დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ზოგიერთ დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 3 |
| დოკუმენტის მიმღები | ხულოს მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 30/01/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/02/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.136.016335 |
3
30/01/2020
ვებგვერდი, 03/02/2020
010250050.35.136.016335
ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ზოგიერთ დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ხულოს მუნიციპალიტეტი
|
ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ზოგიერთ დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლის საფუძველზე ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
მუხლი 1.
,,ხულოს მუნიციპალური გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნის შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 24 ოქტომბრის №88 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი, გამოქვეყნების თარიღი: 31/10/2018, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.136.016308) შევიდეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-4 მუხლის მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: |
,,12. სხდომაზე დასწრების და მონაწილეობის უფლება აქვს მუნიციპალიტეტში მოქმედ ყველა დაინტერესებულ ორგანიზაციას ან მოქალაქეთა გაერთიანებებს, ან ფიზიკურ პირს. ამ მიზნით ორგანიზაციამ/მოქალაქეთა გაერთიანებამ/ფიზიკურმა პირმა სხდომის დაწყებამდე ორი დღით ადრე მაინც უნდა მიმართოს წერილობით საბჭოს თავმჯდომარეს და გამოყოს ერთი წარმომადგენელი საბჭოს სხდომის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად.“. |
მუხლი 2.
,,ხულოს მუნიციპალიტეტში სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების და სასკოლო მზაობის პროგრამის მიწოდების მონიტორინგის, შეფასების და ანგარიშგების სისტემის დამტკიცების შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 26 ივნისის №76 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი, გამოქვეყნების თარიღი: 01/08/2018, სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.136.016296) შევიდეს შემდეგი ცვლილება: |
1. დადგენილებით დამტკიცებული დანართ №1-ის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ს“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით
,,ს) მონიტორინგის გუნდი – სტრუქტურული ერთულის მიერ შექმნილი გუნდი, რომელიც ახორციელებს დაწესებულების მონიტორინგს ავტორიზაციის პირობების შესრულების შემოწმების მიზნით და ახდენს სათანადო და დროულ ანგარიშგებას." 2. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-6 მუხლის 1 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სტრუქტურული ერთეული ქმნის მონიტორინგის გუნდს, რომელიც ავტორიზაციის პირობების შესრულების შემოწმების მიზნით ახორციელებს დაწესებულების მონიტორინგს და შესაბამის ანგარიშგებას.“. |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები