დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| შპს „საქართველოს სადაზღვევო ალიანსი-სადაზღვევო ბროკერის“ რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 06/4-რ |
| დოკუმენტის მიმღები | სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური |
| მიღების თარიღი | 21/01/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/01/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
საჯარო სამართლის იურიდიული პირის –
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება №06/4-რ 2020 წლის 21 იანვარი ქ. თბილისი |
შპს „საქართველოს სადაზღვევო ალიანსი – სადაზღვევო ბროკერის“ რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე
|
„დაზღვევის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის, ამავე კანონის 21-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის, სსიპ – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2019 წლის 24 დეკემბრის №40 ბრძანებით დამტკიცებული „სადაზღვევო ბროკერის რეგისტრაციის და რეგისტრაციის გაუქმების წესის, აგრეთვე სადაზღვევო ბროკერის დამფუძნებლისა და ადმინისტრატორის შესაფერისობის კრიტერიუმების“ მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის, ამავე წესის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 2 მაისის №102 დადგენილებით დამტკიცებული სსიპ – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის და შპს „საქართველოს სადაზღვევო ალიანსი-სადაზღვევო ბროკერის“ 2020 წლის 17 იანვრის წერილობითი განცხადების საფუძველზე, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. გაუქმდეს შპს „საქართველოს სადაზღვევო ალიანსი-სადაზღვევო ბროკერის“ (საიდენტიფიკაციო კოდი: 406261673, სადაზღვევო ბროკერთა რეესტრში რეგისტრაციის ნომერი № 012046) რეგისტრაცია. 2. ეს ბრძანება დაუყოვნებლივ გამოქვეყნდეს სსიპ – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ოფიციალურ ვებ-გვერდზე, გადაეცეს შპს „საქართველოს სადაზღვევო ალიანსი – სადაზღვევო ბროკერს“ და 10 დღის ვადაში გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“. 3. ამ ბრძანებით გათვალისწინებული სადაზღვევო ბროკერის რეგისტრაციის გაუქმების შესახებ მონაცემები ამ ბრძანების ამოქმედებიდან 2 სამუშაო დღის ვადაში აისახოს სადაზღვევო ბროკერთა რეესტრში (მათ შორის, ელექტრონულ რეესტრში). 4. ამ ბრძანების გასაჩივრება შეიძლება ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მხარისათვის მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში. 5. ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.
სამსახურის უფროსი დავით ონოფრიშვილი. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები