„ქობულეთის მუნიციპალიტეტის დაბა ჩაქვი - კურორტ ციხისძირის განაშენიანების რეგულირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 25 თებერვლის N02 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 03
დოკუმენტის მიმღები ქობულეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 28/01/2020
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/01/2020
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.131.016300
03
28/01/2020
ვებგვერდი, 29/01/2020
010250050.35.131.016300
„ქობულეთის მუნიციპალიტეტის დაბა ჩაქვი - კურორტ ციხისძირის განაშენიანების რეგულირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 25 თებერვლის N02 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქობულეთის მუნიციპალიტეტი
 
ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №03

2020 წლის 28 იანვარი

ქ. ქობულეთი

„ქობულეთის მუნიციპალიტეტის დაბა ჩაქვი კურორტ ციხისძირის განაშენიანების რეგულირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 25 თებერვლის №02 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ქობულეთის მუნიციპალიტეტის დაბა ჩაქვი – კურორტ ციხისძირის განაშენიანების რეგულირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქობულეთის  მუნიციპალიტეტის  საკრებულოს  2019 წლის 25 თებერვლის №02 დადგენილებაში (სსმ, 28/02/2019წ., სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.131.016284) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული ქობულეთის  მუნიციპალიტეტის დაბა ჩაქვი – კურორტ ციხისძირის განაშენიანების რეგულირების გეგმის დანართში ზოგადი და კონკრეტული უფლებრივი ზონირების რუკებში (ს.კ 20.48.01.483) საკურორტო-სარეკრეაციო ზონის ნაცვლად და მიენიჭოს ლანდშაფტური-სარეკრეაციო (ბუნებრივი ლანდშაფტური)  ზონის სტატუსი,  თანახმად თანდართული  რუკებისა.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით მჭედლიშვილი