„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებით განსაზღვრული მომსახურების გაწევის წესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2016 წლის 6 ოქტომბრის №27897 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 1310
დოკუმენტის მიმღები შემოსავლების სამსახური
მიღების თარიღი 23/01/2020
დოკუმენტის ტიპი შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/01/2020
ძალის დაკარგვის თარიღი 01/03/2021
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.016544
1310
23/01/2020
ვებგვერდი, 30/01/2020
000000000.00.00.016544
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებით განსაზღვრული მომსახურების გაწევის წესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2016 წლის 6 ოქტომბრის №27897 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
შემოსავლების სამსახური
შემოსავლების სამსახურის უფროსის

ბრძანება 1310

2020 წლის 23 იანვარი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებით განსაზღვრული მომსახურების გაწევის წესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2016 წლის 6 ოქტომბრის №27897 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებით განსაზღვრული მომსახურების გაწევის წესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2016 წლის 6 ოქტომბრის №27897 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევის წესს“ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6  მუხლი:

„მუხლი 6. მომსახურების საფასურის დავალიანების გადახდა

1. პირის მიერ მომსახურების საფასურის  საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებით განსაზღვრულ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში,  საგადასახადო/საბაჟო ორგანოს მიერ მომსახურების მიმღებ პირს ეგზავნება შეტყობინება მომსახურების საფასურის დავალიანების თაობაზე და მიეცემა გონივრული ვადა დავალიანების დასაფარად.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შესაძლებელია შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების მიმღებ პირს განესაზღვროს მომსახურების საფასურის გადახდის გრაფიკი.

3. თუ ამ მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებების მიუხედავად არ მოხდა მომსახურების საფასურის დავალიანების გადახდა, საგადასახადო/საბაჟო ორგანო უფლებამოსილია დავალიანების დაფარვის მიზნით მიმართოს სასამართლოს.“.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

სამსახურის უფროსი                                                                                           ლევან კანკავა.