„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2014 წლის 18 ივლისის №34134 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2014 წლის 18 ივლისის №34134 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1526
დოკუმენტის მიმღები შემოსავლების სამსახური
მიღების თარიღი 27/01/2020
დოკუმენტის ტიპი შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/01/2020
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.016545
1526
27/01/2020
ვებგვერდი, 30/01/2020
000000000.00.00.016545
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2014 წლის 18 ივლისის №34134 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
შემოსავლების სამსახური
 

შემოსავლების სამსახურის უფროსის

ბრძანება №1526

2020 წლის 27 იანვარი

ქ. თბილისი

 

საჯარო სამართლის იურიდიული პირისშემოსავლების სამსახურის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებშემოსავლების სამსახურის უფროსის 2014 წლის 18 ივლისის №34134 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „რ“ და „უ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2014 წლის 18 ივლისის №34134 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის შინაგანაწესის“ (დანართი №1):

1. მე-3 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ო“ და „პ“ ქვეპუნქტები:

„ო) დაიცვას სამსახურის უფროსის მიერ დამტკიცებული მომსახურების/კომუნიკაციის სტანდარტი და ეთიკის/ქცევის წესები;

პ) სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, ასევე სამსახურის ბალანზე რიცხული სატრანსპორტო საშუალების მართვისას არ იმყოფებოდეს ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში.“.

2. მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 7. თანამშრომლისათვის სხვა ფუნქციის დაკისრება

1. სამსახურის უფროსს, სამსახურებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, შეუძლია თანამშრომელს დროებით დააკისროს არმყოფი პირის ფუნქციების შესრულება თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისაგან გათავისუფლებით (სხვა ფუნქციების შესრულება) ან თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისაგან გათავისუფლების გარეშე (დამატებითი ფუნქციების შესრულება).

2. პირს, რომელიც ასრულებს თანამდებობაზე დროებით არმყოფი პირის ფუნქციებს და თავისუფლდება თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისაგან ეძლევა არმყოფი პირის თანამდებობრივი სარგო, თუ იგი აღემატება მის თანამდებობრივ სარგოს. თუ თანამდებობაზე დროებით არმყოფი პირის თანამდებობრივი სარგო მისი შემცვლელი პირის თანამდებობრივ სარგოზე ნაკლებია, შემცვლელ პირს უნარჩუნდება თავისი თანამდებობრივი სარგო.

3. პირს, რომელიც ასრულებს თანამდებობაზე დროებით არმყოფი პირის ფუნქციებს თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისაგან განთავისუფლების გარეშე, თავისი თანამდებობრივი სარგოს გარდა, ეძლევა სახელფასო დანამატი „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ზღვრული ოდენობის ფარგლებში.

4. ამ მუხლის პირველი - მე-3 პუნქტებით გათვალისწინებულის გარდა, სამსახურის უფროსს, სამსახურებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, შეუძლია თანამშრომელს მისი თანხმობის შემთხვევაში, დროებით (არაუმეტეს 6 თვის ვადით) დაავალოს ცალკეული ფუნქციების შესრულება სხვა სტრუქტურულ ერთეულში/ქვედანაყოფში ან კონკრეტული პროექტის ფარგლებში და გაათავისუფლოს იგი მისი ძირითადი ფუნქციების შესრულებისაგან. ამ პერიოდში თანამშრომელს უნარჩუნდება სამსახურის საშტატო ნუსხით გათვალისწინებული თანამდებობა და თანამდებობრივი სარგო.“.

3. მე-9 მუხლის:

ა) 11 და 12 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. იმ თანამშრომელს, რომელსაც ჰყავს 12 წლამდე ასაკის ბავშვი, სამსახურის უფროსის სახელზე წერილობითი განცხადების საფუძველზე, სამუშაო დღის ხანგრძლივობა განესაზღვრება 09.30 საათიდან − 18:00 საათამდე ან 09:00 საათიდან 17.30 საათამდე (გარდა საბაჟო დეპარტამენტის იმ თანამშრომლებისა, რომლებიც მუშაობენ დანართი №2-ის 2.1 პუნქტით გათვალისწინებულ სტრუქტურულ ერთეულებში).

12. საბაჟო დეპარტამენტის იმ თანამშრომელს, რომელიც მუშაობს დანართი №2-ის 2.1 პუნქტით გათვალისწინებულ სტრუქტურულ ერთეულში და რომელსაც ჰყავს 12 წლამდე ასაკის ბავშვი, სამსახურის უფროსის სახელზე წერილობითი განცხადების საფუძველზე, სამუშაო დღის ხანგრძლივობა განესაზღვრება 10:00 საათიდან − 18:00 საათამდე ან 09:30 საათიდან 17:30 საათამდე.“;

ბ) 12 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 13 პუნქტი:

„13. სამსახურის უწყვეტი მუშაობის უზრუნველსაყოფად შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის უფროსი უფლებამოსილია დაადგინოს შესვენების საათების განსხვავებული გრაფიკი.“;

გ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. შესასრულებელი სამუშაოსა და დასახული ამოცანების სპეციფიკიდან გამომდინარე, ან სხვა საპატიო მიზეზით სამსახურის, სტრუქტურული ერთეულის/ქვედანაყოფის ხელმძღვანელს უფლება აქვს მის თანამშრომლებს ზეპირად/წერილობით განუსაზღვროს სამუშაო დროის განსხვავებული რეჟიმი.“;

დ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. თანამშრომელი ვალდებულია, დააფიქსიროს მისი სამსახურში მოსვლისა და წასვლის დრო სამსახურის შესასვლელში განთავსებული სპეციალური ტექნიკური საშუალების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მეშვეობით, ბარათის გამოყენებით.“.

4. მე-9 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 91 მუხლი:

„მუხლი 91. სამსახურში დაგვიანების, ადრე გასვლის, სამუშაო საათებში გასვლის და სამსახურში გამოუცხადებლობის საპატიო შემთხვევები, სამსახურში არყოფნის შეტყობინების წესი

1. თანამშრომელი ვალდებულია დროულად გამოცხადდეს სამუშაო ადგილას და დარჩეს სამუშაო დროის ამოწურვამდე.

2. ამ შინაგანაწესის მიზნებისათვის, თანამშრომლის სამსახურში დაგვიანებით გამოცხადება საპატიოდ ჩაითვლება, თუ იგი გამოცხადდება ამ შინაგანაწესით დადგენილი სამუშაო დროის პირველი 15 წუთის განმავლობაში.

3. სამუშაოზე დაგვიანებად, ადრე გასვლად, სამუშაო დროის გაცდენად ან/და სამსახურში გამოუცხადებლობად არ ჩაითვლება თანამშრომელის მიერ სამსახურებრივი მოვალეობების სამსახურის შენობის გარეთ შესრულება, რაც გამოწვეული იყო შესასრულებელი სამუშაოს სპეციფიკით.

4. ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული დროის გასვლის შემდგომ თანამშრომლის სამსახურში დაგვიანებით გამოცხადება ან სამსახურიდან სამუშაო დროის დასრულებამდე წასვლა, რაც გამოწვეულია ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, ჩაითვლება საპატიოდ, თუ თანამშრომელი აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობებს უშუალო უფროსს დაგვიანებით გამოცხადების/სამსახურიდან სამუშაო დროის დასრულებამდე წასვლის მიზეზის მითითებით. ამასთან, ამ პუნქტით გათვალისწინებული დაგვიანებით გამოცხადება/სამსახურიდან სამუშაო დროის დასრულებამდე წასვლა საპატიოდ ჩაითვლება თუ არ აღემატება თვის განმავლობაში სამ შემთხვევას. სხვა შემთხვევაში თანამშრომლის სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისაგან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს დეპარტამენტის უფროსი/სამსახურის უფროსის კურატორი მოადგილე.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული, თანამშრომლის სამსახურში არ ყოფნის ხანგრძლივობა ერთი დღის განმავლობაში არ უნდა აღემატებოდეს 5 საათს (მოიცავს შესვენების დროს).

6. შრომისუუნარობის გარდა სხვა მიზეზით სამსახურში სრული სამუშაო დღის ხანგრძლივობით არგამოცხადების მიზნით, ხელმძღვანელს (დეპარტამენტის უფროსი, დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, სამმართველოს უფროსი, სამმართველოს უფროსის მოადგილე, განყოფილების უფროსი, სერვის-ცენტრის უფროსი, სექტორის უფროსი) უფლება აქვს თანამშრომელი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისაგან გაათავისუფლოს თვეში არაუმეტეს ერთი სამუშაო დღით (day off). სხვა შემთხვევაში თანამშრომლის სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისაგან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სამსახურის უფროსის კურატორი მოადგილე ან მისი არყოფნის შემთხვევაში – სამსახურის უფროსი.

7. ამ მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ასევე სხვა საფუძვლით სამსახურიდან სამუშაო დროს წასვლის შემთხვევაში, წინასწარ ცნობილი მიზეზის არსებობისას, თანამშრომელი ვალდებულია სამსახურში არყოფნის თაობაზე უშუალო ხელმძღვანელს აცნობოს წინასწარ „გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის“ (oracle) დასწრების მოდულის მეშვეობით (შემდგომში – სისტემა) სისტემაში შეტყობინების გაგზავნით და სამსახურში არყოფნის სავარაუდო პერიოდის მითითებით.

8. ამ მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ასევე სხვა საფუძვლით სამსახურიდან სამუშაო დროს წასვლის შემთხვევაში, წინასწარ უცნობი მიზეზებით სამსახურში გამოუცხადებლობისას თანამშრომელი ვალდებულია, დაუყოვნებლივ აცნობოს უშუალო უფროსს გამოუცხადებლობის მიზეზი. სამსახურში გამოცხადების შემდეგ, მაგრამ არაუგვიანეს ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული ვადისა, თანამშრომელმა გაცდენილი დროის შესახებ ინფორმაცია უნდა ასახოს სისტემაში.

9. თანამშრომელის მიერ სისტემაში ასახვას ექვემდებარება:

ა) პედაგოგიური, სამეცნიერო ან/და სხვა ანაზღაურებადი საქმიანობის შესახებ ინფორმაცია;

ბ) უშუალო უფროსის ან სამსახურის სხვა ზემდგომი პირების სამსახურებრივ საკითხებთან დაკავშირებით დავალების შესრულების შესახებ ინფორმაცია, რომელთა შესრულების მოვალეობა არ უკავშირდება სამსახურის ადგილს;

გ) კვალიფიკაციის ამაღლების, პროფესიული გადამზადების ან სწავლების შესახებ ინფორმაცია, რომლის ხანგრძლივობა წელიწადში არ აღემატებოდეს 30 კალენდარულ დღეს;

დ) 12 წლამდე ასაკის ბავშვის ყოლის შემთხვევაში სამუშაო დროის დაწყების ან სამუშაო დროის დასრულების ამ შინაგანაწესით დადგენილი შეღავათით სარგებლობის შესახებ ინფორმაცია;

ე) სამსახურის, სტრუქტურული ერთეულის/ქვედანაყოფის ხელმძღვანელის მიერ ზეპირად/წერილობით განსაზღვრული სამუშაო დროის განსხვავებული რეჟიმის შესახებ ინფორმაცია;

ვ) დანართი №2 შესაბამისად განსაზღვრული სამუშაო დროის და დღის განმავლობაში შესვენების დროის განსაზღვრული რეჟიმის შესახებ ინფორმაცია;

ზ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის სამსახურის/დეპარტამენტის/ქვედანაყოფის ხელმძღვანელის მიერ განსაზღვრული სამუშაო დროის განსხვავებული რეჟიმის შესახებ ინფორმაცია;

თ) სამსახურებრივი მოვალეობების სამსახურის შენობის გარეთ შესრულების შესახებ ინფორმაცია, რაც გამოწვეული იყო შესასრულებელი სამუშაოს სპეციფიკით;

ი) დაგვიანებით გამოცხადების/სამსახურიდან სამუშაო დროის დასრულებამდე წასვლის შესახებ ინფორმაცია;

კ) სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისაგან გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია (day off).

10. ამ მუხლით გათვალისწინებული ინფორმაცია სისტემაში უნდა აისახოს მომდევნო თვის პირველ რიცხვიდან არაუმეტეს მომდევნო 2 სამუშაო დღის ვადაში. თუ თანამშრომელი თავად ვერ ახერხებს ზემოხსენებული ინფორმაციის სისტემაში ასახვას, აღნიშნული შესაძლებელია განახორციელოს მისმა უშუალო ხელმძღვანელმა, იმავე ვადაში.

11. ამ მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში უფროსის მიერ შეტყობინების სისტემაში ატვირთვისას/დათანხმებისას, თანამშრომლის სამსახურში გამოუცხადებლობის მიზანშეწონილობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მის უშუალო ხელმძღვანელს. ხელმძღვანელის მიერ შეტყობინებაზე არდათანხმების შემთხვევაში, თანამშრომლის მიერ გაცდენილი დრო ითვლება არასაპატიოდ.“.

5. მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ფულადი ჯილდოს მიცემა ან ფასიანი საჩუქრით დაჯილდოება;“.

6. მე-17 მუხლის:

ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის მოქმედების ვადაა 3 თვე, ხოლო „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის მოქმედების ვადა – 6 თვე.“;

ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. თუ თანამშრომლის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის მოქმედების პერიოდში არ იქნა გამოყენებული ახალი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა, იგი ითვლება დისციპლინური პასუხისმგებლობის არმქონედ.“;

გ) მე-8 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 პუნქტი:

„9. თანამშრომლის მიერ ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება, ასევე სამსახურის ბალანზე რიცხული სატრანსპორტო საშუალების მართვა წარმოადგენს შინაგანაწესის უხეშ დარღვევას.“.

7. 171 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტები ამოღებულ იქნეს.

8. 171 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 172 მუხლი:

„172. დისციპლინური საქმისწარმოება

1. დისციპლინურ საქმისწარმოებას სამსახურის თანამშრომელთა მიმართ ახორციელებს სამსახურებრივი მონიტორინგის დეპარტამენტი. სამსახურებრივი მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლის მიმართ დისციპლინური საქმისწარმოების მიმდინარეობის შემთხვევაში, აღნიშნული თანამშრომელი ჩამოშორდება საქმის განხილვას, თუმცა სარგებლობს დისციპლინური საქმისწარმოების მასალების გაცნობის, ახსნა-განმარტების წარდგენისა და სხვა თანამშრომელისთვის მინიჭებული უფლებებით. სამსახურის უფროსის და სამსახურის უფროსის მოადგილის მიმართ წარდგენილ პრეტენზიას განიხილავს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ერთეული.

2. დისციპლინური საქმისწარმოების დაწყების საფუძველია:

ა) სამსახურებრივი მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სამსახურებრივ საქმიანობაზე ზედამხედველობის პროცესში გამოვლენილი ნაკლოვანებები;

ბ) ზეპირი ან წერილობითი ფორმით მიღებული განცხადება ან საჩივარი, სხვა დოკუმენტი ან ინფორმაცია ისეთი ქმედების ჩადენის შესახებ, რომელიც ქმნის თანამშრომლის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ვარაუდის საფუძველს;

გ) სამსახურის უფროსის დავალება დისციპლინური საქმისწარმოების დაწყების შესახებ.

3. თანამშრომელს უფლება აქვს, მოთხოვნის შემთხვევაში გაეცნოს დისციპლინური საქმისწარმოების მასალებს.

4. დისციპლინური საქმისწარმოების ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 1 (ერთი) თვეს იმ დღიდან, როცა უფლებამოსილი პირისათვის ცნობილი გახდა ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის შესახებ, ხოლო სამსახურებრივი შემოწმების მიმდინარეობის შემთხვევაში, მისი დასრულებიდან არა უგვიანეს ერთი თვისა. აუცილებლობის შემთხვევაში, აღნიშნული ვადა, სამსახურებრივი მონიტორინგის დეპარტამენტის შუამდგომლობითა და სამსახურის უფროსის გადაწყვეტილებით, შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს დამატებით 2 (ორი) თვით.

5. სამსახურებრივი მონიტორინგის დეპარტამენტი ახსნა-განმარტებას ართმევს სავარაუდო დისციპლინური გადაცდომის ჩამდენ პირს ან საჭიროების შემთხვევაში განცხადების/საჩივრის ავტორს. ახსნა-განმარტების წერილობითი ფორმით ჩამორთმევა სავარაუდო დისციპლინური გადაცდომის ჩამდენი პირისთვის სავალდებულოა. სამსახურებრივი მონიტორინგის დეპარტამენტი თანამშრომელს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას ახსნა-განმარტების წარსადგენად.

6. სამსახურებრივი მონიტორინგის დეპარტამენტი უფლებამოსილია გამოითხოვოს დისციპლინური გადაცდომის ფაქტთან დაკავშირებული, სამსახურში არსებული ყველა ინფორმაცია, დოკუმენტი, შეამოწმოს საქმის მასალები, მოიწვიოს სხვა პირები და მოისმინოს მათი მოსაზრებები. სამსახურის თანამშრომელი და სამსახურის სტრუქტურული ერთეული ვალდებული არიან სამსახურებრივი მონიტორინგის დეპარტამენტს წარუდგინოს ყველა მოთხოვნილი დოკუმენტი/ინფორმაცია. თანამშრომელი ვალდებულია მოთხოვნისთანავე გამოცხადდეს სამსახურებრივი მონიტორინგის დეპარტამენტში, უფლებამოსილ პირს მისცეს წერილობითი ან/და ზეპირი ახსნა-განმარტება.

7. დისციპლინური საქმისწარმოების შემაჯამებელ დოკუმენტს წარმოადგენს სამსახურებრივი მონიტორინგის დეპარტამენტის დასკვნა. დასკვნას ხელს აწერს სამსახურებრივი მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი.

8. დასკვნა უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

ა) დისციპლინური საქმისწარმოების დაწყების საფუძველს;

ბ) დისციპლინური საქმისწარმოებისას განხორციელებულ ქმედებების აღწერას;

გ) დისციპლინური საქმისწარმოებისას აღმოჩენილი ნაკლოვანების თუ პრობლემის აღწერას;

დ) დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე რეკომენდაციის შემთხვევაში, პასუხისმგებლობის დაკისრების დასაბუთებას;

ე) არსებობის შემთხვევაში, შესაბამისი რეკომენდაცია დისციპლინური საქმისწარმოებისას აღმოჩენილი ნაკლოვანების თუ პრობლემის აღმოფხვრის ან სამომავლო პრევენციის მიზნით.

9. სამსახურებრივი მონიტორინგის დეპარტამენტის დასკვნა საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად ეგზავნება სამსახურის უფროსს.

10. იმ შემთხვევაში, თუ სამსახურის უფროსი დადასტურებულად ჩათვლის თანამშრომლის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტს, სამსახურებრივი მონიტორინგის დეპარტამენტის დასკვნის მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში გამოსცემს ბრძანებას, დისციპლინური სახდელის დაკისრების თაობაზე.

11. დასკვნა და სამსახურის უფროსის ბრძანება მისი ხელმოწერიდან 3 სამუშაო დღის ვადაში ეგზავნება შესაბამის თანამშრომელს და მის უშუალო ხელმძღვანელს.

12. თანამშრომელს, რომელსაც შეეფარდა დისციპლინური სახდელი, უფლება აქვს გადაწყვეტილება გაასაჩივროს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.

9. 24-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2. სამსახურის სტრუქტურული ერთეულების/ქვედანაყოფების ხელმძღვანელებმა უზრუნველყონ ამ ბრძანების მათ დაქვემდებარებაში მყოფ თანამშრომელთათვის გაცნობა.

მუხლი 3. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

სამსახურის უფროსი ლევან კაკავა.