„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 57
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 28/01/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/01/2020
ძალაში შესვლის თარიღი 01/02/2020
სარეგისტრაციო კოდი 010240030.10.003.021766
57
28/01/2020
ვებგვერდი, 30/01/2020
010240030.10.003.021766
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №57

2020 წლის 28 იანვარი

   ქ. თბილისი

 

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 16/12/2013, 010240030.10.003.017504) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:

1.  მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ფ.პ.“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

2.  მე-7 მუხლის „ლ1“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

3. მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“;“.

4. მე-10 მუხლის:

ა) „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ) ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: თავისი კომპეტენციის ფარგლებში, დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა; ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა, ასევე უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა ძებნისა და დაკავების, ამოუცნობი გვამების დადგენის უზრუნველყოფა; კომპეტენციის ფარგლებში, უკანონო მიგრაციასთან ბრძოლა, მისი პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში, უცხოელების დაკავება და დროებითი განთავსების ცენტრში/დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაყვანა/ესკორტირება; სისხლის სამართლის კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების უზრუნველყოფა; თავისუფლების უკანონო აღკვეთის, ტრეფიკინგის, ნარკომანიისა და საერთაშორისო ნარკობიზნესის, იარაღით, მათ შორის, მასობრივი განადგურების იარაღითა და მისი კომპონენტებით უკანონო ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლა; არასრულწლოვანთა მიერ და მათ მიმართ ჩადენილ დანაშაულთა აღმკვეთი პრევენციული ღონისძიებების ორგანიზება, მინისტრის მიერ დადგენილი წესით; კიბერდანაშაულის გამოძიება; კანონმდებლობით დადგენილი წესით, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განხორციელება; თავის კომპეტენციას მიკუთვნებულ საქმეებზე საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი საფუძვლებითა და წესით სისხლის საპროცესო სამართლებრივი იძულების ღონისძიებების გამოყენება და სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიება; დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევათა თავიდან აცილებისა და აღკვეთის მიზნით, პრევენციული ღონისძიებების განხორციელება; დეპარტამენტის საბრძოლო ძალით უზრუნველყოფა; საერთაშორისო მასშტაბით დანაშაულის შესახებ ინფორმაციის შეგროვება და მის წინააღმდეგ ბრძოლა, ამ მიზნით, საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებთან მჭიდრო თანამშრომლობა, საზღვარგარეთის ქვეყნების შესაბამის სამსახურებთან სამართალდაცვით სფეროში ორმხრივი და მრავალმხრივი საერთაშორისო ოპერატიული თანამშრომლობის უზრუნველყოფა, აგრეთვე ევროპოლსა და ევროპოლის მეშვეობით ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების შესაბამის სამსახურებთან ოპერატიული და სტრატეგიული თანამშრომლობის განხორციელება, ინტერპოლის გენერალურ სამდივნოსა და ინტერპოლის მეშვეობით საზღვარგარეთის ქვეყნების შესაბამის სამსახურებთან თანამშრომლობა; სამინისტროს წარმომადგენლობის უზრუნველყოფა საზღვარგარეთის ქვეყნებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში; საზღვარგარეთის ქვეყნების სამართალდამცავ, უსაფრთხოების ორგანოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთთანამშრომლობის გეგმების (პროგრამების) შემუშავება და მათ განხორციელებაში მონაწილეობის მიღება; საზღვარგარეთის ქვეყნების სამართალდამცავ სტრუქტურებში მიმდინარე რეფორმის, აგრეთვე დამნაშავეობასთან ბრძოლის მეთოდიკისა და პრაქტიკის შესწავლა, განზოგადება და სამინისტროს ხელმძღვანელობისათვის შესაბამისი რეკომენდაციების წარდგენა; საზღვარგარეთის ქვეყნებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში სამინისტროს წარმომადგენლების სამუშაო ვიზიტების დაგეგმვაში მონაწილეობა, ასევე, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა და მათი მხარდაჭერის მიზნით, ადმინისტრაციულ-საპროტოკოლო ღონისძიებების განხორციელება; სამინისტროს ტერიტორიულ დანაყოფებთან კავშირი, ინფორმაციის მიმოცვლა და სამინისტროს ხელმძღვანელობის დავალებათა გაცნობის უზრუნველყოფა, დირექტიული წერილების, ბრძანებებისა და მითითებების პროექტების მომზადება, სამინისტროს ხელმძღვანელობის დავალებათა შესრულების მდგომარეობის კონტროლი ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტსა და სამინისტროს ტერიტორიულ დანაყოფებში; სამინისტროს ტერიტორიული დანაყოფებიდან შესული საგამოძიებო დავალებების შესრულება; სამინისტროს ტერიტორიულ დანაყოფებში აღრიცხულ დანაშაულთა სტატისტიკური დამუშავება, განზოგადება და ცალკეული დანაშაულის დინამიკის ანალიზი; საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან თანამშრომლობა, დანაშაულის აღკვეთა-აცილებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების, სამთავრობო უწყებებთან კოორდინირებული მოქმედებებისა და ერთობლივად გასატარებელი ღონისძიებების, ცალკეულ დანაშაულთან ბრძოლის, კულტურულ ღონისძიებებთან დაკავშირებული გეგმების მომზადება, შეთანხმება და შესრულების მდგომარეობის კონტროლი; ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და სამინისტროს ტერიტორიული დანაყოფების ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის მონიტორინგი; „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონითა და სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციებისა და ამოცანების განხორციელება;“;

ბ) „ლ1“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) „ღ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ღ) ოპერატიული უზრუნველყოფის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: კანონმდებლობით დადგენილი წესით, ცნობების შეგროვება და ვიზუალური კონტროლი; პიროვნების იდენტიფიკაციისა და ძებნის ფუნქციის განხორციელება; კანონსაწინააღმდეგო საქმიანობის წინააღმდეგ მიმართული აქტიური ღონისძიებების ოპერატიულ-ტექნიკური უზრუნველყოფა; ოპერატიულ-სამძებრო და კონტრდაზვერვითი საქმიანობის განხორციელება; „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელება; საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1431 მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფარული საგამოძიებო მოქმედების კანონმდებლობით დადგენილი წესით განხორციელება; სისხლის სამართლის პროცესის მონაწილეთა უსაფრთხოების დაცვა და დაცვის კონკრეტული ღონისძიებების განხორციელება;“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2020 წლის 1 თებერვლიდან.

 


პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია