაციო ტექნოლოგიების განყოფილება, კანცელარია, სამინისტროს არქივი, ფსიქოლოგთა განყოფილება, განვითარებისა და საგარეო ურთიერთობების განყოფილება, კომუნიკაციების განყოფილება, ბიბლიოთეკა (ჯგუფი) და წარმომადგენლობითი საბჭო (შემდგომში – საბჭო).”;

2. მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“ ქვეპუნქტი:

„გ1) ახორციელებს შესაბამის ენაში ტესტირებას, ენის სწავლებას და სწავლების ორგანიზებას;“;

3. მე-17 მუხლის მე-11 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრივახტანგ გომელაური