„სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 26 ნოემბრის N32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 26 ნოემბრის N32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
მიღების თარიღი 24/01/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/01/2020
სარეგისტრაციო კოდი 400020010.16.009.016350
2
24/01/2020
ვებგვერდი, 29/01/2020
400020010.16.009.016350
„სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 26 ნოემბრის N32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი

ეროვნული კომისიის

დადგენილება №2

2020 წლის 24 იანვარი

ქ. თბილისი

„სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 26 ნოემბრის №32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე და 168-ე მუხლის საფუძველზე, ვადგენთ:

მუხლი 1

„სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ დამტკიცების შესახებ“  საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 26 ნოემბრის №32 დადგენილებაში (სსმ III, 01.12.2008, №170, მუხ. 1748) შეტანილი იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული „სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების“:

ა) მე-18 მუხლის:

ა.ა) მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) უძრავი ქონების გაყოფის შემთხვევაში, გამოყოფილი ქონების წყალმომარაგების სისტემასთან მიერთებაზე (გარდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მიერთების შემთხვევისა);“;

ა.ბ) 41 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „42“ პუნქტი:

„42. თუ მომხმარებლის კუთვნილი უძრავი ქონება, რომელიც მიერთებული იყო  წყალმომარაგების   სისტემასთან გაიყო და მის ადგილზე განვითარდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი, გამოყოფილი უძრავი ქონების/მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის წყალმომარაგების სისტემასთან მიერთებაზე ვრცელდება წყალმომარაგების სისტემაზე ახალი  მომხმარებლის  მიერთების წესი, შესაბამისი საფასური და პროცედურები, მიუხედავად იმისა, თუ რა ტექნიკური პარამეტრებით იყო მიერთებული თავდაპირველი ქონება წყალმომარაგების სისტემაზე.“.

ა.გ) მე-7 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „71“ პუნქტი:

„71. მიერთების მსურველის მოთხოვნა ისეთი ობიექტის მიერთებაზე, რომელზეც ვრცელდება წყალმომარაგების სისტემაზე ახალი მომხმარებლის მიერთების საფასური, ამ წესების შესაბამისად, მიერთება შეიძლება განხორციელდეს წყალმომარაგების ქსელიდან მისაერთებელი ობიექტის 0-დან 100 მეტრის რადიუსში მდებარეობის შემთხვევაში, ხოლო 100მ-დან 200მ-მდე რადიუსში მდებარეობისას – მიერთება შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ  მიერთების მსურველის მიერ განმეორებით მიმართვის შემთხვევაში, 100 მეტრზე მეტი (100-დან 200მ-მდე) რადიუსში მიერთების მოთხოვნით, ამ წესების 181 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული პროცედურის შესაბამისად.“;

ა.დ) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. წყალმომარაგების ლიცენზიატი ვალდებულია, ახალი მომხმარებლის წყალმომარაგების სისტემაზე მიერთების საფასურის (ამ წესების შესაბამისად სრულად ან ნაწილობრივ) გადახდის შემდეგ, ახალი მომხმარებლის (ან მომხმარებლების) წყალმომარაგების სისტემაზე მიერთების სამუშაოები (სრული ტექნოლოგიური ციკლი) განახორციელოს დასახლებათა (ქალაქი, დაბა, სოფელი) ტერიტორიულ საზღვრებში, წყალმომარაგების ლიცენზიატის მფლობელობაში  არსებული წყალმომარაგების ქსელიდან  (სასმელი წყლის  წყალმომარაგების ქსელიდან, რომელშიც მიედინება  სასმელი  წყალი,  ხოლო  წყალარინების  ქსელზე  მიერთებისას  –  მოქმედი წყალარინების  ქსელიდან) 200 მეტრის რადიუსში. ამასთან, ამ წესებით დადგენილი 100-დან – 200 მეტრი რადიუსის ახალი მომხმარებლის წყალმომარაგების სისტემაზე მიერთების საფასური არ ვრცელდება კომისიის მიერ განსაზღვრულ იმ ტერიტორიულ საზღვრებზე, სადაც არ არის მოწყობილი წყალმომარაგების სისტემა (ასეთი ზონის განსაზღვრის შემთხვევაში). სასმელი წყლის  წყალმომარაგების ქსელიდან რადიუსის გაანგარიშებაში არ გაითვალისწინება  წყალმომარაგების ის მილსადენები, რომლებშიც სასმელი წყალი უწყვეტად არ მიედინება სატუმბი სადგურებისა და რეზერვუარების ჰიდრავლიკური რეჟიმებიდან გამომდინარე (სადაც აღნიშნული რეჟიმი განპირობებულია ტექნიკური საჭიროებით და არა სასმელი წყლის შეზღუდვით/გრაფიკით მიწოდებით).“;

ა.ე) მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. ახალი მომხმარებლის მიერთება უნდა განხორციელდეს მიერთების მსურველის მიერ შესაბამისი განაცხადით მოთხოვნილი პირობების შესაბამისად. ამასთან:

ა) მიერთების მსურველს (ახალ მომხმარებელს) უფლება აქვს აირჩიოს (განაცხადით მოითხოვოს):

ა.ა) წყალმომარაგების სისტემაზე მიერთების საფასურის შეთავაზებული პაკეტი, რომელიც მოიცავს  სასმელი წყლის და წყალარინების მისაერთებელი მილის შესაბამის დიამეტრებს. ამასთან, მიერთების მსურველი უფლებამოსილია სასმელი წყლის და წყალარინების მისაერთებელი მილის დიამეტრები განცალკევებულად შეარჩიოს, თუ ეს განპირობებულია მისაერთებელი ობიექტის ტექნიკური აუცილებლობიდან გამომდინარე;

ბ.ბ) მიერთების ტიპი, მათ შორის, სრული (სასმელი წყალი და წყალარინება), მხოლოდ სასმელი წყალი ან მხოლოდ წყალარინება;

ბ) ობიექტის სასმელი წყლის ან წყალარინების რამდენიმე დამოუკიდებელი მილით მიერთების მოთხოვნის შემთხვევაში მიერთების საფასური განისაზღვრება ამ მიერთებების (მილების) ჯამური წარმადობიდან.“;

ა.ვ) მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„12. თუ საცხოვრებელი ბინის, საწარმოს ან სხვა ობიექტის მშენებლობის შედეგად ადგილი აქვს  წყალმომარაგების სისტემაზე ორი  ან  ორზე  მეტი  ახალი  მომხმარებლის (ახალი მომხმარებლის  წყალმომარაგების ქსელის) მიერთებას, მიერთების საფასურის ოდენობა განსაზღვრული უნდა იქნეს ამ ობიექტის (ან ობიექტების) სამშენებლო-საპროექტო დოკუმენტაციით განსაზღვრული (დადგენილი) მისაერთებელი  წარმადობის ოდენობის შესაბამისად.“;

ბ) 181 მუხლის:

ბ.ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2.   მიერთების  მსურველი  (განმცხადებელი)  ვალდებულია,  განაცხადის  წარდგენამდე  გადაიხადოს განაცხადში ასახული, წყალმომარაგების  სისტემაზე  ახალი  მომხმარებლის მიერთების  საფასურის არანაკლებ 50%  (გარდა  ამ  მუხლის 21 და 22  პუნქტებით  გათვალისწინებული  შემთხვევისა),  ხოლო დარჩენილი თანხა გადაიხადოს (თუ მხარეები წერილობით არ შეთანხმდნენ სხვა პირობებზე) წყალმომარაგების დაწყების თარიღიდან 10 დღის განმავლობაში.“;

ბ.ბ) 21 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „22“ პუნქტი:

„22. სასმელი წყალი 20 მმ ან/და წყალარინების 100 მმ დიამეტრის, ახალი საყოფაცხოვრებო მომხმარებლის წყალმომარაგების ქსელზე მიერთების შემთხვევაში, წყალმომარაგების ლიცენზიატი მომხმარებლის მოთხოვნის საფუძველზე, ვალდებულია მოახდინოს მიერთების საფასურის განწილვადება 24 თვეზე. შესაბამისად, მიერთების მსურველი (განმცხადებელი) ვალდებულია წყალმომარაგების მიერთების საფასური გადაიხადოს ყოველთვიურად, 24 თვის განმავლობაში თანაბარ წილად. პირველი გადასახადი – განაცხადის წარდგენამდე, ხოლო დარჩენილი თანხა – სასმელი წყლით ან/და წყალარინებით უზრუნველყოფის დაწყებიდან 23 თვის განმავლობაში.“;

ბ.გ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4.  მიერთების  მსურველი  (განმცხადებელი)  ვალდებულია,    წყალმომარაგების  სისტემაზე  ახალი  მომხმარებლის მიერთების მოთხოვნით (კომისიის გადაწყვეტილებით დამტკიცებული სტანდარტული განაცხადით) ელექტრონული ან    წერილობით    ფორმით,   მიმართოს    შესაბამის   წყალმომარაგების   ლიცენზიატს.    ამასთან,    წყალმომარაგების ლიცენზიატი  ვალდებულია,  10  სამუშაო  დღის  ვადაში  დაადგინოს  განაცხადის  და  მასში  არსებული  მოთხოვნის სრულყოფილება და  განმცხადებელს დაუყოვნებლივ აცნობოს პასუხი როგორც მოკლე ტექსტური შეტყობინებით, ისე განაცხადში  მითითებული საშუალებით  წერილობით  ან  ელექტრონულად  (ხარვეზის დადგენის შემთხვევაში  უარი უნდა იყოს დასაბუთებული). წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი მიღებულად ჩაითვლება. ამასთან, ლიცენზიატი ვალდებულია დაადგინოს ხარვეზი 100 მეტრზე მეტი რადიუსის მიერთების შემთხვევაში, ხოლო მიერთების მსურველი უფლებამოსილია, განმეორებით მიმართოს 100 მეტრზე მეტი (100-დან 200მ-მდე) რადიუსის მიერთების მოთხოვნით, კომისიის მიერ დამტკიცებული შესაბამისი განაცხადის ფორმით (წესების შესაბამისად, ასეთი განაცხადი შეიძლება დაკმაყოფილდეს მხოლოდ განმეორებით მიმართვის შემთხვევაში).“;

ბ.დ) მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „61“ პუნქტი:

„61. წყალმომარაგების ლიცენზიატი ვალდებულია მოკლე ტექსტური შეტყობინებით აცნობოს ახალ მომხმარებელს მიერთების სამუშაოების დასრულების ზუსტი დრო (არაუმეტეს 5 და არანაკლებ 1 კალენდარული დღით ადრე მაინც). მიერთების დასრულებისთანავე წყალმომარაგების ლიცენზიატი ვალდებულია, ახალ მომხმარებელს ტექსტური შეტყობინებით აცნობოს მომარაგების დაწყების შესახებ.“;

გ) მე-19 მუხლის:

გ.ა) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს 21 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„21. მომხმარებლის მიერ „მომხმარებლის მიერ წყალმომარაგების მოცულობის გაზრდის შესახებ“ განაცხადის განხილვა და დაკმაყოფილება უნდა განხორციელდეს იმავე წესითა და პირობებით, როგორც ეს განსაზღვრულია ამ წესების 18 და 181 მუხლებით, თუ ამ მუხლით მომსახურების სხვა პირობა არ არის განსაზღვრული.“;

გ.ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. წყალმომარაგების ლიცენზიატი ვალდებულია, განაცხადის მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში დაადგინოს განაცხადის და მასში არსებული მოთხოვნის სრულყოფილება და განმცხადებელს დაუყოვნებლივ აცნობოს პასუხი როგორც მოკლე ტექსტური შეტყობინებით, ისე განაცხადში მითითებული საშუალებით – წერილობით ან ელექტრონულად. ხარვეზის დადგენის შემთხვევაში, უარი უნდა იყოს დასაბუთებული. წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი (მოთხოვნა) მიღებულად ჩაითვლება. განაცხადში ხარვეზის დადგენის შემთხვევაში წყალმომარაგების ლიცენზიატი ვალდებულია, მომხმარებელს დაუბრუნოს მის მიერ გადახდილი საფასური 10 სამუშაო დღის ვადაში, განაცხადში მითითებულ ანგარიშზე.“;

გ.გ) მე-8 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 და მე-10 პუნქტები:

„9. თუ მომხმარებლის მიერ მოთხოვნილია ისეთი სიმძლავრის გაზრდა, რომელზეც არ ვრცელდება სიმძლავრის გაზრდის საფასური, ასეთ შემთხვევაში, პროცესი უნდა განხორციელდეს იმავე წესითა და პირობებით, როგორც ეს განსაზღვრულია ამ წესების 181 მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში (როდესაც ხდება ისეთი ახალი მომხმარებლის (მომხმარებლების) მიერთება, რომელზეც არ ვრცელდება წყალმომარაგების სისტემაზე ახალი მომხმარებლის მიერთების საფასური). მიუხედავად იმისა, თუ ვის მიერ ხორციელდება ამ მუხლით გათვალისწინებული სამუშაოები, მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობის, აღრიცხვის კვანძის მოწყობისა და შეჭრის სამუშაოებზე გადახდილი უნდა იქნეს ამ წესების დანართით №4 განსაზღვრული „მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობის, აღრიცხვის კვანძის მოწყობისა და შეჭრის საფასური“ შეთავაზებული პაკეტების მიხედვით.

10. მოხმარების მისაერთებელი სიმძლავრის გაზრდა დასტურდება იმავე მეთოდის გამოყენებით, რომლითაც მოხდა წყალმომარაგების ქსელზე მიერთების ტექნიკური პირობის შემუშავებისას მომხმარებლის მისაერთებელი სიმძლავრის განსაზღვრა.“.

2. დადგენილების მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „ახალი მომხმარებლის წყალმომარაგების სისტემაზე მიერთების საფასური (დანართი №3)“  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

დანართი №3

ახალი მომხმარებლის წყალმომარაგების სისტემაზე მიერთების საფასური

 

1. ახალი მომხმარებლის წყალმომარაგების სისტემაზე მიერთების ვადები და საფასური: 

ა) მისაერთებელი ობიექტის კუთვნილი ტერიტორიიდან – შესაბამის წყალმომარაგების სისტემამდე 0-დან  - 100 მეტრი რადიუსის შემთხვევაში:

 

0 - 100 მეტრი რადიუსის შემთხვევაში

დიამეტრი (მმ)

ახალი მომხმარებლის მიერთების საფასური დღგ-ის ჩათვლით (ლარი)

ახალი მომხმარებლის ქსელზე მიერთების ვადა (სამუშაო დღე) 

სასმელი წყალი

წყალარინება

თვითმმართველი ქალაქებისთვის

სხვა მუნიციპალიტეტებში

თვითმმართველი ქალაქებისთვის

სხვა მუნიციპალიტეტებში

სასმელი წყალი

წყალარინება

სასმელი წყალი

წყალარინება

სასმელი წყალი

წყალარინება

სასმელი წყალი

წყალარინება

0-20

0 - 100

500

1000

400

800

40

40

50

50

20-დან-25

0 - 100

800

2000

700

1500

50

50

60

60

25-დან - 32

2000

1200

50

60

32-დან - 40

  100-დან - 150

2500

7000

1800

5000

60

60

70

70

40-დან - 50

3000

2200

60

70

50-დან - 63

4000

3000

60

70

63-დან - 75

5500

4000

60

70

75-დან - 90

  150-დან - 200

7000

15000

5500

10000

70

70

80

80

 90-დან - 110

9000

7000

70

80

  110-დან - 125

11000

9000

70

80

  125-დან - 140

15000

12000

70

80

  140-დან - 160

20000

15000

70

80

ბ) მისაერთებელი ობიექტის კუთვნილი ტერიტორიიდან - შესაბამის წყალმომარაგების სისტემამდე 100-დან – 200 მეტრის რადიუსის შემთხვევაში:

100-დან - 200 მეტრი რადიუსის შემთხვევაში

დიამეტრი (მმ)

ახალი მომხმარებლის მიერთების საფასური დღგ-ის ჩათვლით (ლარი)

ახალი მომხმარებლის ქსელზე მიერთების ვადა (სამუშაო დღე) 

სასმელი

წყალი

წყალარინება

თვითმმართველი ქალაქებისთვის

  სხვა მუნიციპალიტეტებში

თვითმმართველი ქალაქებისთვის

  სხვა მუნიციპალიტეტებში

სასმელი წყალი

წყალარინება

სასმელი წყალი

წყალარინება

სასმელი წყალი

წყალარინება

სასმელი წყალი

წყალარინება

0-20

0 - 100

3000

5000

1500

2000

60

60

70

70

20-დან - 25

0 - 100

5000

6000

2500

4000

70

70

80

80

25-დან - 32

7000

4000

70

80

32-დან - 40

   100-დან - 150

10000

20000

7000

15000

80

80

90

90

40-დან - 50

12000

9000

80

90

50-დან - 63

15000

12000

80

90

63-დან - 75

18000

15000

80

90

75-დან - 90

150-დან - 200

22000

35000

17000

25000

90

90

100

100

90-დან - 110

25000

19000

90

100

110-დან - 125

28000

22000

90

100

125-დან - 140

35000

25000

90

100

140-დან - 160

40000

30000

90

100

გ) ერთობლივად ორი ან ორზე მეტი ახალი მომხმარებლის მიერთების მოთხოვნისას (მათ შორის, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის შემთხვევაში), ახალი მომხმარებლის წყალმომარაგების ქსელზე მიერთების საფასური განისაზღვრება ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ან „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საფასურზე თითოეული ახალი მომხმარებლისთვის აღრიცხვის კვანძის მოწყობის საფასურის – 100 ლარის (დღგ-ის ჩათვლით) დამატებით.“.

3. დადგენილების მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობის, აღრიცხვის კვანძის მოწყობისა და შეჭრის საფასური (დანართი №4)“  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დანართი №4

მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობის, აღრიცხვის კვანძის მოწყობისა და შეჭრის საფასური

 

მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობის, აღრიცხვის კვანძის მოწყობისა და შეჭრის საფასური შეთავაზებული პაკეტის მიხედვით:

ა) სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემაზე მიერთების შემთხვევაში:

 

მილის დიამეტრი (მმ)

ვადა (დღე)

საფასური (ლარი)

0-20

15

                   150.00

20-დან - 25

15

                   250.00

25-დან - 32

15

                   300.00

32-დან - 40

20

                   400.00

40-დან - 50

20

                1,200.00

50-დან - 63

20

                1,500.00

63-დან - 75

20

                2,000.00

75-დან - 90

25

                2,500.00

90-დან - 110

25

                2,700.00

110-დან - 125

25

                3,000.00

125-დან - 140

25

                3,500.00

140-დან - 160

25

                4,000.00

160 და მეტი

30

                4,500.00

 

ბ) წყალარინების სისტემაზე მიერთების შემთხვევაში:

დიამეტრი (მმ)

ვადა (დღე)

საფასური (ლარი)

0-100

10

          200.00

100-დან - 150

10

          400.00

150-დან - 200

10

          600.00

200-დან - 250

15

          800.00

250-დან - 300

15

         1000.00

300 და მეტი

20

          1500.00

“.

 

მუხლი 2
1. ეს დადგენილება, გარდა პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ბ.დ“ ქვეპუნქტისა, ამოქმედდეს 2020 წლის 1 თებერვლიდან.

2. ამ დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ბ.დ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს  2020 წლის 1 აპრილიდან.

 


კომისიის წევრიმაია მელიქიძე
კომისიის წევრიგიორგი ფანგანი
კომისიის წევრიგიორგი ფრუიძე
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარედავით ნარმანია