საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 5772-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 17/03/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ორგანული კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/03/2020
ძალაში შესვლის თარიღი 01/05/2020
სარეგისტრაციო კოდი 010190020.04.001.017945
5772-IIს
17/03/2020
ვებგვერდი, 23/03/2020
010190020.04.001.017945
საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს ორგანული კანონი

საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 10.01.2012, სარეგისტრაციო კოდი: 010190020.04.001.016032) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-3 მუხლის „ა.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა.ბ) პასიური საარჩევნო უფლება აქვს საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომლებიც აკმაყოფილებენ ამ კანონით დადგენილ პირობებს, გარდა იმ პირებისა, რომლებსაც საქართველოს კონსტიტუციით, ამ კანონით, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონითა და „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით შეზღუდული აქვთ პასიური საარჩევნო უფლება;“.

2. 98-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. განცხადებას უნდა ერთოდეს საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატად წარდგენილი პირის წერილობითი თანხმობა არჩევნებში მონაწილეობაზე, საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი, უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობა და 3 ფოტოსურათი.“.

3. 115-ე მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. შესაბამისმა საარჩევნო სუბიექტმა პარტიული სია ცესკოს თავმჯდომარეს უნდა წარუდგინოს არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 30-ე დღისა. პარტიულ სიას უნდა ერთოდეს საქართველოს პარლამენტის წევრობის თითოეული კანდიდატის მიერ შევსებული და ხელმოწერილი სააღრიცხვო ბარათი, უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობა, ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობა, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ფოტოასლი და ფოტოსურათი. ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობა საჯაროა და ქვეყნდება ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე.

8. თუ კანდიდატი იმავდროულად წარდგენილია მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, სააღრიცხვო ბარათთან, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ფოტოასლთან და ფოტოსურათთან ერთად წარდგენილი უნდა იქნეს უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობა და ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობა. ეს დოკუმენტები წარდგენილი უნდა იქნეს 2-2 ეგზემპლარად, გარდა უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობისა და ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობისა, რომლებიც კომისიას თითო ეგზემპლარად წარედგინება. აღნიშნული დოკუმენტების თითო ეგზემპლარი და კომისიის მიერ დამოწმებული ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობის ასლი მიღებიდან 2 დღის ვადაში უნდა გადაეცეს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას.“.

4. 116-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. განცხადებას, რომელსაც ხელს აწერს ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის ყველა წევრი, უნდა ერთოდეს საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატად წარდგენილი პირის წერილობითი თანხმობა არჩევნებში მონაწილეობაზე, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ფოტოასლი, უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობა და 2 ფოტოსურათი.“.

5. 143-ე მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. პარტიულ სიას უნდა ერთოდეს ყოველი კანდიდატის საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ფოტოასლი, უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობა, 2 ფოტოსურათი და მის მიერ ხელმოწერილი სააღრიცხვო ბარათი 2 ცალად, შევსების თარიღის მითითებით. სააღრიცხვო ბარათში კანდიდატის საანკეტო მონაცემებთან (სახელი, გვარი, საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი, მისამართი (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით), დაბადების თარიღი) ერთად მითითებული უნდა იყოს საქართველოში 5 წლის ცხოვრების ფაქტი და თანხმობა ამ პარტიული სიით კენჭისყრაზე.“.

6. 144-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. განცხადებას უნდა ერთოდეს კანდიდატის საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ფოტოასლი, უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობა, 2 ფოტოსურათი და მის მიერ ხელმოწერილი სააღრიცხვო ბარათი 2 ცალად. სააღრიცხვო ბარათში კანდიდატის საანკეტო მონაცემებთან (სახელი, გვარი, საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი, მისამართი (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით), დაბადების თარიღი) ერთად მითითებული უნდა იყოს საქართველოში 5 წლის ცხოვრების ფაქტი და თანხმობა შესაბამის საარჩევნო ოლქში კენჭისყრაზე.“.

7. 158-ე მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. პარტიულ სიას უნდა ერთოდეს ყოველი კანდიდატის საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ფოტოასლი, უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობა, 2 ფოტოსურათი და მის მიერ ხელმოწერილი სააღრიცხვო ბარათი 2 ცალად, შევსების თარიღის მითითებით. სააღრიცხვო ბარათში კანდიდატის საანკეტო მონაცემებთან (სახელი, გვარი, საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი, მისამართი (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით), დაბადების თარიღი) ერთად მითითებული უნდა იყოს ინფორმაცია საქართველოში 5 წლის ცხოვრების ფაქტის შესახებ და თანხმობა ამ პარტიული სიით კენჭისყრაზე.“.

8. 167-ე მუხლის მე-8 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი:

„ე) უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობა.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2020 წლის 1 მაისიდან.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

17 მარტი 2020 წ.

N5772-IIს