სსიპ - საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ თოხლიაურის საჯარო სკოლისათვის ვარლამ ჩერქეზიშვილის სახელის მინიჭებისა და „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 17/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი
მიღების თარიღი 03/02/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/02/2020
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.022.017875
17/ნ
03/02/2020
ვებგვერდი, 04/02/2020
040030000.22.022.017875
სსიპ - საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ თოხლიაურის საჯარო სკოლისათვის ვარლამ ჩერქეზიშვილის სახელის მინიჭებისა და „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი
სსიპ - საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ თოხლიაურის საჯარო სკოლისათვის ვარლამ ჩერქეზიშვილის სახელის მინიჭებისა და „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
 
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის

ბრძანება №17/ნ

2020 წლის 3 თებერვალი

ქ. თბილისი

სსიპ – საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ თოხლიაურის საჯარო სკოლისათვის ვარლამ ჩერქეზიშვილის სახელის მინიჭებისა და „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ მე-6 მუხლის, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საჯარო სკოლისათვის სახელის მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 16 მარტის №194 ბრძანებით დამტკიცებული წესის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანების (სსმ, 112, 26/09/2005) დანართი №2-ით გათვალისწინებულ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოს – ქალაქ საგარეჯოს საგანმანათლებლო რესურსცენტრს დაქვემდებარებულ სსიპ – საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ თოხლიაურის საჯარო სკოლას მიენიჭოს ქართული სახელმწიფოს მშენებლობისა და საზოგადოების კონსოლიდაციის საქმეში თვალსაჩინო წვლილის მქონე ეროვნული მასშტაბით აღიარებული გარდაცვლილი საერო პირის – ვარლამ ჩერქეზიშვილის სახელი.
მუხლი 2
„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებით (სსმ, 112, 26/09/2005) გათვალისწინებულ დანართ №2-ში შეტანილ იქნეს ცვლილება და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოს – ქალაქ საგარეჯოს საგანმანათლებლო რესურსცენტრს დაქვემდებარებული საჯარო სკოლების თავის 22-ე გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

22

ვარლამ ჩერქეზიშვილის სახელობის საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ თოხლიაურის საჯარო სკოლა

სოფელი თოხლიაური

დაწ-საბ-საშ

“.

მუხლი 3
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიირინე აბულაძე