დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ეკონომიკური განვითარების, ადგილობრივი თვითმმართველობის ქონებისა და ტრანსპორტის მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიცი პალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 დეკემბრის №12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 138 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 29/01/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/01/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.123.016541 |
|
„ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ეკონომიკური განვითარების, ადგილობრივი თვითმმართველობის ქონებისა და ტრანსპორტის მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 დეკემბრის №12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ეკონომიკური განვითარების, ადგილობრივი თვითმმართველობის ქონებისა და ტრანსპორტის მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 დეკემბრის №12 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 18.07.2014, №010250050.35.123.016224), კერძოდ, დადგენილების №1 (ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ეკონომიკური განვითარების, ადგილობრივი თვითმმართველობის ქონებისა და ტრანსპორტის მართვის სამსახურის დებულება) დანართში:
1. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია მეორადი სტრუქტურული ერთეულები: ა) ეკონომიკური განვითარებისა და ტრანსპორტის განყოფილება; ბ) ქონების რეგისტრაციისა და განკარგვის განყოფილება.“. 2. მე-8 მუხლი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 8. სამსახურის ეკონომიკური განვითარებისა და ტრანსპორტის განყოფილება ეკონომიკური განვითარებისა და ტრანსპორტის განყოფილების ფუნქციებია კომპეტენციის ფარგლებში: ა) ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობისა და სამეწარმეო აქტივობების სტიმულირებისათვის ადგილობრივი, ინტერმუნიციპალური, რეგიონალური და საერთაშორისო ღონისძიებების ორგანიზება, მათ შორის კონფერენციების, ფორუმების, სიმპოზიუმების, ტრენინგების, გამოფენა-ბაზრობების, ბეჭდური გამოცემების, სარეკლამო-საპრომოუშენო აქციების ორგანიზება; ბ) ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ანალიზისათვის შესაბამისი უწყებებიდან სტატისტიკური ინფორმაციის, მონაცემების, მაჩვენებლების შეგროვება, დამუშავება და დარგობრივი კვლევების ჩატარება; გ) ადგილობრივი საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების მიზნით წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება; დ) შიდა და გარე პოზიციებზე ადგილობრივი ეკონომიკური პოტენციალის წარმოჩენის ხელშეწყობის მიზნით წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება, საერთაშორისო და რეგიონალურ გამოფენა – ბაზრობებში, კონფერენციებში, სემინარებსა და სიმპოზიუმებში მონაწილეობა; ე) ადგილობრივ გადასახადებსა და მოსაკრებლებზე წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება; ვ) ადგილობრივ მეწარმეებთან თანამშრომლობის, გამჭვირვალე და კორუფციისაგან თავისუფალი საკომუნიკაციო ქსელის შექმნისათვის წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება; ზ) მოქალაქეთა სამეწარმეო უნარების განვითარების ხელშეწყობისათვის წინადადებების, რეკომენდაციებისა და პროექტების შემუშავება და განხორციელების კოორდინირება; თ) მდგრადი ენერგეტიკის სამოქმედო გეგმის („SEAP“) განხორციელების კოორდინაცია, მონაცემთა ბაზის შექმნა; ი) ენერგოეფექტურობაზე ორიენტირებული საერთაშორისო პრაქტიკის შესწავლა, ადგილობრივ დონეზე მათი დანერგვისათვის წინადადებების მომზადება, კერძო და საჯარო ინიციატივების ხელშეწყობა; ცნობიერების ამაღლების მიზნით საინფორმაციო, საგანმანათლებლო, სადემონსტრაციო და საკონსულტაციო ინსტრუმენტების შემუშავება; კ) ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სატრანსპორტო მომსახურების მოთხოვნათა დაკმაყოფილების უზრუნველყოფის ხელშეწყობა, ადგილობრივი რეგულარული სამგზავრო გადაყვანის პროცესის კოორდინირება ქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში; ლ) სატრანსპორტო მომსახურების გაუმჯობესების მიზნით პროექტების, წინადადებების მომზადება; მ) საქალაქო ტრანსპორტის სფეროს განვითარების მიზნით პროგრამების შემუშავება და მათი რეალიზების ხელშეწყობა საზოგადოების მოთხოვნილებების გათვალისწინებით. აღნიშნულ პროგრამებში ცვლილებების შეტანის თაობაზე პროექტების მომზადება; ნ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ადგილობრივი რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ტარიფებისა და მგზავრობის ღირებულების გადახდის ფორმების თაობაზე წინადადებების მომზადება; ო) წინადადებების მომზადება ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის მოსაკრებლის ამოღების რეგულირების თაობაზე, მოსაკრებლის გადახდის კოორდინაცია და კონტროლი; პ) დადგენილ მარშრუტებზე მგზავრთა ნაკადების შესწავლის ორგანიზება, ადგილობრივ საქალაქო რეგულარულ სამგზავრო- სატრანსპორტო სქემებში ცვლილებების თაობაზე წინადადებების მომზადება; ჟ) ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემა საქართველოს კანონმდებლობის, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის სამართლებრივი აქტების საფუძველზე; რ) საქალაქო მარშრუტებზე გადამზიდავთა საქმიანობის კოორდინირება; ს) გადამზიდავთა მიერ სანებართვო პირობების დაცვის კონტროლი; ტ) ქალაქ ქუთაისის ადმინისტრაციულ საზღვრებში პარკირებისა და მოძრაობის ორგანიზაციის ტექნიკური საშუალებების დაყენებაზე, მოხსნასა და მონიშვნაზე შესაბამის სამსახურებთან, სამართალდამცავ ორგანოებთან და სტრუქტურებთან კოორდინაცია და წინადადებების მომზადება; უ) წინადადებების მომზადება M1, M2, M3 კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებისათვის, გაჩერებების განსაზღვრისა და გაჩერებებზე შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობაში მონაწილეობის მიღება შესაბამის ადმინისტრაციულ და სამართალდამცავ ორგანოებთან ერთად; ფ) შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებთან შეთანხმებით, ქუჩებსა და მოედნებზე საგზაო ნიშნებისა და მოძრაობის ორგანიზების სხვა საშუალებების დაყენების/მოხსნის, მონიშვნითი სამუშაოების განხორციელებაზე წინადადებების მომზადება და კოორდინაცია; ქ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.“. 3. ამოღებულ იქნეს მე-9 მუხლი. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები