დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 25 დეკემბრის #29/31 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 2/2 |
დოკუმენტის მიმღები | ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 29/01/2020 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/01/2020 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2021 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.111.016441 |
|
„ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 25 დეკემბრის №29/31 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტის, საქართველოს კანონის „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“ მე-80 მუხლის, საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, საქართველოს მთავრობის 2019 წლის 18 დეკემბრის №2630 და საქართველოს მთავრობის 2020 წლის 9 იანვრის №27 განკარგულებების შესაბამისად, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
მუხლი 1 |
„ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 25 დეკემბრის №29/31 დადგენილებაში (www.mats№e.gov.ge, 30.12.2019, სარეგისტრაციო კოდი: 190020020.35.111.016439) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-7, მე-8, მე-9, მე-10, მე-11 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1. ბიუჯეტის ბალანსი ბიუჯეტის ბალანსი განისაზღვროს შემდეგი რედაქციით: ათას ლარში
მუხლი 2. ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება განისაზღვროს შემდეგი რედაქციით: ათას ლარში
მუხლი 3. ბიუჯეტის შემოსავლები ბიუჯეტის შემოსავლები განისაზღვროს 23 794.6 ათასი ლარით: ათას ლარში
მუხლი 4. ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები ბიუჯეტის გადასახადები განისაზღვროს 14 248.1 ათასი ლარით: ათას ლარში
მუხლი 5. ბიუჯეტის გრანტები ბიუჯეტის გრანტები განისაზღვროს 5 723.7 ათასი ლარით: ათას ლარში
მუხლი 6. ბიუჯეტის სხვა შემოსავლები ბიუჯეტის სხვა შემოსავლები განისაზღვროს 3 822.8 ათასი ლარით: ათას ლარში
მუხლი 7. ბიუჯეტის ხარჯები ეკონომიკური კლასიფიკაციით ბიუჯეტის ხარჯები განისაზღვროს 18 426.6 ათასი ლარით: ათას ლარში
მუხლი 8. ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს 9 424.6 ათასი ლარით. მათ შორის, არაფინანსური აქტივების ზრდა - 9 724.6 ათასი ლარით, ხოლო არაფინანსური აქტივების კლება - 300.0 ათასი ლარით: ათას ლარში
ათას ლარში
მუხლი 9. ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ფუნქციონალური კლასიფიკაცია ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში განისაზღვროს შემდეგი რედაქციით: ათას ლარში
მუხლი 10. ბიუჯეტის საოპერაციო და მთლიანი სალდო ბიუჯეტის მთლიანი სალდო განისაზღვროს -4 056.6 ათასი ლარით, ხოლო საოპერაციო სალდო 5 368.0 ათასი ლარით: ათას ლარში
მუხლი 11. ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს -4 188.7 ათასი ლარით: ათას ლარში
“ ბ) მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 13. ინფრასტრუქტურის განვითარება (პროგრამული კოდი 02 00) მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება და აღნიშნული მიმართულება ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. პრიორიტეტის ფარგლებში გაგრძელდება საგზაო და კომუნალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია. ასევე, ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის გარდა, განხორციელდება არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა-პატრონობა, დაფინანსდება მათ ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები და სხვა აუცილებელი კეთილმოწყობის ღონისძიებები. ათას ლარში
“ გ) მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ მუხლი 14. დასუფთავება და გარემოს დაცვა (პროგრამული კოდი 03 00) ქალაქის ერთ-ერთ მთავარ ფუნქციას წარმოადგენს საიმედო სანიტარიული მდგომარეობის უზრუნველყოფა. ამ მიზნით განხორციელდება შესაბამისი ღონისძიებები. კერძოდ, ქალაქის ქუჩების ყოველდღიური დაგვა-დასუფთავება და ნარჩენების გატანა, გარე ქსელის ბუნკერების საყოფაცხოვრებო ნარჩენებისაგან გათავისუფლება, დასუფთავების მოსაკრებლის ადმინისტრირების და ნარჩენების მართვის სხვა ღონისძიებები. პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მარადმწვანე მცენარეების, ბუჩქების, ერთწლიანი ყვავილების და სხვა ნარგავების დარგვა, მათი მოვლა, ახალი გამწვანების ზონების შექმნა, სკვერებისა და ქალაქის ქუჩების მწვანე საფარის გათიბვის სამუშაოები. მოეწყობა სასათბურე მეურნეობა დეკორატიული ნერგების, ჩითილებისა და სათესი მასალების გამოსაყვანად, რათა მოხდეს ქალაქის ქუჩებში, პარკებსა და სკვერებში სხვადასხვა ხე-მცენარეების, ასევე ერთწლიანი და მრავალწლიანი ყვავილების დარგვა. პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უმეთვალყურეოდ დარჩენილი ცხოველების იზოლაცია. პალიასტომის ტბის შევსებისა და ჰიდროდინამიკური რეჟიმის აღდგენისათვის მოხდება მდინარე კაპარჭის გაწმენდის სამუშაოების განხორციელება. ათას ლარში
“ დ) მე-15 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 15. განათლება (პროგრამული კოდი 04 00) მომავალი თაობების აღზრდის მიმართულებით, დაწყებითი და ზოგადი განათლების გარდა, მნიშვნელოვანი როლი ენიჭება სკოლამდელ განათლებას, რაც მუნიციპალიტეტის საკუთარ უფლებამოსილებას განეკუთვნება და, შესაბამისად, ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, რომლის ფარგლებში განხორციელდება საბავშვო ბაღების ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება, მათი რეაბილიტაცია და ინვენტარით უზრუნველყოფა. მიმდინარე წელს ასევე განხორციელდება საჯარო სკოლების მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოები და საჯარო სკოლის მოსწავლეთა ტრანსპორტით უზრუნველყოფა. ათას ლარში
“ ე) მე-16 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 16. კულტურა, რელიგია, ახალგაზრდობა და სპორტი (პროგრამული კოდი 05 00) მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური განვითარების პარალელურად, აუცილებელია ხელი შეეწყოს კულტურული ტრადიციების დაცვას და ამ ტრადიციების ღირსეულ გაგრძელებას. ამასთანავე, ერთ-ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდების მრავალმხრივი (როგორც სულიერი, ისე ფიზიკური თვალსაზრისით) განვითარების ხელშეწყობა და მათში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება. შესაბამისად, მუნიციპალიტეტი განაგრძობს კულტურული ღონისძიებების ფინანსურ მხარდაჭერას, წარმატებული სპორტსმენების ხელშეწყობას და შესაბამისი პირობების შექმნას, რათა ნიჭიერმა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა შეძლონ თავიანთი შესაძლებლობების გამოვლენა. 2020 წელს ასევე, დაგეგმილია „საფეხბურთო კლუბი კოლხეთი 1913“-ის ხელშეწყობა, მინისპორტული მოედნები მოწყობა, მინისპორტული მოედნების კაპ. შეკეთება, ბესიკის ქუჩაზე, მდინარე კაპარჭის მიმდებარე ტერიტორიაზე სანიჩბოსნო ბაზის მშენებლობა, ნინო ჟვანიას ქუჩაზე სპორტული დარბაზის კაპ. შეკეთება, ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრის შენობის რეაბილიტაცია. ათას ლარში
“ ვ) მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 17. ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 00) მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მათი სოციალური დაცვა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. მუნიციპალიტეტი არსებული რესურსების ფარგლებში განაგრძობს შეჭირვებული მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებებით და შეღავათების უზრუნველყოფას, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელებას, რაც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას სხვადასხვა გადამდები და ინფექციური დაავადებისაგან. ათას ლარში
სოციალური დაცვა პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა ფენებისათვის გარკვეული შეღავათებითა და სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფას. მზრუნველობამოკლებულთათვის უფასო კვებით უზრუნველყოფას, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მრავალშვილიანი ოჯახების დახმარებას, დაუძლურებული და ლოგინს მიჯაჭვული ბენეფიციარებისათვის სოციალური და სამედიცინო სერვისების მიწოდებას ადგილზე და სხვა სოციალური პროგრამებს, რომლებიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას.
“; ზ) მე-18 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 18. მმართველობა და საერთო დანიშნულების ხარჯები (პროგრამული კოდი 01 00) პრიორიტეტის ფარგლებში განხორცილდება წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების დაფინანსება. ამავე პრიორიტეტიდან დაფინანსდება ისეთი ხარჯები, როგორიცაა სარეზერვო ფონდი, მუნიციპალიტეტის ვალდებულებების (წინა წლებში წარმოქმნილი ვალდებულებების დაფარვა და სასამართლოს აღსრულების ფინანსური უზრუნველყოფა) დაფარვა. პრიორიტეტი ასევე ითვალისწინებს თავდაცვის (სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის ხარჯები) დაფინანსებას. ათას ლარში
“;
თ) მე-20 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 20. ბიუჯეტის ასიგნებები ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვროს შემდეგი რედაქციით: ათას ლარში
“ ი) 32-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 32 განისაზღვროს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამებისა და ქვეპროგრამების განმახორციელებელი იურიდიული პირები, კერძოდ: ა) საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროგრამები – ა(ა)იპ „თვითმმართველი ქალაქ ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი“; ბ) მოსახლეობის სტაციონარული მკურნალობა – საქართველოს და საერთაშორისო კანონმდებლობით რეგისტრირებული (სათანადო ლიცენზიებისა და ნებართვების მქონე) სამედიცინო დაწესებულებები; გ) მოსახლეობის მედიკამენტებით უზრუნველყოფა – საქართველოს და საერთაშორისო კანონმდებლობით რეგისტრირებული (სათანადო ლიცენზიებისა და ნებართვების მქონე) აფთიაქები; დ) სასმელი, სარეკრეაციო და ჩამდინარე წყლების სანიტარიულ-ბაქტერიოლოგიური და სანიტარიულ-ქიმიური გამოკვლევა - ტენდერში გამარჯვებული ორგანიზაცია; ე) საქალაქო ავტობუსების სუბსიდირება – შპს „ფოთი ქალაქტრანსპორტი“; ვ) რეგიონალური თეატრების საერთაშორისო ფესტივალის მხარდაჭერა – სსიპ „ქალაქ ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრი“; ზ) რელიგიური ორგანიზაციების ხელშეწყობა – ფოთისა და ხობის ეპარქია; თ) შშმ ბავშვთა დღის ცენტრის დახმარება კომუნალური გადასახადების დასაფინანსებლად – ა(ა)იპ „კოალიცია სოციალური რეფორმებისათვის“; ი) შინმოვლის სერვისი – ა(ა)იპ „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის სოციალური მომსახურების ცენტრი“; კ) უფასო კვებით უზრუნველყოფა – ა(ა)იპ „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის სოციალური მომსახურების ცენტრი“; ლ) ინფრასტრუქტურული სერვისების მომსახურება – ა(ა)იპ „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის სერვისების ცენტრი“; ა(ა)იპ „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მელიორაცია“. |
მუხლი 2 |
ეს დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2020 წლის 29 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. |
|
დოკუმენტის კომენტარები