„საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსა და კლიმატის ცვლილების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 27 ივნისის N2-512 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 2-74
დოკუმენტის მიმღები საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი
მიღების თარიღი 30/01/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/01/2020
ძალის დაკარგვის თარიღი 26/02/2024
სარეგისტრაციო კოდი 360160000.22.023.016618
2-74
30/01/2020
ვებგვერდი, 31/01/2020
360160000.22.023.016618
„საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსა და კლიმატის ცვლილების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 27 ივნისის N2-512 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი
 
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის

ბრძანება №2-74

2020 წლის 30 იანვარი

ქ. თბილისი

„საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსა და კლიმატის ცვლილების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 27 ივნისის №2-512 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ :

მუხლი 1
„საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსა და კლიმატის ცვლილების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 27 ივნისის №2-512 ბრძანებაში (ვებგვერდი, 29/06/2018, სარეგისტრაციო კოდი: 360160000.22.023.016526) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული „გარემოსა და კლიმატის ცვლილების დეპარტამენტის დებულების“:

1. მე-2 მუხლის:

ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, წყლის რესურსების მართვის, ატმოსფერული ჰაერის დაცვისა და კლიმატის ცვლილების სფეროებში, სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაში და ქვეყანაში მდგრადი განვითარების პრინციპების დანერგვის ხელშეწყობაში მონაწილეობა“;

ბ) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) ატმოსფერული ჰაერის, ოზონის შრისა და წყლის რესურსების ბუნებრივი თუ ანთროპოგენური ფაქტორების ზემოქმედებისგან დაცვის მექანიზმების განსაზღვრა და განხორციელების კოორდინაცია;“;

გ) „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს.

2. მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

3. მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრილევან დავითაშვილი